x
სქესი,სქესი და ინტელექტი,თავის ტვინი და გენდერული როლები
ქალი და კაცი

ადამიანის სქესობრივი დიფერენცირება რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს.ეს ეტაპებია:გენეტიკური სქესის განსაზღვრა, სასქესო ჯირკვლების ჩამოყალიბება, შინაგანი და გარეგანი ნიშნების დიფერენცირება, თავის ტვინის დიფერენცირება.

1990 წელს მეცნიერებმა Y ქრომოსომაში აღმოაჩინეს უბანი, რომელიც აუციილებელია მამრობითი სქესის ინდივიდის ჩამოყალიბებისთვის და მას SRY უწოდეს, რაც Y ქრომოსომის სქესის განსაზღვრის უბანს ნიშნავს(sex determining Region of Y Chromosome).ამ უბანში მოთავსებული SRY გენი პასუხისმგებელია სათესლეების განვითარებაზე.მაგრან ნანრობით-სპეციფიკური გენები მხოლოდ Y ქრომოსომაში არ არის მოთავსებული.სქესის განსაზღვრაში მრავალი გენია ჩართული.მათ შორისაა ე.წ. პრო-მამრობითი, ანტი-მამრობითი და ანტი-მდედრობითი გენები, რომლებიც მოთავსებული არიან როგორც X და Y ქრომოსომაში, ასევე აუტოსომებშიც.ჯანმრთელ ორგანიზმში არსებობს ნატიფი ბალანსი პრო და ანტი-მამრობით გენებს შორის.

გენეტიკური, ანუ ქორომოსული სქესი დამოკიდებულია Y ქრომოსომის არსებობაზე ან არარსებობაზე, რომელიც თავის მხრივ განსაზღვრავს ჩანასახოვანი სასქესო ჯირკვლის დიფერენცირებას.ადამიანში ეს ჯირკვალი ბისექსუალურია-მასში ერთდროულად არსებობს ე.წ. მიულერისა და ვოლფის მილები, რომლებიც მდედრებისა და მამრების სასქესო სისტემების ჩანასახებია.SRY უბანი აქტიურდება ჩანასახის განვითარების 10-12 დღეს და უზრუნველყოფს ჩანასახოვანი სასქესო ჯირკვლის განვითარების დათრგუნნვას.გარდა ამისა, SRY გენი ურთიერთქმედებს ე.წ. Z გენთან, რომლის ფუნქცია მამრობითი გენების ინჰიბირებაა.


ორმალური 46 XY გენოტიპის შემთხვევაში SRY გენი გამოიმუშავებს ცილას, რომელიც თრგუნავს Z გენს და ამით მამრობით გენებს ააქტივებს.ნორმალური ქალის გენოტიპის შემთხვევაში-46XX, როდესაც SRY გენი არ არსებობს, აქტიურდება Z გენი, რომელიც თრგუნავს მამრობით გენებს და ქმნის პირობებს მდედრობითინდივიდის ჩამოყალიბებისთვის.

ასქესო ჯირკვლის დიფერენცირების შემდეგ დგება მესამე ეტაპი, რაც მამკაცებსა და ქალებში შინაგანი და გარეგანი ნიშნების დიფერენცირებას გულისხმობს.


თავის ტვინი

  • მამაკაცების თავის ტვინის მოცულობა 1442 სმ კუბია, ქალებისა 1332
  • ქალების ტვინი უფრო კომფაქტურია, უფრო მეტი სიმკვრივე აქვს, განსაკუთრებით მეტყველების ზონაში.
  • ქალებს უფრო დიდი ვერნიკეს და ბროკას უბანი აქვთ.მამაკაცებს მხედველობის.
  • ქალებს პოტენციურად უფრო მეტი რუხი ნივთიერება აქვთ, მამაკაცებს კი თეთრი.
  • ალებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევა უფრო ინტენსიური აქვთ და ასაკთან ერთად უფრო ნაკლებ ნეირონებს კარგავენ.


