x
მეტი
  • 30.11.2020
  • სტატია:105329
  • ვიდეო:348932
  • სურათი:470945
15 გიჟური ფაქტი, რომელიც აქამდე არ იცოდით
image

საინტერესო ფაქტების წაკითხვა არასდროსაა მოსაწყენი. თუ საუბრისას ყინულის გალღობა ან უბრალოდ, თემის წამოჭრა გნებავთ, ამისთვის ამ ერთი შეხედვით დაუჯერებელი ფაქტების გამოყენება შეგიძლიათ. მაგალითად, იცოდით, რომ შოტლანდიის ეროვნული ცხოველი ზღაპრული ცხენი-მარტორქა იყო?

სტატიაში 15 გიჟურ ფაქტს შემოგთავაზებთ, რომელთა ცოდნასაც ნამდვილად არ ინანებთ!

1. შეგიძლიათ, ხმის მიხედვით მიხვდეთ, წყალი ცხელია თუ ცივია.

ერთ-ერთმა ბრიტანულმა კომპანიამ ექსპერიმენტი ჩაატარა, სადაც ჩაიწერა ჭიქაში ცხელი და ცივი წყლის დასხმის ხმები. აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია ხმის მიხედვით გამოიცნოთ, რომელ ჭიქაში ჩაასხეს ცხელი წყალი და რომელში - ცივი.

image

2. ერთი დასტიდან უფრო მეტი კარტის კომბინაციის მიღებაა შესაძლებელი, ვიდრე ატომების რაოდენობაა დედამიწაზე.

არსებობს დასტისგან კარტის კომბინაციის შექმნის უამრავი გზა. ამ რიცხვის რაოდენობა 8-ით იწყება და 67 ნული მოჰყვება.

image

3. "საზომი უკანალი" რეალური მოცულობის საზომი ერთეულია.

"საზომი უკანალი" ნამდვილად არსებობს და ის 126 გალონის (476.962 ლიტრი) ტოლია.

image

4. ადამიანის მთვარეზე ფეხის დადგმის პერიოდთან კლეოპატრა უფრო ახლოს ცხოვრობდა, ვიდრე დიდი პირამიდების აშენების თარიღია.

კლეოპატრა (რომელიც ძვ.წ. 69-30 წლებში ცხოვრობდა) უფრო ახლოს იყო ადამიანის მთვარეზე დაშვების პერიოდთან (1969 წ), ვიდრე დიდი პირამიდების აშენების თარიღია (ძვ.წ. 2 560წ). ეს იმასაც ნიშნავს, რომ კლეოპატრა უფრო ახლოს ცხოვრობდა აიფონის გამოგონების პერიოდთან, ვიდრე მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთის აშენების თარიღია.

image

5. დედა დელფინი მუცლად ყოფნისას უმღერის მომავალ შვილს.

დედა დელფინი შვილს "საიდენტიფიკაციო სტვენას" ჯერ კიდევ მაშინ ასწავლის, როცა მის მუცელში იმყოფება. ასეთი სტვენა დელფინების სამყაროში მათ სახელს ნიშნავს და სწორედ ამ ბგერების გამოცემით ცნობენ ისინი ერთმანეთს.

image

6. არსებობდა გიგანტური სოკოები.

400 მილიონი წლის წინ დედამიწის ბუნება არც ისე მდიდარი იყო ხეებით და მცენარეებით. სამაგიეროდ, არსებობდა გიგანტური სოკოები, რომელთა სიმაღლე 24 ფუტს (7.3 მეტრი) აღწევდა.

image

7. თაფლი არ ძველდება.

თაფლი ერთადერთი საკვებია, რომელიც არ ძველდება და არ ფუჭდება. დიახ, თუ თაფლის ქილას დღეს შეიძენთ, თქვენს შვილთაშვილების შვილთაშვილებსაც კი უპრობლემოდ შეეძლებათ მისი ჭამა. თუმცა, დროის გასვლასთან ერთად თაფლი კრისტალიზდება, მის გასალღობად საჭიროა მხოლოდ თბილი წყლის დასხმა, რის შემდეგაც პროდუქტი ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება.

image

8. ნორვეგიაში პინგვინს რაინდის წოდება მიანიჭეს.

