x
მეტი
  • 28.09.2020
  • სტატია:103598
  • ვიდეო:347837
  • სურათი:467984
სოფელ ხორნაბუჯში პირველი ჯგუფის ინვალიდი ელექტროღუმელზე დაცემული უგონო მდგომარეობაში იპოვეს

image




სოფელ ხორნაბუჯში აღმაშენებლის ქუჩაზე პირველი ჯგუფის ინვალიდი თენგიზ ბექაური მომვლელმა ქალმა, რომელსაც საჭმელი მიქონდა მისთვის, ის ელექტროღუმელზე უგრძნობ დგომარეობაში დაცემული იპოვა.



დაზარალებული საწრაფოდ გადაყვანილ იქნა დედოფლისწყაროს სამედიცინო დაწესებულებაში.



შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დედოფლისწყაროს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი ამბობს, რომ პაციენტი იმყოფება ღრმა კომაში.
შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დედოფლისწყაროს სამედიცინო დაწესებულების მორიგე ექიმი, ზინა ძელური აცხადებს: "პაციენტი არის უმძიმესი, შეერთებულია მართვით სუნთქვაზე, ესაჭიროება გამოკვლევა, შეიძლება სასუნთქი გზებიც ქონდეს დამწვარი, შეიძლება ცუდად გახდა და ისე დაეცა ელექტროღუმელზე."
დაზარალებულის ახლობლები ამბობენ, რომ პაციენტი წლებია არ სვამდა და არ იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში.
დაზარალებულის მეზობელი ამბობს, რომ როდესაც მომვლელმა ქალმა დაუძახა და ფანჯარაში შეიხედა, ელექტროსადენი ნაპერწკლებს ყრიდა, მან სასწრაფოდ მოიტანა სახლიდან ხელსაწყო, რითაც ელექტროსადენები გადაჭრა. ანუ, მისი აზრით, სავარაუდოდ, დაზარალებულს დენმა დაარტყა.
დედოფლისწყაროს რაიონულ პოლიციაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

1
157
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
157
  
22 აგვისტო, 18:18
"ინვალიდი" არა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (შშმპ)
0 1 1