x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რაზე მეტყველებს თქვენი შარდის ფერი? გზა ცისტიტიდან - კიბომდე!
შარდი ბიოლოგიური სითხეა, რომელიც ნივთიერებათა ცვლის დროს თირკმელებში სისხლის ფილტრაციის შედეგად წარმოიქმნება. შარდი შედგება ორგანული ნაერთებისა და მარილებისგან, თუმცა მისი 95% წყალია, ხოლო 5% კი მყარი ნაშთი.



image


თირკმელების დაავადებისას, გაციებისას ან ხანმოკლე დატვირთვის და ტრავმის დროს შეიძლება შარდში გაჩნდეს ცილაც, რომელიც მასში საერთოდ არ არის. ამ ბიოლოგიური სითხის შემადგენლობა მნიშვნელოვნად ვარირებს ჯანმრთელ ადამიანებში, ამიტომ აუცილებელია მისი ანალიზი, რათა მოხდეს გარკვეული მიზეზის ან პათოლოგიის აღმოფხვრა.


მაშასადამე, შარდის ანალიზი საშუალებას გვაძლევს ვიპოვოთ ძალზედ ღირებული ინფორმაცია ადამიანის სხეულის მდგომარეობის შესახებ და დროულ ეტაპზე მოხდეს სხვადასხვა პათოლოგიის დადგენა.



image



დიდი ბრიტანეთის ექიმმა თერაპევტმა კრის სტეილმა დილის სატელევიზიო გადაცემით This Morning პირდაპირ ეთერში გააკეთა განცხადება: " სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ მიიღოთ ძალიან ბევრი ინფორმაცია თქვენი სხეულის ჯანმრთელობის შესახებ და ეს მხოლოდ შარდზე დაკვირვებით".


ექიმმა სტეილმა პირდაპირ ეთერში მოიტანა რამდენიმე სინჯარა, სადაც მოთავსებული იყო სხვადასხვა ფერის შარდი და საჯაროდ განმარტა მათი ფერის ცვალებადობის მიზეზი გარკვეული პათოლოგიების მიხედვით, რათა ასე უფრო ცხადი ყოფილიყო მოსახლეობისთვის და ასევე ამის ცოდნის აუცილებლობაც.


კრის სტეილმა განმარტა- უნდა გვახსოვდეს რა მივიღეთ საკვებად, რადგან გარკვეული სახის საკვები, სასმელი და მედიკამენტები შარდის ფერზე არსებითად მოქმედებს, თუმცა ეს არ ცვლის შარდის ანალიზს, მხოლოდ ფერს! -თქვა მან. მაგალითად: წითელი კენკრა და ჭარხალი, შარდს აძლევს მოწითალო შეფერილობას; რეტინოლის შემცველი მულტივიტამინები შარდს ხდის მუქ ყვითელს ან ნარინჯისფერს; გარკვეული სასმელი კი შარდს ამუქებს.


image



- სუფთა, გამჭვირვალე შარდი მიუთითებს, რომ ადამიანს წყლის ბალანსი ნორმალურად აქვს და ჯანმრთელია.


- გაჯერებული ყვითელი ფერი, რომელიც უფრო მეტად დილით აღინიშნება, მიუთითებს ტოქსინების მომატებას. მთელი ღამის განმავლობაში, თირკმელები მუშაობენ ყველა სახის ნივთიერების გამოდევნაზე, თუმცა თუ მსგავსი ფერი დღის მანძილზეც გაგრძელდა, ორგანიზმი გვაძლევს გაუწყლოვანებაზე სიგნალს.


- უმეტესად მუქი ყვითელი შარდი ნიშანია ღვიძლის დაავადებების, რაზეც ასევე კანის და თვალების სიყვითლეც მეტყველებს.


- ღია წითელი შარდი განგაშის ზარია, რადგან ამ დროს შარდსაწვეთ მილში, თირკმელში ან შარდის ბუშტში ანთებითი პროცესია. (გამონაკლისია წითელი საკვების მიღება, რაზეც ზევით უკვე აღვნიშნეთ) ამიტომ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!


- მუქი წითელი შარდი მიუთითებს თირკმლის შეშუპებას ან ქვებს (კენჭებს) თირკმელში, ადამიანი კი განიცდის დეჰიდრატაციას (დეჰიდრატაცია ხდება მაშინ, როდესაც სხეული კარგავს იმაზე მეტ სითხეს ვიდრე იღებს). ამ დროსაც დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!



image



ექიმი კრის სტეილი მოგვიწოდებს, რომ უნიტაზში მოშარდვამდე ვიქონიოთ კონტეინერი და შარდის გარკვეული ნაწილი იქ მოვაგროვოთ და დავაკვირდეთ, რათა ამით დროულად აღმოვფხვრათ ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე ცვალებადი პროცესები ან პათოლოგიები.



p.s. ჯანმრთელობას გისურვებთ!




იხილეთ აგრეთვე:



რისი თქმა შეუძლია თქვენს ფეკალიებს? image






აი რატომ გაწუხებთ თავის, წელისა და სხვათა ქრონიკული ტკივილებიimage






სერიოზული დაავადებები, რომელთა შესახებაც სიგნალს კანი გვაძლევს. შეამოწმეთ!image






10 ნიშანი იმისა, რომ კიბოს საშიშროება გემუქრებათimage






სასწრაფოდ შეამოწმეთ თქვენი თავიimage






როგორ გავარკვიოთ რა გვტკივა?image

2
1433
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1433
  
2020, 21 აპრილი, 0:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 17 აპრილი, 2:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2