x
image
ინტერ-გოგონა
ქალი პატიოსანიც და უპატიოსნოც საბრალოა,ღმერთმანი...
image"ქალი პატიოსანიც და უპატიოსნოც, საბრალოა, ღმერთმანი, სიყვარულშიც საბრალოა და ღალატში და გაუტანლობაში ხომ ცოდვაა და ცოდვა"

ეს სიტყვები გახლავთ ოტია იოსელიანის რომანიდან"ქალი გამოვიდა საღალატოდ" ვისაც ეს წიგნი წაგიკითხავთ ქალბატონებო უთუოდ მოგხვდებოდათ გულს, ღალატი ხომ ყველაზე მტკივნეული თემა ქალის ცხოვრებაში..მამაკაცებო, აი თქვენი კი ნამდვილად არ ვიცი..თუმცა ადამიანი იმედით ცოცხლობსო და მეც იმედს დავიტოვებ.."ჩვენსასაც გაიგებთ ოდესმე ჩვენებურად"

მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ თქვენს გვერდით მყოფი ქალი აქციოდ ბედნიერად და აიყვანოთ მოწოდების სიმაღლეზე...

"ქალი პატიოსანიც და უპატიოსნოც, საბრალოა, ღმერთმანი."


სრულებით ვეთანხმები ოტიას მაგრამ ერთი ფიქრი ამეკვიატა და არ მასვენებს რომელი უფრო საბრალოა?

ცოლი, შენი შვილების დედა, რომელიც გიყვარს, პატივს სცემ, მაგრამ მაინც ღალატობ თუ საყვარელი რომლისკენაც მუდამ ილტვი, სწირავ და შეურაწყობ ყველაზე წმინდას რაც გაგაჩნია ცოლს, შვილებს, ოჯახს?..

ცოლს ღალატობ საყვარლის გამო მიატოვებ მაგრამ უთუოდ მოგბეზრდება, შინ დაბრუნდები მზრუნველი ცოლი და მოსიყვარულე ოჯახი სჯობს, დაგავიწყდა მთავარი რომ ძველებურად აღარაფერი იქნება, დაბრუნებას ფასი აღარ აქვს..ერთგული ცოლი არც არავისთან გაიყოფს სარეცელს და არც შენ გაპატიებს ღალატს და თუ მაინც გაპატია, თუ სხვის დასანახად აიტანა და ჩაკლა გულში დამცირება და ღალატი ამ ორ გრძნობაზე წინ ის სიყვარულს ჩაიკლავს გულში და იქნება სხვის თვალში ბედნიერი და საკუთარ თავთან უბედური, ვერასდროს აპატიებს თავს რომ გაპატია...

ქალი პატიოსანი?საბრალოა ღმერთმანი საბრალო....

უპატიოსნო?ისიც საბრალოა!

უკვე მერამდენედ უნდა აცდუნოს რიგით მერამდენე?უკვე მერამდენე იმედმა ჩაუარა ფუჭად?

ყველა ქალი ხომ მეოცნებე და რომანტიკოსია?

უპატიოსო ქალიც ოცნებობს სიყვარულზე ქმარზე, ოჯახზე, შვილებზე...თუმცა ამას არასდროს აღიარებს, ქარაფშუტა და უდარდელას ნიღაბი მოურგია და ეთამაშება ცხოვრებას ის კი არადა არ ინდობს..აი, იმ კაცზეც რამდენი იფიქრა იცით?ოცნების სასახლეც აგო...თუმცა მერამდენედ ისევ დაუნგრიეს....სიყვარულის უფლება არ ჰქონით თურმე, ცუდი მოთამაშე აღმოჩნდა და ცხოვრებამაც გასწირა მარტოობისთვის...

საბრალოა ღმერთმანი საბრალო..

თუმცა დამეთანხმეთ ჯობია გერქვას ცოლი, იმედგაცრუებული უკან დაგიბრუნდეს, ყოველი ქალის გაცნობაში თუ ამოცნობაში შენს ერთადერთობაში დარწმუნებული...(ასეთ შემთხვევაში იმის სიამაყეს მაინც შემოვინახავთ რომ მე არ ვაპატიე თორემ ....)

და მაინც ძნელია ქალობა, იმდენად ძნელი რომ სჯობს ან სულ არ გაჩნდე ან ქალად არ გაჩნდე...

46
1077
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
1077
  
2012, 11 სექტემბერი, 10:36
ძალიან მაგარი სტატია საღოლ ინტერგოგონა
2012, 4 სექტემბერი, 10:00
კი, ღალატი მარტო საკუთარი თავის კი არა მისი შეურაცხყოფაცააა და ეს კაცმა რა უნდა იკადროს
2012, 4 სექტემბერი, 0:24
გაშორდი ჯობია ასე გული ეტკინება მაგრამ შეურაწყოფილი მაინც არ დარჩება
2012, 21 აგვისტო, 15:23
გაიხარე, მართლა მაგარი სტატიააა. მე ნათქვამი მაქვს რომ ცოლს როცა მოვიყვან მას არასოდეს არ ვურალატებ და ტუ სხვა გამიტაცებს და სხვასთან მომინდება დავშორდები და ისე წავალ მასთან... არ ვიკადრებ იმას რომ ოჯახი სახლში იყოს და მე ვიღაც ქალთან მათ იმედებს ვაცრუებდე... ამას ნამდვილად არ გავაკეთებ და თუ მაინც შევცდი მას მერე ჩემი ტავის პატივისცემას დავკარგავ... . :) ღალატი არასდროს არ იქენბა სიამოვნება
2012, 18 აგვისტო, 17:49
სინამდვილეში როგორ გოგოებს აფასებენ ქართველი კაცები მაგაზე ამ თემაში ვისაუბრე ბელგიელმა სტუდენტმა ქალწულობა 45 000 ევროდ გაყიდა.
2012, 18 აგვისტო, 0:18
მათ გონიათ რომ აფასებენ მაგრამ ღალატთან ერთად ყველაფერი მთავრდება
2012, 17 აგვისტო, 22:28
უკვე მომბეზრდა იმდენს ვლაპარაკობ ღალატით გამოწვრეულ ტკივლიზე, არ ვამართლებ. აქ ნახსენებია პატივისცემა და როგორ შეილება ღალატობდე და პატივსცემდე ცოლს ან ღალატობდე და გიყვარდეს? გიყვარდეს და ესეთი ტკივილი მიაყენო? ეს არის აფსურდი. ნამდვილად ესეა, აპატიებ ღალატს მაგრამ ის ტკივილი მთელი ცხოვრება მის გულში დარჩება, ასე რომ კაცებო კარგად გათვიცნობიერეთ თუ რა შეილება მოყვეს ამ ნაბიჯის გადადგმას..
2012, 17 აგვისტო, 18:25
საინტერესოა:)
2012, 17 აგვისტო, 18:24
მეც მინდა თუ ნახო
2012, 17 აგვისტო, 18:16
ერთი რამ რომ ვთქვა შეიძლება აქ მარტო გოგოები რატომ ტოვებენ კომენტარებს მამაკაცებს სათქმელი არაფეერი აქვთ?
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10