ბრიგადირი სერ ნილს ოლავ მესამე მეფე პინგვინია, რომელიც ედინბურგის ზოოპარკში, შოტლანდიაში ცხოვრობს. ის ნორვეგიის მეფის გვარდიის პოლკოვნიკი და მასკოტია. მას რაინდობა მეფე ჰარალდ მეხუთემ მიანიჭა. ამრიგად, ნილსი პირველი პინგვინი გახდა, რომელმაც ნორვეგიის არმიაში ასეთი პატივი მიიღო.

image

9. შოტლანდიის ეროვნული ცხოველი ცხენი-მარტორქაა.

ცხენ-მარტორქას ორნამენტს ხშირად შეხვდებით მერკანტილურ ჯვრებზე. ფორესში, შოტლანდიაში კი ცხენი-მარტორქის ეროვნული მუზეუმიც არსებობს.

image

10. წყალს, რომელსაც ვსვამთ, ერთ დროს დინოზავრები მოიხმარდნენ.

თითქმის 100%-იანი შანსი იმისა, რომ წყლის მოლეკულებს, რომელსაც დღეს ვიყენებთ, ერთ დროს დინოზავრები მოიხმარდნენ.

image

11. ლეგო ყველაზე დიდი ბორბლების მწარმოებელი კომპანიაა მსოფლიოში.

2011 წელს ლეგომ 318 მილიონზე მეტი ბორბალი აწარმოა, მაშინ როცა ისეთები ბრენდები, როგორებიც ბრიჯსტოუნი, Michelin და Goodyear არიან, წელიწადში 200 მილიონზე ნაკლებ ბორბალს აწარმოებენ.

image

12. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი სპარსმა მეომრებმა გამოიგონეს.

მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის გამოგონების ზუსტი ისტორია უცნობია, მაგრამ მისი აღწერილობის უძველესი წყარო სპარსი მეომრების ჩანახატებში გვხვდება, რომელიც 1590 წლითაა დათარიღებული. სავარაუდოდ, ასეთი ფეხსაცმელები ცხენზე მოჯირითე მეომრებისთვის შექმნეს.

image

13. დიდი პირამიდების აშენების დროს ბეწვიანი მამონტები ჯერ არ იყვნენ გადაშენებულები.

როცა ეგვიპტეში პირამიდებს აშენებდნენ, გადარჩენილი მამონტები პატარა კუნძულზე (Wrangle Island) სახლობდნენ ძვ.წ. 1 650 წლამდე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირამიდების აშენებიდან 1000 წლის განმავლობაში ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ გადაშენებულები.

image

14. დიდი აფეთქების გადმონაშთის ნახვა ტელევიზორში შეგვიძლია.

ტელევიზორში ნანახი სტატიკის ნაწილი დიდი აფეთქების რადიაციის ნარჩენია. სხვა სიტყვებით რომ ვთქგვათ, ტელევიზორში სამყაროს შექმნის მცირე ნაწილს ვუყურებთ.image

15. ვინი-პუჰი სინამდვილეში გოგო იყო.

ვინი-პუჰი წიგნში და მულტფილმში მამრობითი სქესისაა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, რეალური დათვი, რომლის მიხედვითაც პერსონაჟი შეიქმნა, გოგო იყო და ვინიპეგი, იგივე ვინი ერქვა.

image

ასევე დაგაინტერესებთ:

1. 4 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვიყოლიოთ თევზები სახლში

image

2. 16 ფაქტი ცხოველების შესახებ, რომელიც ზოოლოგებმაც არ იციან

image

3. იცოდით, რატომ ატარებდა პრინცესა დიანა ორ მაჯის საათს?

image

4. 20+ იშვიათი ფოტო, რომელიც ამტკიცებს, რომ სამყარო სიურპრიზებითაა სავსე

image

5. როგორ გამოიყურებიან მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალების შვილები

image

1
826
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
826
  
31 ივლისი, 22:29
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

0 1 1