x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
10 მელოდია,რომელიც ყველას მოსმენილი გვაქვს,თუმცა არც შემსრულებელი ვიცით და არც ავტორი
image

არსებობს ინსტრუმენტული თემები, რომლებზეც იმდენად მოულოდნელად იზრდება მათზე მოთხოვნილება, რომ ასობით ფილმში, სატელევიზიო თუ რადიო გადაცემაში ფონად არის გამოყენებული.. ამავე დროს, არავინ იცის არც ავტორის და არც შემსრულებლის ვინაობა, ზოგჯერ თან ამ ნაწარმოებების(ან სიმღერების) ნაწილი ოფიციალურად არც კი ითვლებოდა ჰიტებად.




ეს მელოდიები ვირუსივით მოგზაურობენ ფილმიდან ფილმში, მულტფილმიდან მულტფილში, სატელევიზიო გადაცემებში და ა.შ. ვიღაცამ მხიარული თემა მოისმინა ბავშვობაში და შემდგომ ზრდასრულს, 40 წლის შემდეგ გაახსენდა და უკვე ახალი სატელევიზიო შოუსთვის ან დოკუმენტური ფილმისთვის გამოიყენა.





1«Vizisi» (Tamas Deak)-უნგრელი კომპოზიტორის ტამას დეაკის "წყლის თხილამურები", (1968)რომელიც ყველასთვის ცნობილ მულტფილმის შესავალი იხსნებოდა.



2-«Winchester Cathedral» (New Vaudeville Band)-ინგლისური ჯგუფის "ვინჩესტერის ტაძარი", (1966)კომპოზიციის ავტორია ჯეფრი სტივენსი, რომელმაც ბრიტანეთში #4, ხოლო აშშ#1 ადგილი დაიკავა.



3-Le Tonnerre De Dieu -Georges Garvarentz-სომხური წარმოშობის ფრანგი კომპოზიტორის ჟორჯ გარვარენცის ნაწარმოები ფილმისთვის "ღმერთის ქუხილი"(Le Tonnerre De Dieu), შექმნილი აქვს მუსიკალური ნაწარმოებები 150-ზე მეტი ფილმისთის, ასევ უწერდა სიმღერებს შარლ აზნავურს.



4-«Yakety Sax!» (Boots Randolph)-ამერიკელი საქსოფონისტის ბოოტს რანდოლფის მუსიკალური თემა, რომელიც "ბენი ჰილის შოუს" მეშვეობით გახდა ცნობილი.



5- Sonny & Cher -Little Man-ცოლ-ქმრის, სონი ბონოს და შერილინ სარქისიანის 1966 წლის ჰიტი, რომელმაც ევროპის რამდენიმე ქვეყანაში #1 ადგილი დაიკავა.


6-«Soul Bossa Nova» (Quincy Jones)-ჯაზმენის და კომოზიტორის ქუინსი ჯონსის 1962 წელის კომპოზიცია.


7-James Last - Einsamer Hirte-გერმანელი კომპოზიტორის და დირიჟორის ჯეიმს ლასტის 1977 წლის კომპოზიცია, რომელიც დღესაც ბევრს ენიო მორიკოსნეს ნაწარმოები ჰგონია, მუსიკა დაფუძნებულია კარპატების (უკრაინულ, რუმინულ და მოლდოვურ)ფოლკლორზე.


8-Mireille Mathieu Pardonne-moi ce caprice d'enfant -ლეგენდარული ფრანგი მომღერლის 1970 წლის სიმღერა, რომელიც ავტორია პატრიცია კარლი, შემდეგ უკვე მუსიკის სახით მრვალჯერ

გაორკესტრებული, პირველ რიგში პოლ მორიას მიერ.


9-Chariots of Fire» (Vangelis)ვანგელისი ანუ ევანგელოს ოდისეას პაპატანასიუ, ბერძენი კომპოზიტორი, რომელსაც 50-ზე მეტი ალბომი აქვს გამოცემული, ხოლო ამ მუსიკამ ფილმისთვის "ცეცხლოვანი ეტლები" "ოსკარი დაიმსახურა'



10-Ra Ta Ta (Rotation)-გერმანული ჯგუფის Rotation-ის 1970 წლის სიმღერა, რომელიც ჩვენთვის კარგად ნაცნობია ინტელექტუალური გადაცემიდან "რა, სად, როდის?"


0
182
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0