x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
დაემშვიდობე მოწევას ახალი მეთოდით!

მოწევა კლავს

მოწევა, ეს არის მავნე ჩვევა, რომელიც მილიონობით ადამიანს აქვს.

ერთი შეხედვით მოწევა სასიამოვნოდ მოგეჩვენებატ მითუმეტეს მაშინ როდესაც დეპრესია გაქვთ ან უბრალოდ ცუდ ხასიათზე ხართ, მაგრამ არავისთვის არაა უცხო ის ფაქტი, რომ მოწევას ადამიანისთვის არაფერი კარგი არ მოაქვს, პირიქით მას მხოლოდ მიაქვს ერთდროულად ჩვენი ფული და ჩვენი ჯანმრთელობა. გთავაზობთ მოწევისთვის თავის დანებების ერთ-ერთ გზას რომელიც პირადად მე და არაერთ ჩემს მეგობარსაც დაეხმარა და დიდია შანსი, რომ დაგეხმარებათ თქვენც.





ეს მეთოდი ძალიან მარტივია და ის შემდგომში მდგომარეობს: გადადება და ზიზღი.



პირველი გულისხმობს, რომ ყოველთვის როდესაც სიგარეტის მოწევა მოგინდებათ, საკუთარ გონებაში გაიფიქროთ, რომ მოწევთ კიდეც ოღონდ მხოლოდ 1 საათის შემდეგ. აღნიშნული დროის შემდეგ კი იგივეს ვაკეთებთ ამჯერად იმდენი ხნით გადავდებთ რამდენხანსაც შევძლებთ. დროის გასვლის შემდეგ კი იგივეს ვაკეთებთ, დროთა განმავლობაში ეს ჩვევად იქცევა და სიგარეტის გახსენებისას თქვენ ავტომატურად გააკეთებთ იგივეს თუმცა ასე მარტივადაც არ არის საქმე. თავიდან გაგიჭირდებათ ამის გაკეთება და დახმარება დაგჭირდებათ, დამხმარედ კი ისევ თამბაქო გვევლინება. როგორ? საჭიროა შეიძინოთ ყველაზე ცუდი, საშინელი გემოს მქონე სიგარეტი რაც კი არსებობს (მაგალიტად ლიდერი ან პირველი) და ყოველთვის როცა შეუძლებელი გახდება მოითმინოთ და თავი შეიკავოთ მოწევისგან აიღებთ არნიშნულ სიგარეტს და 1 ან 2 ნაფაზს მოქაჩავთ. მისი მახრჩობელა და ცუდი გემოდან გამომდინარე კი თანდათანობით სიგარეტის მიმართ სიყვარულის ნაცვლად ზიზღის გრძნობა გაგიჩნდებათ. სიამოვნება რომელსაც მოწევა განიჭებდათ დაგავიწყდებათ და მის ადგილის სიგარეტის მიმართ ზიზღის გრძნობა დაიკავებს და ინსტრუქციის ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში უახლოეს მომავალში მოწევას თავს დაანებებთ. ჩემთვის ეს დრო 2 კვირა და 4 დღე იყო.

გისურვებთ ჯანმრთელობას.





1
422
1-ს მოსწონს
ავტორი:ჯეფ ვოლკერი
ჯეფ ვოლკერი
422
  
2020, 18 მაისი, 1:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1