x
პიგმალიონის ეფექტი


პიგმალიონის ეფექტში იგულისხმება ფენომენი, როდესაც მაღალ მოლოდინებს მივყავართ საბოლოოდ საუკეთესო შედეგებამდე. სხვა ადამიანის წარმოდგენებს და მოლოდინებს პიროვნების შესაძლებლობებზე აქვს გავლენა როგორც მის ქცევებზე, ეს ქცევები კი მოქმედებს ამ ადამიანის თვითეფექტურობასა და თვითშეფასებაზე. სხვა სიტყვებით, რომ თქვათ როდესაც ერთ ადამიანს აქვს წარმოდგენა შენზე რომ შეგიძლია ძალიან კარგად სიმღერა, საკუთარი რწმენები მოქმედებს მათ ქცევაზე და გეპყრობა ისე რომ ახალისებს შენში სიმღერის ნიჭს, შენც იქცევი ისე რომ ეს მოლოდინები გაამართლო ამით იმყარებ როგორც საკუთარ რწმენას შენს შესაძლებლობებზე, ისე უმტკიცებ ამ ადამიანსაც. შესაბამისად პიროვნებაში ეს ქცევა უფრო მეტად იქნება წახალისებული და წარმატებული შესრულების შანსებიც უფრო მეტად იზრდება, რადგან იმას უფრო ხშირად და მონდომებით აკეთებ, რაც გჯერა რომ გამოგდის.

image


პიგმალიონის ეფექტი ცნობილია როზენჰოლის ექსპერიმენტიდანაც. მან ორ ჯგუფად დაყო სტუდენტები და ორივე მათგანს მისცა იდენტური მითითება და თაგვები, რომელთათვისაც უნდა ესწავლებინათ ლაბირინთში გავლა. თუმცა, პირველ ჯგუფს განუცხადეს რომ მათი თაგვები ძალიან ჭკვიანები იყვნენ ხოლო, მეორე ნაწილს ამცნეს რომ ძალიან დაბალი ინტელექტი ქონდათ მათ თაგვებს. შედეგად, როგორც მოსალოდნელი იყო მწვრთნელების მოლოდინებმა იმოქმედა თაგვების შესრულებაზე. პირველი ჯგუფის თაგვებმა ბევრად უკეთესად გართვეს თავი და გაიწვრთნენ ვიდრე მეორე ნახევარი.

ეს ეფექტი ძალიან კარგად შეიძლება ჩანდეს და გამოყენებული იქნეს პოზიტიურად სწავლების პროცესში. მასწავლებლის მოლოდინებს ძალიან დიდი გავლენა აქვს მოსწავლეების მიღწევებზე. მარტივად, რომ ვთქვათ დადებითი მოლოდინები პოზიტიურად მოქმედებს მოსწავლის ქცევაზე, ნეგატიური მოლოდინები და რწმენები კი პირიქით, უარყოფითად.

პიგმალიონის ეფექტი ხშირად წარმოდგენილია როგორც წრე. სხვა ადამიანის მოლოდინები და წარმოდგენები გადადის მათ ქცევებში, დამოკიდებულებებში რაც იწვევს ჩვენი ქცევის ცვლილებას, რომელიც არის განმამტკიცებელი მათი ამ დამოკიდებულებების და ჩვენი რწმენების. ეს ეფექტი კარგად აჩვენებს პოზიტიური დამოკიდებულების მნიშვნელობას.



0
102
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ თოლორდავა
მარიამ თოლორდავა
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0