x
image
არჩილ ვერულიძე
იდუმალი ინკები.
image


ინკები ძველი ამერიკის ერთ-ერთი ტომთა გაერთიანებაა. როგორც ხალხი, ისინი დაახლოებით მე-XI საუკუნეში ჩამოყალიბდნენ. ანდებში. იმავე საუკუნეში მათ შექმნეს თავიანთი ძლიერი და განუმეორებელი ცივილიზაცია. იმპერიის დედაქალაქი იყო კუსკო. მან მე-XVI საუკუნემდე იარსება. ამ შედარებით მოკლე პერიოდში, მათ მრავალი საიდუმლოება დაგვიტოვეს, რაც საუკუნეების განმავლობაში აღელვებს ადმიანებს. ვისაუბროთ ზოგიერთ მათგანზე.



ელ-დორადო.



პირველი ერვროპელები, რომელთაც ფეხი დადგეს "ახალ მიწაზე" გაოცებულნი დარჩნენ ინდიელთა სიმდიდრით, ინკების ჩათვლით. ძალიან მალე ჭორები გავრცელდა სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ცივილიზაციის ძველ წმინდა ქალაქში წარმოუდგენელი (თუნდაც ინდოელების მდიდარი ცივილიზაციებისათვის) ოქროს რაოდენობის არსებობის შესახებ. ცენტრალური ამერიკის მცხოვრებლებმა და პირველმა დამპყრობლებმა დაიწყეს ჭორების გავრცელება ინკების ოქროს ქალაქზე. ლეგენდების თანახმად ელ-დორადო მდებარეობდა ინკების იმპერიის ტერიტორიაზე. აქ თავი მოიყარეს ავანტიურისტებმა და თავგადასავლების მაძიებლებმა, რომელთაც სწრაფად გამდიდრება სურდათ. ისინი, ვინც მითიური იქროს ქალაქის საძებნელად ჩამოვიდა, ცდილობდნენ ელ-დორადოს მდებარეობის გაგებას ადგილობრივი ინდიელების დახმარებით, რბილად რომ ითქვას. მაგრამ ინდიელები დუმდნენ. შესაძლოა მათ არ სურდათ წმიდა ქალაქის საიდუმლოებების გაცემა. ან უბრალოდ არაფერი ჰქონდათ სათქმელი. თანამედროვე მეცნიერები უფრო მეტად მეორე მოსაზრებისკენ იხრებიან. მათივე გამოკვლევის თანახმად, ელ-დორადოს სახელწოდება წარმოიშვა ჩიბჩას ტომის ჩვეულებიდან, სახელწოდებით "ოქროს კაცი, ადამიანი" (ესპანურად, El-Dorado). რელიგიური რიტუალების დროს, ტომის წინამძღვარი თიხას იცხებდა სხეულზე, იყრიდა ოქროს ქვიშას სხვა ძვირფასეულობასთან ერთად. ის ოთხი ქურუმის თანხლებით მიცურავდა ტბა გუატავიტას შუაგულისკენ. ამის შემდეგ ბელადი სხეულიდან ირეცხავდა ოქროსა და ძვირფასეულობას, თავად ქურუმები ტბაში ძვირფას შესაწირს ყრიდნენ. წლების განმავლობაში გუატავიტა ნამდვილ საგანძურის ტბად იქნცა. ეს ფაქტი ჭორების მოყვარულებმა გააზვიადეს. ტბა იქცა გიგანტურ ქალაქად, რომელიც სიმდიდრით იყო სავსე. არავინ იცის რამდენად სწორია ეს ვერსია. შეიძლება მომავალში ვინმემ აღმოაჩინოს ელ-დორადო და დაამტკიცოს, რომ ინკების აუარებელი სიმდიდრე სულაც არ არის მითი.


კიპუ


image


ცივილიზაციის განვითარების განუყოფელი ეტაპია საკუთარი დამწერლობა. ინკების ცივილიზაციას ასევე ჰქონდა წერილობითი ენა და ის საკმაოდ თავისებურია, მას კიპუს უწოდებენ. უძველესი ინკები წერდნენ თოკების, კვანძების მეშვეობით. თითქოს მეცნიერებს არ უნდა გასჭირვებოდათ ამ პრიმიტიული დამწერლობის ამოხსნა. მაგრამ ეს არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდა. კიპუსთან ხუთას წელზე მეტი ხნის ნაცნობობის მიუხედავად, მეცნიერებმა მაინც ვერ შეძლეს მისი ამოხსნა. იმის გამო, რომ სიტყვის მნიშვნელობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გრძელია თოკი და რა ფერისაა იგი, რა კვანძებია მიბმული მის გვერდებზე და როგორ არის ჩახლართული.ამოცანა კიდევ უფრო გართულდა იმით, რომ ამერიკის დაპყრობის დროს ძირძველი მოსახლეობის დიდი ნაწილი განადგურდა, ხოლო ვინც კონკისტადორებს გადაურჩა დაიღუფა ევროპელების მიერ შემოტანილი დაავადებებით. არავინ დარჩა, ვისაც კიპუს წაკითხვა შეეძლო, მეცნიერებმა დღემდე ვერ მიაკვლიეს ასეთ ადამიანს. უფრო მეტიც, ინკების ძველი ენა ახლა დავიწყებულია. ამის გამო კიპუს გაშიფრვა თითქმის შეუძლებელია. მაგრამ დრო იცვლება. ვინ იცის, იქნებ ეს მაინც მოხერხდეს და ჩვენს ჭინაშე ინკების საიდუმლოებები გადაიშალოს.


გარდა ამისა, სხვა იდუმალი არტეფაქტები და აღმოჩენები უკავშირდება ინკებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის ამოცნობილი თანამედროვე მეცნიერების მიერ. ეს საიდუმლოებები: ბროლის თავის ქალა, აღდგომის კუნძულის დასახლება, უცნაური მეგალიტიკური კონსტრუქციები, ნასკას პლატო და სხვა მრავალი.

0
161
6-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0