x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
10 ნიშანი იმისა, რომ კიბოს საშიშროება გემუქრებათ
როგორც წესი კიბო (სიმსივნე) ადრეულ ეტაპზე სიმპტომებს არ ავლენს. სინამდვილეში, ყველა სახის, სიცოცხლისთვის საშიში დაავადება გვხვდება მხოლოდ განვითარების მოგვიანებით ეტაპზე, რაც ართულებს მკურნალობის ეფექტს და ზოგჯერ ფაქტობრივად შეუძლებელიც კია, რადგან კიბო სწორედ იმ ერთ–ერთ დაავადებათაგანია, რომელთა განკურნების გზები თუ წამალი დღემდე არ არსებობს მიუხედავად სწავლული ექიმების მრავალსაუკუნოვანი შრომისა და მცდელობისა.


image


საერთოდაც, რა არის სიმსივნე? (მათთვის, ვინც არ იცის)


სიმსივნე, ისევე როგორც ნორმალური ქსოვილი უჯრედებისაგან შედგება, მაგრამ ნორმალური უჯრედებისაგან განსხვავებით სიმსივნურ უჯრედებს დაქვეითებული ან სრულიად დაკარგული აქვთ მომწიფების, დიფერენციაციის უნარი და ახასიათებთ განუსაზღვრელი გამრავლება, რის შედეგადაც წარმოქმნილი სიმსივნური ქსოვილი აზიანებს და არღვევს ირგვლივმდებარე ნორმალურ ქსოვილებსა და ორგანოებს; სიმსივნეებს შეისწავლის მეცნიერება ონკოლოგია. იმისდა მიხედვით თუ რომელი ქსოვილისაგან ვითარდება სიმსივნე, განარჩევენ მწიფე ანუ კეთილთვისებიან სიმსივნეს, რომელიც შენებით წააგავს დედურ ქსოვილს (ჰომეოპლაზია) და უმწიფარ ანუ ავთვისებიან სიმსივნეს რისი შენება მკვეთრად განსხვავდება დედური ქსოვილისაგან (ანაპლაზია).



კეთილთვისებიან და ავთვისებიან სიმსივნეებს შორის არსებული განსხვავება ისაა, რომ ავთვისებიანი სიმსივნისთვის დამახასიათებელია სწრაფი ზრდა, სიმსივნური უჯრედების შეჭრა ირგვლივმყოფ საღ ქსოვილებში (ინფილტრაციული ზრდა), სიმსივნური უჯრედების სისხლისა და ლიმფის გზით გადატანა დაშორებულ ორგანოებში და იქ მეორეული სიმსივნური კვანძების — მეტასტაზების გაჩენა, სიმსივნის ამოკვეთისას იმავე ადგილას განმეორებითი სიმსივნის განვითარება (რეციდივი).
სიმსივნის აღმოცენებამდე დიდი ხნით ადრე ქსოვილებში ხდება უჯრედთა ჯერ დიფუზური, ხოლო შემდეგ კეროვანი გამრავლება. ეს ცვლილებები ცნობილია როგორც სიმსივნისწინარე ანუ კიბოსწინარე მდგომარეობა. უკვე განვითარებული სიმსივნე დროთა განმავლობაში იძენს ახალ თვისებებს (სიმსივნის პროგრესია), რაც საფუძვლად უდევს სიმსივნური პროცესის დაყოფას სტადიებად.



სწორედ დღევანდელ სტატიაში მინდა გამცნოდ 10 ნიშანი იმისა, რომ კიბოს საშიშროება არსებობს, ეს ყველაფერი კი დაგეხმარებათ თავი აარიდოთ მისგან გამოწვეულ ფატალურ შედეგს, რადგან პირველ და მე–2 სტადიას შველიან.




