x
მოცარტის ეფექტი

კლასიკური მუსიკის გავლენების კვლევას კოგნიციაზე და ასევე, ფონური მუსიკის როლის სწავლას კითხვის და სწავლის პროცესში, აქვს დიდი ისტორია. კლასიკური მუსიკის გავლენის კვლევამ კოგნიტურ პროცესებზე დიდი ხნის წინ მიიპყრო მეცნიერების ყურადღება. 90-იან წლებში ცნობილი გახდა მოცარტის ეფექტი, რომელმაც იმ პერიოდში დიდი პოპულარობა მოიპოვა. დღემდე არაერთი ექსპერიმენტი ჩატარებულა სხვადასხვა ვარიაციებით მოცარტის ეფექტთან და ზოგადად, კლასიკური მუსიკის ან უბრალოდ მუსიკის და კოგნიტური უნარების კავშირის შესახებ. მოცარტის ეფექტი უფრო კონკრეტულად ატარებდა იმ იდეას, რომ კლასიკური მუსიკის მოსმენა ზრდის ინტელექტის დონეს. ეს აზრი მოდის ექსპერიმენტიდან, რომელიც ჩატარდა როშერის და მისი კოლეგების მიერ. 1993 წელს გამოქვეყნდა მათი ნაშრომი „მუსიკა და სივრცული ამოცანების შერსულება“ (Rauscher et al, 1993). კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ის სტუდენტები რომლებსაც IQ ტესტის სივრცული ამოცანების შესრულებამდე ისმენდნენ 10 წუთის განმავლობაში მოცარტის სონატას, 8 და 9 ქულით მეტი მიიღეს ვიდრე, დანარჩენ ორ პირობაში მონაწილე სტუდენტებმა (მეორე პირობის სტუდენტები ისმენდნენ რელაქსაციის ჩანაწერს ხოლო, მესამე პირობაში სიჩუმეში ატარებდნენ 10 წუთს.) როშერი ყურადღებას ამახვილებდა, რომ მოცარტის ეფექტი მოქმედებს მხოლოდ დროისა და სივრცით აღქმაზე და არ ზრდის ზოგად ინტელექტის დონეს. როშერის და მისი კოლეგების კვლევამ ბევრი მეცნიერი დააინტერესა და უბიძგა ახალი კვლევების ჩატარებისკენ. მათ შორის იყო პირდაპირი რეპლიკაციები, განსხვავებული ინტერპრეტაციები და ყველა არსებული კველვების მეტა ანალიზი. შედეგები განსხვავებული იყო ზოგიერთ შემთხვევაში დასტურდებოდა კვლევის ჰიპოთეზა ან პირიქით არ დგინდებოდა კლასიკური მუსიკის მნიშვნელოვანი გავლენა.

არსებობს კვლევები, რომელიც იკვლევს კითხვის, სწავლის თუ გაგების/გააზრების პროცესის კავშირს მუსიკასთან. კუშარდი, ქეინი და ვეგერი (2012) იკვლევდნენ ფონური მუსიკის, ლაპარაკის ან ხელის შეშლის როლს კითხვის პროცესზე. ისინი იყენებდნენ თვალის მოძრაობაზე დაკვრივების მეთოდს. კვლევის მონაწილეები კითხულობდნენ სხვადასხვა გარემოში - სიჩუმეში, ფონად ქონდათ მუსიკა ან საუბარი. კვლევის მონაწილეების ნაწილს, სანამ დაიწყებდნენ კითხვას ჩაერთნენ 60 წამიანი აუდიოთი. ამ უკანასკნელმა გაზარდა კითხვის დრო, განსხვავებით დანარჩენი ორი პირობისა. იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი კვლევის მონაწილე შეფერხდა საუბრის მოსმენით კითხვის პროცესში, მათ მხოლოდ შეანელეს კითხვა, რაიმე სახის ინფორმაცია არ დაკარგულა. პირიქით, ისეთ დროს როდესაც ქონდათ ფონად საუბარი, მუსიკა ან ერთვებოდნენ საუბრით, წაკითხული მასალის გაგების ხარისხი უკეთესი იყო, ვიდრე მათი ვისაც სრულ სიჩუმეში უწევდა კითხვა.

