x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
კორონავირუსის ისტორია

ზოგადი ცნება კორონავირუსზე

კორონავირუსები მიეკუთვნება რესპირატორული ვირუსების რიგს, რომლებიც ადამიანში იწვევენ მწვავე რესპირატორულ დაავადებებს-SARS.ცნობილია 13 სახეობა, მათ შორის ადამიანის რესპირატორული და ენტერალური კორონავირუსები.არიან სხვადასხვა ფორმის(პოლიმორფიზმი), ხოლო გენომი წარმოდგენილია პოზიტიური რნმ-ით.

County officials address Coronavirus | The Times Weekly | Community  Newspaper in Chicagoland Metropolitan Area

ისინი ხასიათდებიან მაღალი კონტაგიოზურობითა დ საკმაოდ მდგრადნი არიან გარემო ფაქტორების მიმართ.გადაცემა ხდება როგორც ჰაერ-წვეთოვანი, ისევე ფეკალურ-ორალური გზით.

ისტორიული ცნობები:

კორონავირუსები ადრეული დროიდან არსებობდნენ და ცირკულირებდნენ ადამიანებს შორის, მაგრამ რადგან ადამიანში მძიმე დაავადებებს არ იწვევდნენ, მეცნიერები ძალიან დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ.


ვირუსი პირველად გამოყოფილი იქნა 1965 წელს მწვავე რინიტის მქონის ავადმყოფის ცხვირ-ხახიდან.1975 წელს კი იმ გასტროენტერიტის მქონე ბავშვების ფეკალიებად.

მოგვიანებით, 2002წლის ნოემბერს სამხრეთ ჩინეთში გავრცელდა დაავადება "ატიპიური პნევმონიის"სახელწოდებით და აღმოჩნდა, რომ ამ უკანასკნელის გამომწვევი იყო ახალი კორონავირუსი, რომელიც ადამიანებს გადაეცა ენოტისმაგვარი ძაღლებისა და ღამურების საშუალებით.ეს ფაქტი არ არის გასაკვირი, რადგან ჩინელები ჩვეულებრივად ამ ცხოველებს საკვებად იყენებენ და ღია ბაზრებშიც კი ყველგან იყიდება.

აღსანიშნავია ის, რომ მიუხედავათ კორონავირუსების არსებობისა, ადრე არ ხდებოდა ადამიანებს შორის მათი გავრცელება, ამიტომ ვარაუდობენ, რომ ვირუსმა განიცადა მუტაცია და მერე მოხდა მისი გადაცება ცხოველიდან ადამიანზე.

ახალი კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეზერვუარს წარმოადგენენ ღამურები, რომელთა მეშვეობით ვრცელდება ასევე სხვა ცნობილი ვირუსები.მაგრამ მიუხედავათ იმისა, რომ ადამიანის ვირუსული გენომი ძალიან ჰგავს ღამურას ვირუსულ გენომს, მათგან ადამიანზე კორონავირუსის პირდაპირი გავრცელება არ ხდება, იმიტომ, რომ მათ აქვთ ძალიან განსხვავებული უჯრედული რეცეპტორები.კერძოდ, სხვადასხვა კვლევების შედეგაგ გაირკვა, რომ ვირუსის გავრცელებაში მონაწილეობენ შუალედური მასპინძლები.მაგ.2007-2012წლებში გავრცელების შუალედური მასპინძელი იყო აქლემი, რომელთან შეხების შედეგად ვირუსი გავრცელდა ადამიანებზე.

2002-2003წლებში კორონავირუსი გახდა ატიპიური პნევმონიის გამოწვევის მიზეზი და მსოფლიოში დარეგისტრირებული იქნა 8000-ზე მეტი დაავადებული, რომელთაგან 813 დაიღუპა.ყველაზე დიდი რაოდენობა-84%სიკვდილიანობისა იყო ჩინეთში.

2019წელს კი ახალმა კორონავირუსმა გამოიწვია პანდემია და მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა მსოფლიო.აღსანიშნავია, ის, რომ სხვა ვირუსებისაგან განსხვავებით, ამ ვირუსის კულტივირება ვერ ხერხდება და ამიტომ ძნელია მისი სტრუქტურის შესწავლა და შესაბამისად გამოწვეული დაავადების მკურნალობაც.

0
1
1-ს მოსწონს
ავტორი:გაიანეე
გაიანეე
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0