x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
მაჩაიძე: " ცუდ სტარტზე ბევრმა ფაქტორმა მოახდინა გავლენა"
image

ეროვნულ ლიგაში ახალ პაუზაა, რაც გამოწვეული მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებით. სანამ ჩემპიონატი შეწყდებოდა ქართულმა კლუბებმა ორ-ორი მატჩის ჩატარება მოასწრეს. საჩხერის "ჩიხურამ" ორივე მატჩში მარცხი განიცადა. ჩემპიონატის სტარტსა და სხვა თემებზე გუნდის ახალწვეულს გოდერძი მაჩაიძეს ვესაუბრეთ:


რამდენად ახერხებ ამ ეპიდემიის ფონზე სახლის პირობებში სათამაშო ფორმის შენარჩუნებას?

ძალიან ძნელია სახლის პირობებში ფორმის შენარჩუნება, მაგრამ გუნდის ფიზ.მომზადების მწვრთნელმა ყველას ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამა მოგვცა, რომელიც შეძლებისდაგვარად გვეხმარება ფორმის შენარჩუნებაში. ეს ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ როცა ვარჯიშები განახლდება მალე აღვიდგინოთ ოპტიმალური ფორმა.



რას ამბობენ გუნდში? როდის შეიძლება განახლდეს ვარჯიშები?

როგორც გვითხრეს შეკრების სავარაუდო თარიღი მაისის ბოლოა, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია მიმდინარე მოვლენებზე თუ რამდენად სწრაფად მოახდენს სახელმწიფო ვირუსთან გამკლავებას. ღვთის წყალობით ჩვენს ქვეყანაში ეს პროცესი არც თუ ისე მწვავე ფორმით მიმდინარეობს. აქვე მინდა შევთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ყველა მედიცინის მუშაკს გაწეული შრომისთვის.


"ჩიხურამ" სეზონი მძიმედ დაიწყო და ამას თავისი მიზეზები აქვს. მაგრამ, რა არის "ჩიხურას" მიზანი ამ სეზონში?

ცუდ სტარტზე გავლენა იქონია გვიან შეკრებამ და შეუთამაშებლობამ, პლუს საშინაო სტადიონი არ არის მზად რათა საჩხერეში დავუხვდეთ მეტოქეებს. მაგრამ ვფიქრობ თამაშიდან თამაშამდე ეს პრობლემა გამოსწრდება, რადგან ყველა თავდაუზოგავად შრომობს და მალე ეს შედეგს გამოიღებს.

მოგეხსენებათ "ჩიხურა" ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძვის, რაც გუნდმა არაერთხელ დაამტკიცა ევროსარბიელზე ღირსეული გამოსვლით. ჩემი აზრით, ამ სეზონშიც შეგვწევს ძალა ვიბრძოლოთ ხუთეულში მოსახვედრად. ერთი რაც დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, არის ის რომ ჩვენ ყველა თამაშში ბოლომდე დავიხარჯებთ და ჩვენთან ვერავინ დაგეგმავს წინასწარ 3 ქულას.


გუნდი დატოვა სოსო ფრუიძემ, რომელიც 10 წელზე მეტია საჩხერეში მუშაობდა. "ჩიხურა" ფრუიძის ასისტენტმა ჩაიბარა. რას იტყვით ვახტანგ თურმანიძის შესახებ? როგორია მისი სათამაშო ფილოსოფია?

სოსო ფრუიძემ ძალიან დიდი შრომა გასწია საჩხერის "ჩიხურასათვის" და სწორედ მისი ხელმძღვანელობით კლუბი ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა. რაც შეეხება ვახტანგ თურმანიძეს - ის ახალგაზრდა და რაც მთავარია ძალიან მონდომებული და მომთხოვნი სპეციალისტია, ის თავისი საქმის პროფესიონალია. მან გუნდში ძალიან ახლო და მეგობრული გარემო დაამყარა რაც წარმატების საძირკველია. მისი სათამაშო ფილოსოფია არის შეტევა და ბურთზე კონტროლის დაწესება.


შენ არაერთ ქართლ გუნდში გითამაშია, გაქვს ასევე საზღვარგარეთ თამაშის გამოცდილებაც. მაინც რომელ პერიოდს გამოარჩევდით შენს კარიერაში და რატომ?

თითეულ გუნდს სადაც კი მითამაშია ყველას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის, ამიტომ არ მინდა რომელიმე კონკრეტული პერიოდი გამოვყო. თუმცა ბულგარეთში ყოფნის პერიოდს ძალზედ სასიამოვნოდ გავიხსენებდი. იქ საკმაოდ მაღალი დონის ჩემპიონატია და კლუბების კვალიფიციური ფეხბურთელებით არიან დაკომპლექტებულნი.


რას ფიქრობ მიმდინარე ეროვნულ ლიგაზე და ვინ მიგაჩნია ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად?

წლიდან წლამდე იგრძნობა პროგრესი ეროვნულ ლიგაში როგორც ხარისხის მხრივ ისე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისითაც. რაც შეეხება ფავორიტებს: ჩემი აზრით ძალიან დაძაბული ჩემპიონატი გველის წინ, მაგრამ გამოვარჩევდი ბათუმის "დინამოს", ეს გუნდი ძალიან შემტევ და გამართულ ფეხბურთს თამაშობს, თან ამას ემატება ახალი სტადიონის ფაქტორი რაც ორმაგი მოტივაციაა. მინდა წარმატება ვუსურვო ყველა გუნდს და თითეულ ფეხბურთლს.

3
150
შეფასება არ არის
ავტორი:გურამ მელქაძე
გურამ მელქაძე
150
  
2020, 20 ივნისი, 2:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 10 მაისი, 19:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 9 მაისი, 20:16
ქართულ გუნდებს როდესმე აქვთ კარგი სტარტი???? ისე ვინ იცის ორ სიტყვიანი ანიგდოტი???? "ქართველი ფეხბურთელი"
0 1 3