x
მეტი
  • 18.05.2024
  • სტატია:134730
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509051
ორგანიზაციული კულტურა

ზოგადად კულტურა- ეს არის ჩვევაში გადასული ქცევა,
მოქმედება, აზრი, ღირებულება, რომელსაც ვეთანხმებით, ვიზიარებთ და
გარკვეულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ჩვენ გარკვეული ქცევის პატერნების
მიხედვით ვმოქმედებთ, რაც დროის გასვლის შემდეგ თითქმის ავტომატიზირდება. კულტურა შესაძლოა დავახასიათოთ ზოგადი ნიშნებით, მაგ: გაზიარებულია გარკვეული ჯგუფის წევრების მიერ, გადაეცემა თაობიდან თაობას, ასევე კულტურას გააჩნია ადაპტირების და ინტეგრირების უნარი. თუმცა, აღსანიშნავია ისიც რომ კულტურა მუდმივად განიცდის ცვლილებებს და შესაძლებელია სრულიად გაქრეს. თითქმის ყველა სოციალურ დაჯგუფებას გააჩნია თავისი კულტურა. ეს
კულტურები თავის თავში კიდევ უამრავი ტიპის სუბკულტურას მოიცავენ.
სწორედ ერთ-ერთია ორგანიზაციული კულტურა- აზროვნების სტილი და
მოქმედებების საშუალება, რომელიც გადაიზარდა ჩვევებში. მას გარკვეული
ხარისხით ორგანიზაციის ყველა წევრი იზიარებს, წინააღმდეგ შემთხვევაში
თანამშრომლები ვერ გახდებიან ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრები.
ორგანიზაციული კულტურა არის ქცევების, სიმბოლოების, რიტუალების და
მითების ერთობლიობა, რომელიც შეესაბამება ორგანიზაციისათვის
მნიშვნელოვან ფასეულებებს.

ორგანიზაცია შეიძლება განვმარტოთ, როგორც ადამინთა ერთობლიობა,
რომელსაც გააჩნია საერთო მიზნები და ამოცანები, რომლის წევრებიც
შეთანხმებულად მოქმედებენ ამ მიზნების მისაღწევად. შესაბამისად, ორგანიზაციებსაც გააჩნიათ წესები და ნორმები, ანუ დამახასიათებელი
კულტურა, სწორედ ესარის ორგანიზაციული კულტურა. იგი განისაზღვრება,
როგორც კოლექტიური აზროვნება, რომელიც ორგანიზაციებს განასხვავებს
ერთმანეთისგან.

ორგანიზაციული კულტურის ცნება დიდი ხნის განმავლობაში იგნორირებული
იყო, მან ინტერესი მხოლოდ ბოლო 30 წლის მანძილზე შეიძინა. კამერონის და
ქვინის მიხედვით ამის მიზეზი გახლავთ, ის რომ მასში იგულისხმება თავისთავად არსებული ფასეულობები, მათ საფუძვლად მდებარე დაშვებები, მოლოდინები და კოლექტიური მეხსიერება, რომელიც არსებობს ორგანიზაციაში. იგი ასახავს გავრცელებულ იდეოლოგიას, რომელიც კომპანიაშ მომუშავე ადამიანების გონებაში არსებობს, სძენს მათ იდენტურობის, მიკუთვნებულობის განცდას, უზრუნველყოფს დაუწერელ ინსტრუქციებს, მიუთითებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ თანამშრომლები ორგანიზაციაში. სამწუხაროდ ადამიანები, როგორც წესი, ვერ აღიქვავენ კულტურას მანამდე, სანამ ახალ, უცხო კულტურას არ შეეჯახებიან, სწორედ ზემოთ ხსენებული კამერონის და ქვინის განმარტებით,
კულტურის ასეთმა ბუნებამ განაპირობა, რომ მისით სულ ახლახანს
დაინტერესდნენ. ძლიერი ორგანიზაციული კულტურის მქონე კომპანიები
შეიძლებოდა ჩათვლილიყო მთლიანობაში უფრო ეფექტურ, წარმატებულ
ორგანიზაციებად. ორგანიზაციული კულტურა უკვე განიხილებოდა, როგორც
ერთ-ერთი ასპექტი, რომლის სწორი მართვა განაპირობებდა განვითარებას და
კომპანიის მიერ თავის საქმიანობაშ წარმატების მიღწევას. მრავალი მკვლევარი
აღნიშნავს, რომ ორგანიზაციული კულტურა ზემოქმედებს ორგანიზაციის ისეთ
ასპექტებზე, როგორიცაა პროდუქტიულობა, სამუშაოს შესრულება,
ორგანიზაციისადმი თანამშრომელთა ერთგულება, თანამშრომელთა
თავდაჯერებულობა და შრომითი ეთიკა.

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ცერცვაძე
მარიამ ცერცვაძე
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0