x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქალი რომელიც ცნობილი როკ-მუსიკოსების პენისების ასლს თაბაშირისგან ამზადებდა
image

სინტია ნიქსონს უყვარდა როკ მუსიკა და გადაწყვეტილი ჰქონდა შეხვედროდა ყველას, ვინც ამ მუსიკას ქმნიდა. პრობლემა ისაა, რომ ის მარტო არ იყო, აუარებელი ფანატია, ვისაც იგივე მიზანი ამოძრავებდა -ამიტომ სინდიამ გადაწყვიტა ისეთი რამის პოვნა, რაც მას გამოარჩევდა ბრბოსგან და მართლაც, გოგონამ იპოვა, ის რასაც ეძებდა.



ერთ დღეს, სინტიას ხატვის მასწავლებელმა კლასს დაავალა თაბაშირის ჩამოსხმა, ერთადერთი მოთხოვნა იყო ისეთი მკვრივი რაღაცის გაკეთება, რომელიც საკმარისი იქნებოდა მისი ფორმის შესანარჩუნებლად. როგორც აღმოჩნდა, სწორედ ამ გაკვეთილიდან გამომდინარე სინტიას გონება გაუნათდა. მას დაებადა იდეა.


1960-იანი წლების ბოლოს ჯიმი ჰენდრიქსი ჩიკაგოში იყო საგასტროლოდ ჩასული. სინტიას გადაწყვიტა რომ ვარსკვლავის პენისი თაბაშირისგან ჩამოესხა. მან არც იცოდა ზუსტად როგორ უნდა გაეკეთებინა ეს, ამიტომ თავდაპირველად ის ვარჯიშობდა რამდენიმე მეგობარ ბიჭთან, რომლებიც, როგორც იქნა დაითანხმა, რომ მათზე ევარჯიშა.ყველაფერი გამოუვიდა - ტექნოლოგიამ (შემდგომ დააპატენტა კიდეც) იმუშავა და დადგა ნანატრი საათიც.




სინტია კულისებში ჯიმი ჰენდრიქსთან შევიდა და ჰკითხა, ეთანხმებოდა თუ არა მისი პენისის "უკვდავყოფას" თაბაშირში. ჰენდრიქსი არ შეეწინააღმდეგა და ასე გახდა "გიტარის მეფის" თაბაშირის პენისი, (მართალია ოდნავ გაებზარა) სინტიას კოლექციაში პირველი.

image


ჰენდრიქსის შემდეგ, სინტიამ აღმოაჩინა, რომ იგი გახდა ერთგვარად ცნობილი ადამიანი. ის და მისი მეგობარი დიანა, ყოველთვის ერთად მოგზაურობდნენ, რათა პენისის ასლები საკმარისად მკვრივები გამოსვლოდათ. მის კოლექციაში აღმოჩნდა ედი ბრიგატის (The Young Rascals), Beach Boys-ის დრამერის რიკი ფატარის, ზალ იანოვსკის (Lovin 'Spoonful) და მრავალი სხვათა პენისები. სხვათა შორის, სინტიას კოლექციაში ასევე არის ქალის მკერდები, თუმცა მცირე რაოდენობით.

image


მოგვიანებით სინტიამ აღიარა, რომ ჰენდრიქსთან მუშაობა ადვილი იყო. სხვა მუსიკოსები აღმოჩნდნენ ან თვალთმაქცები, ან კიდევ ეჭვი შეეპარათ მის ტექნოლოგიაში - არავის უნდოდა პენისის თაბაშირში ჩადება.

მაგალითად დრამერი ეინსლი დანბარი, რომელიც ბევრ ცნობილ შემსრულებელთან უკრავდა, მათ შორის დევიდ ბოუისთან, ერთ-ერთი ყველაზე ჭირვეული გამოდგა. მან სინტიას იქამდე არ ააღებინა ასლი, სანამ დრამერი არ დარწმუნდა, რომ მისი პენისი საკმარისად "დიდი და მკვრივი" იყო.


ზოგადად, როკ-ვარსკვლავების უმეტესობამ იდეა ენთუზიაზმით მიიღო. მაგალითად ფრენკ ზაპა, იმდენად მოწადინებული იყო, "უკვდავეყო" საკუთარი პენისი, რომ მან მთელი შეერთებული შტატები გადაკვეთა ლოს-ანჯელესში ჩასასვლელად.


რით დასრულდა სინტიას ასეთი არაჩვეულებრივი მოგზაურობა? იქნებ სინტია გახდა ცნობილი მოქანდაკე? კი და არა.


ლოს-ანჯელესიდან მას მოუწია ისევ ჩიკაგოში დაბრუნება და მოსაწყენი სამსახურის პოვნა, რათა თავი ერჩინა.


2000 წელს სინტია ნიქსონმა(მეტსახელად "პლასტიკკასტერი") ნიუ -იორკში მოაწყო თაბაშირის პენისების პირველი პერსონალური გამოფენა, 2001 წელს გადაიღეს პირველი დოკუმენტური ფილმი მის შესახებ და სინტიაზე შეიქმნა რამდენიმე სიმღერა, მათ შორის Plaster Caster, -ის Kiss-ის მიერ.

image

2010 წელს სინტიამ საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა ჩიკაგოს მერობაზე, მაგრამ უშედეგოდ.

2
831
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
831
  
2020, 9 სექტემბერი, 12:44
))))
2020, 9 სექტემბერი, 12:42
რამდენი ვიცინეეეე...ვერაა ეს ხალხი ნორმალურ ჭკუაზე
0 1 2