x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ამერიკაში ერთბაშად 14 ვაქცინაზე მუშაობენ

image

აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პროექტის ფარგლებში "ოპერაცია ზებგერითი სიჩქარე" გამოცდის 14 კორონავირუსის ვაქცინას, იუწყება NBC News.


ეს 14 ნიმუში 80 ფარმაცევტული კომპანიის მიერ მოწოდებულ 93 ვაქცინადან შეარჩიეს.

აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური პირების განცხადებით, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, შემოწმდება დანარჩენი ვაქცინები, რა დროსაც შეირჩევა 6 ან 8 საბოლოო ნიმუში. ამის შემდეგ უნდა დარჩეს სამი ან ოთხი ვაქცინა, რომელიც ეფექტური იქნება COVID-19–თან ბრძოლისთვის. ვაქცინის საბოლოოდ გამოყენება დაგეგმილია 2021 წლის იანვარში.


ამასთან, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ არ არსებობს იმის გარანტიაც, რომ ამ 14 ვაქცინადან რომელიმე წარმატებული იქნება.

მათივე თქმით, კიდევ ერთი პრობლემა არსებობს. ეფექტური ვაქცინის აღმოჩენის შემდეგ აუცილებელია მისი სწრაფად დამზადება- ტირაჟირება 300 მილიონზე მეტი ამერიკელი მოქალაქისთვის.

პროექტი "ოპერაცია ზებგერითი სიჩქარე"-ს მიზანია კერძო ფარმაცევტული კომპანიების, სამთავრობო დაწებულებების და სამხედროების გაერთიანება, რათა ერთობლივი ძალებით შემცირდეს კორონავირუსის ვაქცინის დამზადების ვადა 8 თვემდე.

0
54
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0