x
მეტი
  • 01.06.2020
  • სტატია:100959
  • ვიდეო:346186
  • სურათი:464455
თევზი, რომელიც კოკაინზე ძვირია: რას იჭერენ მექსიკელი ნარკოკარტელები?
image



2019 წლის 17 ივლისს ამერიკულმა სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, ხოაკინ გუსმან ლოსერა, მეტსახელად "ელ ჩაპოს", ძალიან ოდიოზურ და კაშკაშა პიროვნებას, რომლის წინაშეც თვით პაბლო ესკობარიც კი არ გამოიყურება მკაცრად.



ფლორენსეს ციხის ცივ და ნესტიან ციხეში წასვლამდე, "ელ ჩაპო" მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი კრიმინალურ ბანდას - სინაოლას კარტელს მეთაურობდა, რომელიც პასუხისმგებელი იყო მექსიკის სისხლიან გარჩევებსა და ნარკოომებზე, გვამების გორაზე და ყოველდღიურად ტონობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკის ამერიკულ ბაზარზე გატანაზე.



ელ ჩაპო გახდა, არა მხოლოდ, მსოფლიოში ყველაზე ძებნილი კრიმინალი, არამედ, ყველაზე მდიდარიც: გავლენის მწვერვალზე, გუსმანის ქონებამ 1 მილიარდ დოლარს მიაღწია




image



რა კავშირი აქვს მას თევზის ბიზნესთან?



იმისდა მიუხედავად, რომ ნარკომაფიამ მას მოუტანა მთავარი შემოსავალი, მან არ გამოტოვა შესაძლებლობები მიეღო დამატებითი შემოსავლი. კარტელი უზრუნველყოფდა არალეგალურ მიგრაციას შეერთებულ შტატებში, ეწეოდა გამოძალვას, იარაღით ვაჭრობას და მთლიანად აკონტროლებდა ერთი ცალკეული სახეობის თევზის - პლანეტის ყველაზე ძვირადღირებული სახეობის, ტოტაობის უკანონო ჭერას.



ტოტოაბი იშვიათი და წითელ წიგნში შეტანილი თევზის სახეობაა და მისი დაჭერა საერთოდ აკრძალულია. ეს თევზი კალიფორნიის ყურეში წყლის მცირე ნაწილში ბინადრობს. მტაცებელის ჯიშია, 2 მეტრის სიგრძის. დღეს ამ თევზის საცურაო ბუშტი ჩინურ სამზარეულოსში ძვირადღირებული დელიკატესია, ტრადიციულ მედიცინაში სხვადასხვა წამლების კომპონენტი, ასევე, ღირსეული საჩუქარი ბიზნეს პარტნიორისთვის და ინვესტიციისთვის.




image



ტოტოაბის გამხმარი ბუშტის ფასი რეკორდულია. მისი ფასი თანდისთან მხოლოდ გაიზრდება, რადგან, ტოტოაბის რაოდენობა მცირდება. დღეს, მისი გამშრალი საცურაო ბუშტის კილოგრამის ფასი შავ ბაზარზე 20 000 აშშ დოლარიდან 80 000 დოლარამდე ღირს. მასზე მოთხოვნა ყოველთვის არის, ამიტომ კალიფორნიის ყურის სანაპიროების გასწვრივ სოფლები ერთერთი ყველაზე საშიში ადგილია მექსიკის მთელ რეგიონში, რადგან, იქ თევზაობას მოაქვს დიდი შემოსავალი, ეს კი იზიდავს იმ ადგილებში ბანდიტების მაქსიმალურ რაოდენობას.



სიკვდილიანობის მაქსიმალური მაჩვენებლები ამ სანაპიროზე ტყვიის დოზის გადაჭარბების გამო ხშირია. მრავალი თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, აშშ-ს საზღვრის სიახლოვის და ნარკობიზნესის გამო, მაგრამ ტოტოაბის გამხმარი ბუშტის როლიც დიდია სიკვდილიანობაში.



ზოგადად, ეს თევზი მალე გადაშენდება: არც გარემოსდამცველებს და არც მექსიკის ხელისუფლებას არ აქვთ რაიმე ილუზია ამის შესახებ. მიუხედავად "ელ ჩაპოს" დაპატიმრებისა, საბოლოოდ, მათ მაინც ვერ შეძლეს ნარკოკარტელის დამარცხება.

0
1056
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
1056
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0