x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ირაკლი ჟვანია-გოიმი, ჩაკეტილი, უკულტურო და გაუნათლებელი საზოგადოება ვერაფერს შექმნის ღირებულს

imageკომპანია „თბილისის შადრევნების" დამფუძნებელი, მოქანდაკე ირაკლი ჟვანია "ფეიბუქით" მიმართავს ქვეყნის მთავრობას, რომ უფრო მეტი ყურადღება და დაფასება გამოიჩინონ ქართული კულტურის მიმართ.


"იქნებ ვინმემ გადასცეთ გიორგი კვირიკაშვილს, ირაკლი კობახიძეს,
პარლამენტარებს და ბიძინა ივანიშვილს, რომლის სულიერი შვილიცაა დღევანდელი
ქართული მთავრობა და მხედრობა:
როდესაც ვინმე ერზე საუბრობს, იხსენებენ მწერლებს, კომპოზიტორებს, როკ თუ სხვა მუსიკოსებს, ფილმებს, მხატვრებს, მუზეუმებს, ფესტივალებს, სამზარეულოს - და არა ვის და რამდენი ოპერაცია გაუკეთა ჯანდაცვის სამინისტრომ ან სად გაიხსნა თხილის ახალი ფაბრიკა.


როდესაც უინსტონ ჩერჩილს უთხრეს, კულტურაზე ხარჯები შევამცირეთ ომის გამოო - სიგარა გამოიღო და წარმოსთქვა: აბა რაღასთვის ომობს ინგლისიო?...

უინსტონ ჩერჩილების გამოჩენის იმედი ნაკლებადაა საქართველოს მთავრობაში,
მაგრამ იქნებ მიხვდეთ რომ გოიმი, ჩაკეტილი, უკულტურო და გაუნათლებელი
საზოგადოება ვერაფერს შექმნის ღირებულს.
მოიკელით პრემიები, მოიკელით პაეზდკები ( მაინც არაფერი გამოგდით სტრასბურგში დამტვრეული ინგლისურით ბჟუტურით), მოიკელით 120 ათასიანი მანქანები და აგრძნობინეთ საზოგადოებას, რომ ჩერჩილი თუ არა გვყავს, არ ნიშნავს იმას რომ ოთახში შუქი გამოვრთოთ..."

image

0
200
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
200
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0