x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
გახდი ლიტორატორი - „ბიბლუსის“ ახალი პროექტი, რომელში ჩართვაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია
image


თუ აქამდე წიგნის შეძენამდე გაზეთებში ელოდებოდნენ პროფესიონალთა შეფასებების გამოქვეყნებას, ინტერნეტის ეპოქაში ყველანი რეცენზენტები გავხდით, ინფორმაციის გავრცელებას კი წამები სჭირდება. იმისათვის, რომ კონკრეტულ ნაწარმოებზე სავარაუდო შეხედულება ჩამოგიყალიბდეს და ისე მიიღო მისი შეძენის შესახებ გადაწყვეტილება, ყოველკვირეული გაზეთის ლოდინი სულაც აღარაა საჭირო.


ამა თუ იმ ნაწარმოების შინაარსს, ავტორის ჩანაფიქრს, ოსტატობას სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები განიხილავენ, ერთმანეთს ურჩევენ საინტერესო წიგნებს და თვალსაწიერიც კიდევ უფრო ფართოვდება.


წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ მუდმივად აკვირდება ლიტერატურულ ნაწარმოებებთან დაკავშირებით ინტერნეტ სივრცეში მიმდინარე დისკუსიებს და გადაწყვიტა, რომ საჯაროდ და საინტერესო ფორმატში ამის საშუალება ახალგაზრდებს თავად მისცეს, რათა მეტ ადამიანს მიაწვდინონ ხმა. პროექტი „ლიტორატორი“ თავს უყრის წიგნზე შეყვარებულ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ თავიანთი გამოცდილება და შეხედულებები სხვადასხვა კლასიკურ თუ თანამედროვე ლიტერატურულ ნაწარმოებზე სხვებსაც გაუზიარონ.



რა მიზანს ემსახურება „ლიტორატორი“ და ვის შეუძლია მასში მონაწილეობის მიღება, ამის შესახებ პროექტის მენეჯერი თამუნა ტრაპაიძე გვესაუბრა:


„ბიბლუსი“ მუდმივად ცდილობს, ახალგაზრდები სხვადასხვა პროექტში ჩართოს. საინტერესოა, რას მისცემს თქვენი კიდევ ერთი წამოწყება ახალ თაობას?


ჩვენი მიზანია ახალგაზრდებში წიგნის გავრცელება და წიგნის სიყვარულის დანერგვა. ასევე, საიტერესოა, მათ თავიანთი ნააზრევი ჩამოაყალიბონ და სხვებს გაუზიარონ. ეს წიგნით დაინტერესებულ პირებს ახალი და საინტერესო ნაწარმოებების აღმოჩენაში დაეხმარება.


პირველი ვიდეო დებატები უკვე შედგა. როგორი რეზონანსი მოჰყვა მას და რამდენად შეინიშნებოდა აქტიურობა ახალგაზრდების მხრიდან?


პირველ ვიდეოს, რომელიც „ბიბლუსის“ „ფეისბუქის“ გვერდზეა განთავსებული, საკმაოდ კარგი შედეგი აქვს. ვფიქრობ, მომავალში კიდევ უფრო მეტი გამოხმაურება ექნება და ძალიან ბევრ ახალგაზრდას გაუჩნდება სურვილი ჩაერთოს ამ პროექტში. რამდენიმე შეტყობინება მივიღეთ, სადაც ახალგაზრდები მონაწილეობის სურვილს გამოთქვამენ, რაც ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა. ეს გვაძლევს მოტივაციას, პროექტი კიდევ უფრო გავაძლიეროთ და მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ მასში.


საინტერესოა, რა ბენეფიტებს მიიღებენ პროექტის მონაწილეები „ბიბლუსისგან“?


გარდა იმისა, რომ მათ „ბიბლუსი“ ფართო აუდიტორიაზე გასვლის საშუალებას მისცემს, მათთვის განკუთვნილი იქნება წიგნები, სპეციალური ფასდაკლებები და სასაჩუქრე ბარათები, რაც ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.


იგეგმება თუ არა „ლიტორატორის“ ფარგლებში კონკურსები და საინტერესოა, რა სახის იქნება ისინი?


ვფიქრობთ კონკურსების ჩატარებასაც და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ჩვენი ბლოგერები ასევე აქტიური მკითხველები, რომლებიც ვიდეოს ნახვის შემდეგ თავიანთ აზრს დააფიქსირებენ.


კონკურსის დეტალების შესახებ ეტაპობრივად გახდება ცნობილი.


როგორ უნდა ველოდოთ პროექტის განვითარებას? რა დამატებითი აქტივობები იგეგმება მის ფარგლებში?


იგეგმება პროექტის მასშტაბების გაზრდა, რომელშიც ასეულობით ახალგაზრდა ჩაერთვება, შეიქმნება მკითხველთა კლუბი და ერთობლივი ძალებით შევძლებთ წიგნის გავრცელებას და მომავალ თაობას უფრო მეტად შევაყვარებთ წიგნებს.


როგორ შეუძლიათ მსურველებს პროექტში ჩართვა?


ნებისმიერ ადამიანს ვისაც პროექტში მონაწილეობის სურვილი აქვს, მოგვწეროს ჩვენს Facebook/Instagram გვერდზე ან მეილზე Marketing@biblusi.ge და აუცილებლად ვუპასუხებთ.

0
5
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0