1. კვანძები კანქვეშ. კიბოს განვითარებისთვის ყველაზე ხელსაყრელი მიდამოებია ყელი, მკერდი, კუჭი, იღლია, საკვერცხე და სხვა რბილი ქსოვილები. ამ მიდამოებზე ხელით შეხების დროს თუ საეჭვო კვანძისმაგვარს ან სიმაგრეს შენიშნავთ, აუცილებლად უნდა მიმართოდ ექიმს. სანამ ის სიმსივნედ ფორმირდება, აბსოლიტური განკურნება შეგიძლიათ.

image



2. ნაწლავების მუშაობის ცვლილება. ნებისმიერი ცვლილება– სისხლის ფერი; ნაწლავების ტკივილი; განავალის მუქი ან ღია ფერი და ასევე დიარეა ან ყაბზობა "წითელ განგაშს" ნიშნავს, ამიტომ აუცილებლად მიმართედ ექიმს, რადგან მსგავსი ცვლილებები ხშირად მიზეზი ხდება კოლორექტალური კიბოსი.



3. ყლაპვის პრობლემა ან მადის დაკარგვა. ჭამასთან დაკავშირებული ნებისმიერი დისკომფორტის დროს აუცილებლად მიმართედ ექიმს, რადგან დარღვეული პროცესები ხელს უშლის თქვენს სხეულს ნუტრიენტების შეწოვაში.



4. თეთრი ბუშტუკური ლაქები პირის ღრუში. თუ კი შეატყობთ ენაზე, ყელში და საერთოდ პირის ღრუში თეთრ ლაქებს ან ბუშტუკებს, სასწრაფოდ მიმართედ ექიმს, რადგან ის ერთ–ერთი სიმპტომია ყელის კიბოს განვითარების საკიხში.



5. სისხლდენა. ნებისმიერი სისხლდენა (გარდა მენსტრუაციის) არის შეშფოთების მიზეზი. განსაკუთრებით საყურადღებოა საშვილოსნოდან ან მკერდის კერტიდან სისხლდენა.



6. ხველა. თუ თქვენ არ გაქვთ სურდო, გრიპი და სხვა დაავადება, რასაც ხველა ახასიათებს, თუმცა გახველებთ, შეიძლება კიბოს საშიშროება იყოს, რომელიც ვითარდება ფილტვებში, საყლაპავ მილში, ყელში ან კუჭში.



7. ჭრილობები, რომლებიც ვერ, ან ძნელად ხორცდება. თუ შეატყობთ თქვენს თავს მსგავს შემთხვევას, აუცილებლად მიმართედ ექიმს, რადგან კიბოს საშიშროების დროს დაქვეითებულია იმუნური სისტემა და ჭრილობების შეხორცების პროცესი შენელებულია.



8. ხმის ცვლილება. ყელის ხორხის კიბო ხშირად ხდება მიზეზი ხმის ტემბრის ცვლილებისა.



9. შარდვის ცვლილება. შარდვის პროცესის გაძნელება, ფერისა თუ სუნის ცვლილება აუცილებლად უნდა განიხილოდ ექიმთან.



10. კანის ქავილი. როდესაც ორგანიზმი იწყებს კიბოს წინააღმდეგ შებრძოლებას, რეაგირებს სისხლის თეთრი უჯრედების საშუალებით, ამიტომ იმ ადგილებში, სადაც კიბო ვითარდება, სისხლის მიმოქცევა იზრდება, კანი კი თბება, მკვრივდება, წითლდება და ქავილს იწვევს.




P.S. თუ რომელიმე სიმპტომი გახასიათებთ, ნუ მიეცემით პანიკას, უბრალოდ დროულად მიმართედ ექიმს. ჯანმრთელობას გისურვებთ.



იხილეთ აგრეთვე:


სასწაული მედიცინაში- კიბოს სამკურნალო მცენარე აღმოაჩინეს


როგორ გარდაქმნის ცივი წყალი თქვენს საკვებს საწამლავად

2
17946
20-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
17946
  
2016, 7 დეკემბერი, 11:05
მადლობა ალექს.
2016, 7 დეკემბერი, 10:41
ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, გავაზიარე
0 1 2