დაწყებითი სკოლის მოსწავლეებში შეისწავლეს ფონური მუსიკის გავლენა დავალების შესრულებაზე სუზან ჰალმმა, ჯონ პრაისმა და ჯორჯია ქაცაროუმ (2010). მათ მიერ გამოქვეყნებულ ნაშრომში მოცემულია ორი კვლევის შედეგები. ისინი იკვლევდნენ 10-12 წლის ბავშვების მიერ შესრულებულ არითმეტიკულ და მეხსიერების სავარჯიშოებზე იმ მუსიკის გავლენას, რომელიც აღიქმებოდა მშვიდად და რელაქსაციისთვის ან პირიქით - უხეშად. ორივე შემთხვევაში მშვიდი მუსიკის ფონზე უკეთესად ასრულებდნენ დავალებას ვიდრე, მუსიკის გარეშე. ხოლო, მუსიკა რომელიც აღიქმებოდა აგრესიულად და არასასიამოვნოდ, გამოიწვია შედარებით დაბალი ხარისხის შესრულება მეხსიერების დავალებაში. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ბოლო პირობა იწვევდა ბავშვების მიერ ალტრუისტული ქცევის ნაკლებ განხორციელებას. ამ კვლევის მთავარი შედეგი და დასკვნა იყო ის, რომ მუსიკა კოგნიციაზე გავლენას ახდენს განწყობისა და აგზნების დონის შუამავლობით და არა პირდაპირი გზით.


ასევე, სწავლის პროცესის და მუსიკის კავშირის შესახებ, დე გრუტმა (2006) ჩაატარა ექსპერიმენტი. ის იკვლევდა ფონური მუსიკის გავლენას უცხოური სიტყვების სწავლის უნარსა და სიჩქარეზე. ექსპერიმენტი ჩატარდა ჯგუფთაშორისი დიზაინით, პირველ ჯგუფს მიეწოდებოდა 64 წყვილი სიტყვა (მშობლიურ ენაზე - უცხო ენაზე) მუსიკის თანხლებით. მეორე ჯგუფს იგვე სიტყვები, მხოლოდ მუსიკის გარეშე. მონაწილეებს სამი სესიის განმავლობაში მიეწოდებოდათ დასასწავლი სიტყვების წყვილი. მათ აღსადგენად ერთი კვირის შემდეგ იწვევდნენ. ექსპერიმენტის შედეგებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი ჯგუფის მონაწილეებმა, რომლებსაც მუსიკის თანხლებით უწევდათ სწავლა უფრო უკეთესად მოახერხეს სიტყვების შესწავლა ვიდრე მეორე ჯგუფმა.

ზემოთ ჩამოთვლილი კვლევები მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტებიდან, რომელებიც ამ თემის გარშემო დღემდე ტარდება. აღსანიშნავია, რომ კლასიკური მუსიკის და ზოგადად მუსიკის გავლენის კვლევა განსაკუთრებით გამოსადეგია, რადგან, შედეგების გამოყენება და მისი პრაქტიკაში დანერგვა დაგვეხმარება დავზოგოთ დრო და რესურსები. სასურველი მუსიკის მოსმენა საქმის შესრულებამდე ან განმავლობაში აუცილებლად აქცევს მუშაობას სასიამოვნო პროცესად. სწორად შერჩეული მუსიკა ანუ ის, რომელიც პიროვნებისთვის სიამოვნების მომგვრელია და ასევე კონცენტრაციაში არ გიშლის ხელს - სწავლას, მუშაობას უფრო სასიამოვნო, სასურველ საქმედ აქცევს და ასწავლის ადამიანებს როგორ მიიღონ სწავლის პროცესით სიამოვნება.


0
18
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ თოლორდავა
მარიამ თოლორდავა
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0