x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სინათლის სხივი რკინის ფარდის მიღმა-ლეგენდარული მუსიკალური გადაცემა
image

საბჭოთა ეპოქაში ახალგაზრდობა კვირიდან კვირამდე ორ გადაცემას ელოდებოდა, ეს გახლდათ "ილუზიონი", რომელიც ოთარ სეფიაშვილს მიჰყავდა და მეორე გახლდათ "ესტრადა და თანამედროვება". ამ უკანასკნელს გავიხსენებთ ახლა.


აღსანიშნავია, რომ მთელს ყოფილ საბჭოთა კავშირში მსგავსი მუსიკალური გადაცემა არ არსებობდა, მიუხედავად მკაცრი ცენზურისა, მისი წამყვანი მუსიკათმცოდნე ევგენი მაჭავარიანი ახალგაზრდობას ტელეეთერით უჩვენებდა დასავლელ შემრულებლებს, რომლებსაც არსად სხვაგან, მთელს საბჭოთა ტელესივრცეში ვერ ნახავდით.გადაცემა კვირაობით გვიან ღამით იწყებოდა და მთელი ახალგაზრდობა სულმოუთქმელად ელოდა, ხოლო მეორე დღეს პირველი შეხვედრისთანავე ახალგაზრდების (და არა მარტო ახალგაზრდების)საუბარი ამ გადაცემით იწყებოდა.

"იესო ქრისტე სუპერვარსკვლავის " ჩვენების გამო ერთი ხანობა ცენზურამ დახურა მუსიკალური გადაცემა, თუმცა შემდეგ ისევ მოგვევლინა უკვე "ეს ესტრადაა"-ს სახელწოდებით.


80-იანი წლების შუა ხანებში გადაცემა საბოლოოდ დაიხურა, იმიტომ რომ აქტუალობა დაკარგა(გორბაჩოვის "საჯაროობამ" და "დემოკრატიამ")ხელ-ფეხი გაუხსნა ტელევიზიებს.გადაცემის პირდაპირი მემკვიდრე გახდა "პუნქტუმ კონტრა პუნქტუმი", თუმცა უკვე წამყვანის გარეშე.

ახლა კი შემოგთავაზებთ იმ ნოსტალგიური კლიპების ნაწილს, რომლებიც ეთერით გავიდა ამ გადაცემებში, ზოგს ბავშვობას გაახსენებს, ზოგს კი ახალგაზრდობას.


1-ბატონი ევგენი მაჭავარიანის გადაცემაში THE BEATLES-ი ხშირი სტუმარი იყო, მათ შორის ეს სიმღერაც პირველად ქართველმა მაყურებელმა მისი მეშვეობით იხილა.

2-Elvis Presley - Jailhouse Rock-ამ სიმღერის პრემიერაც ამ გადაცემაში შედგა.

3-ეს ბრიტანული პოპ-ბენდი დღეს ცოტას თუ ახსოვს, თუმცა პოპულარული იყო 70-იან წლებში.მისი ხილვაც ბატონი ევგენის დამსახურებაა

4-ბატონ ევგენის წერილებში ხშირად სთხოვდნენ ე.წ. ნაღები ჯგუფების ჩვენებას, მაგ.PINK-FLOYD, DEEP PURPLE, LED ZEPPELIN და სხვას, თუმცა მან ვერ შესძლო მათი ეთერში ჩვენება, უბრალოდ ალბათ ფირები ვერ იშოვა, თუმცა მცირე კონპესაცია მაინც შესძლო, გვიჩვენა ნაწყვეტი DEEP PURPLE-ს ბასისიტის როჯერ გლოვერის შესანიშნავი მიუზიკლიდან "Butterfly Ball", სიმღერა-- Love is All.

5-ეს სიმღერა უკომენტაროდ, მეორე დღეს მთელი თბილისის როკმენები და არამარტო როკმენები ამაზე ლაპარაკობდნენ.

6-სუზი კვადროც გადაცემის ხშირი სტუმარი იყო

7-ჯგუფი Status Quo -ამ სიმღერით გააცნო მელომანებს.

8-ახლა კი 80-იანი წლები გადაცემა "პუნქტუმ კონტრა პუნქტუმ".



9-ეს სიმღერაც "პუნქტუმ კონტრა პუნქტუმში"იქნა პირველად გაშვებული.
















2
228
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
228
  
2014, 18 მარტი, 12:44
ესტრადა და თანამედროვება ძალიან პატარა ვიყავი მახსოვს....ეს ესტრადა უფრო კარგად..ჰო კიდე მახსოვს "მონტე კარლოს" რომ იჭერდნენ ტრანზისტორით და ამერიკის ხმას..თუმცა ხშირად ახშობდნენ
2014, 16 მარტი, 21:50
"ეს ესტრადაა"-მახსოვს, განსაკუთრეებით მაგ გადაცემის ბოლო მუსიკალური ნომერი იყო ხოლმე საინტერესო. მაგის წინდა გადაცემა არ მახსენდება, ეტყობა ძალიან ადრეულ წლებში გადიოდა.
0 1 2