სქესი და ინტელექტი

არსებობს მოსაზრება, რომ მამაკაცები უფრო ჭკვიანები და ნიჭიერიები არიან, ვიდრე ქალები.ამის დასადასტურებლად მოაქვთ ის ფაქტი, რომ მეცნიერებს, გამომგონებლესა და სხვა ინტელექტუალურ სფეროში დაკავებულ ადამიანებს შორის უფრო მეტი მამაკაცია ვიდრე ქალი.

დამიანის გონებრივი შესაძლებლობების შესაფასებლად მთელ მსოფლიოში გამოიყენება მრავალგვარი სტანდარტული ტესტები.ყველაზე ცნობილი და გავრცელებული მათ შორის, ე.წ. ინტელექტის კოეფიციენტის განმსაზღვრელი IQ ტესტია.ტესტებით ხდება სხვადასხვა უნარის, მათ შორის, სიტყვათა მარაგის, მათემატიკური შესაზლებლობების, სივრცითი ორიენტაციის, ასოციაციური აზროვნების, მეხსიერებისა და სხვა შესაძლებლობების შემოწმება.ქალები მეტ ქულას აგროვებენ კითვაში, აღქმის სისწრაფეში და ასოციაციურ აზროვნებაში.ქალები ამოცანის გადაწყვეტისას იყენებენ როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ჰემისფეროს, მამაკაცები კი მხოლოდ მარცხენას.საერთო ჯამში, სხვაობბა ინტელექტუალურ შესაძლებლობებში ან არ არსებობს, ან სტატიისტიკურად ძალზე უმნიშნელოა.

ინტელექტის განვითარებზა მოქმედებს გენები, მემკვიდრეობითობა, სოციალური და კულტურული გარემო, აღზრდა და განათლება.ქალების ინტელექტუალურ საქმიანობაზე ძალიან ახდენს გავლენას სოციალური ფაქტორები.მაგალითად, მათ თავისი ბიოლოგიური და ოჯახური გარემოებების გამო, ხშირად არ შეუძლიათ მთლიანად მიუძღვნან თავი ინტელექტუალურ საქმიანობას.



გენდერული როლები

ქესებს შორის ბიოლოგიური განსხვავებების გარდა, არსებობს განსხვავება მათ სოციალურ როლებში.საზპგადოებაში მამაკაცად ან ქალად ყოფნა ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ გაგაჩნდეს მამრისთვის ან მდედრისთვის დამახასიათებელი ანატომიური თავისებურებები, არამედ, ამავდროულად შეასრულო ესა თუ ის ე, წ, გენდერული როლი.გენდერული როლი არის იმ ქცევების ერთობლიობა, რომელსაც საზოგადოება აკისრებს მამაკაცსა და ქალს და ელის მათგან მათ შესრულებას, ანუ გენდერი სოციალური სქესია.

ამასთან, რაც ერთ საზოგადოებაში ტიპურ მამაკაცურ საქმიანობად, საქციელად, ხასიათის ნიშნად ითვლება, მეორეში ქალურად აღიქმება.არსებობს ქვეყნები მაგალითად, საბერძნეთი, იაპონია, მექსიკა, სადაც გენდერული როლები მკვეთრადაა ერთმანეთისგან გამიჯნული.ეს კულტურა მამმაკაცებისგან მოითხოვს აქტიურობას, აგრესიულობას, დომინირებას, ქალებისგან კი მგრძნობიარობას, ემოციურობას, პასიურობას საზოგადოებრიივ საქმიანობაში.სხვა კულტურებში კი(დანია, ფინეთი, ნორვეგია, შვედეთი)როლებს შორის ასეთი მკვეთრი სხვაობა არ შეიმჩნევა.

ენდერული როლების მკვეთრი გამიჯნვა მე-20 საუკუნის კლასიკური კაპიტალიზმის ერთ-ერთ დამახასიათებელი ნიშანი იყო.ამ ეპოქაში მამაკაცს ოჯახის მარჩენალის როლი მიეწერებოდა და დასაქმებული იყოინდუსტრიულ სფეროში, ქალი კი მხოლოდ ოჯახში საქმიაობდა და მეორეხარისხოვან, მოსამსახურე როლს ასრულებდა. 21-ე საუკუნეში გენდერული როლების იერარქია თანდათან იცვლება როლების გათანაბრებით.სულ უფრო მეტი ქალი საქმიანობს პოლიტიკაში, განათლებაში, კულტურაში ისე, რომ არ წყვეტს საქმიანობას ოჯახში.

