x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ქვეყნები,სადაც სიკვდილით დასჯა დღესაც მოქმედებს

image

1997 წლის 11 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გამოდის ინიციატივით, სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ, რასაც საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა და სიკვდილით დასჯა გაუქმებულად გამოცხადდა.

2000 წლის 1 მაისს საქართველო შეუერთდა „ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას“.

კანონის მიღებამდე ერთი წლით ადრე პრეზიდენტმა სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი გამოაცხადა, ამ დროისთვის საქართველოში 52 სიკვდილმისჯილი პატიმარი­ ელოდებოდა განაჩენის აღსრულებას, უკანასკნელი დახვრეტა ჩვენს ქვეყანაში 1995 წლის 15 თებერვალს განხორციელდა.



"რომ არა ევროპის საბჭო, ჩვენ არ გავაუქმებდით სიკვდილის დასჯას. მე ვხედავ, რომ რუსუდან ბერიძე (ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ადამიანთა უფლებების დაცვის საკითხებში) გაკვირვებით მიყურებს. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ კრიმინალებს აღარ ეშინიათ სასჯელის. ციმბირში ხომ ვერ გავასახლებთ -განაცხადა მაშინ ედუარდ შევარდნაძემ.



თუმცა დღეს მსოფლიოში არის ქვეყნები, სადაც სიკვდილით დასჯა დღესაც მოქმედებს, განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:


ჩინეთი-სხვათა შორის ეს ქვეყანა განაგრძობს იმ დანაშაულების ჩამონათვალის შემცირებას, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.

ძირითადი დანაშაულები, რომლისთვისაც დამნაშავეს სიკვდილით დასჯა ელოდება, არის სამხედრო, სახელმწიფოსა და მისი უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის და ადამიანის მიმართ განხორციელებული მძიმე დანაშაულებისთვის.


ირანი-ირანი ისლამურ რესპუბლიკად ითვლება, გარდა მძიმე დანაშაულებისა, რომელიც ითვალისწინებს მსოფლიოში ყველაზე მკაცრ სასჯელს, ირანს აქვს სტატიები, რისთვისაც სიკვდილით ისჯება ისეთი დანაშაულებზე, როგორიცაა ერესი, ღვთისგმობა, სოდომი, მრუშობა (ღალატი)და პორნოგრაფიის გავრცელება.სხვათა შორის ირანში სიკვდილით სჯიან არასრულწლოვანებსაც.



საუდის არაბეთი-ეს ქვეყანა ირანივით, ითვლება აბსოლუტურ თეოკრატიულ მონარქიად, ამიტომ განსაკუთრებით გასაკვირი არ არის, რომ შარიათის მოთხოვნების თანახმად, სიკვდილით დასჯის მთავარი მეთოდი არის თავის მოკვეთა, ამის გარდა სიკვდილით დასჯის გავრცელებული სახეობა არის ჩაქოლვა და ჯვარცმა. განაჩენების უმეტესობა ხორციელდება ქალაქის ცენტრალურ მოედანზე.



ერაყი-ამ დროისთვის, მილიტარიზებულ გარემოში, ძნელია სიკვდილით დასჯის ზუსტი რაოდენობის დადგენა. დანამდვილებით მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება: უმეტესად სიკვდილით სჯიან იმათ, ვინც "ისლამურ სახელმწიფოს" წინააღმდეგობას უწევს.



ვიეტნამი-ეს ქვეყანა პირველ ხუთეულშია სიკვდილით დასჯის რაოდენობის მიხედვით, თუმცა სიკვდილით დასჯა არ ვრცელდება არასრულწლოვნებზე, ორსულებზე და ქალებზე (მაგრამ მხოლოდ იმ ქალებზე, რომლებსაც 36 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვები ჰყავთ - ამ შემთხვევაში, სიკვდილით დასჯა იცვლება სამუდამო პატიმრობით) .



ბელარუსი-ეს ქვეყანა ერთადერთია, ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან, სადაც სიკვდილით დასჯა დღემდე მოქმედებს, თუმცა სიკვდილით დასჯის მასშტაბებით ნამდვილად ვერ შეედრება ზემოთ ნახსენებ ქვეყნებს.



აშშ-51 შტატიდან 29-შია სიკვდილით დასჯა დასაშვები. უმაღლესი სასჯელი რამდენიმე მეთოდს ითვალისწინებს: დახვრეტა, ელექტრო სკამი და ინექცია, ხშირად აშშ-ში პატიმრები წლობით ელოდებიან სასჯელის აღსრულებას.



იაპონია-ამ ქვეყანაში ლიბერალურ-დემოკრატიული მიმართულების მიუხედავად, სიკვდილით დასჯა დღემდე ფუნქციონირებს.

სიკვდილით დასჯის სტატისტიკის უმეტესი ნაწილი დამოკიდებულია იუსტიციის ამჟამინდელ მინისტრზე: ის რამდენიმე თვეში ერთხელ ხელს აწერს ბრძანებებს სიკვდილით დასჯის შესახებ.



ამის გარდა სიკვდილით დასჯა მოქმედებს შემდეგ ქვეყნებში:პაკისტანი, სომალი, ეგვიპტე, იორდანია, სინგაპური, ქუვეითი, ბანგლადეში, ავღანეთი, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, მალაიზია, სამხრეთ სუდანი, ბაჰრეინი, იემენი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და სირია.




image

იხილეთ ასევე

image

0
370
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
370
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0