ხვადასხვა კულტურასა და ეპოქაში განსხვავებული გენდერული როლების არსებობა იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ ადამიანის ფსიქოლოგიურ თვისებებს, მათ ქცევებს, საქმიანობის სფეროებს.პროფესიებს არა მათი ბიოლოგიური თვისებები განსაზღვრავს, არამედ საზოგადოების სოციალურ-კულტურული ნორმები.

არსებობს გარკვეული სტერეოტიპები, რომ ქალები მამაკეცბთან შედარებით უფრო ემოციურები არიან, ბევრად უკეთ ესმით სხვა ადამიანების ემოციური მდგომარეობა და თანაუგრძნობენ მათ, ანუ ემპათიურები არიან.მეცნიერები ამას არ ადასტურებენ.ერთ-ერთ ექსპერიმენტში ისინი აკვირდებოდნენ ემოციების არა მხოლოდ გარეგნულ, მიმიკურ გამოხატულებას, არამედ სტრესულ სიტუაციებშ ზომავდნენ მამაკაცებისა და ქალების სხვადასხვა ფიზიოლოგიურ პარამეტრებს ზუსტი ხელსაწყოებით.გამოირკვა, რომ მამაკაცებისა და ქალების ემოციებს შორის დიდი განსხვავება არ იყო.უბრალოდ მამაკაცებს არ სურდათ, რომ ადამიანებს მათი ემპათიურობა შეემჩნიათ, რადგან ეს არ შეესაბამებოდა მათ გენდერულ როლს.ისინი მიიჩნევდნენ, რომ სხვა ადამიანებზე ზრუნვა და ალერსი მხოლოდ ქალების როლია.დადგინდა, რომ ემპათიურობის ჩამოყალიბებას აღზრდა უწყობს ხელს.

მკვლევარები 40 წლის მანძილზე აკვირდებოდნენ მშობლების როლს ბიჭებისა დაოგონების განვითარებაში.ისინი სხვადასხვაგვარად ექცეოდნენ შვილებს-ბიჭებისაგან მოითხოვდნენ დამოუკიდებლობას, აქტიურობას, ემოციების დათრგუნვას, გოგონებს კი უნერგავდნენ სხვა ადამიანებიზე ზრუნვასა და ალერსს.ამ კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა ისიცაა, რომ გენდერული განსხვავებები ასაკთან ერთად იზრდება.მაგალითად, 10 წლამდე ბიჭები და გოგონები ერთნაირი სიხშირით ტირიან.ასაკთან ერთად ბიჭები სწავლობენ ემოციური სიმტკიცის გამომუშავებას.გოგონებიც თანდათან იძენენ ნამდვილილედისთვისებებს-ხდებიან თბილები, ალერსიანები და ცდილობენ არასოდეს განრისხდნენ.

თავისუფალ საზოგადოებაში არ არსებობს ერთი როლი ქალისა და მამაკაცისათვის., ათ ერთდროულად მრავალი ფუქნციის შესრულება უწევთ.მაგალითად, ქალი ერთდროულად არის დედა, შვილი, მეუღლე, დეიდა, მამიდა, სტუდენტი, თანამშრომელი, მეგობარი, მეზობელი და ა.შ. ასევეა მამაკაცების შემთხვევაში.ზოგჯერ ამ როლების ერთდროული შესრულება შეუძლებელი ხდება და როლებს შორის კონფლიქტი წარმოიქმნება.მაგალითად, არსებობს ყველასათვის კარგად ცნობილი კონფლიქტი საქმიანი ქალისა და დედის როლს შორის.

თავისთავად, ცუდი განსხვავებულ გენდერულ როლებში არაფერია, თუ ადამიანი ბედნიერად გრძნობს თავს ამ როლის შესრულებისას.სოციალური თანასწორობის პირობებში ეს მხოლოდ ალამაზებს და მრავალფეროვანს ხდის.

0
123
შეფასება არ არის
ავტორი:თემურ თუთარაშვილი
თემურ თუთარაშვილი
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0