x
მეტი
  • 20.09.2020
  • სტატია:103423
  • ვიდეო:347731
  • სურათი:467683
თქვენ გამარჯვებული დაიბადეთ
თავში არ მოგსვლიათ, რომ ჯერ კიდევ დაბადებიდანვე გამარჯვებული აღმოჩნდით? გენეტიკოსმა ეიმრამ შეინფელდმა ერთხელ თქვა.

–შეჩერდით და დაფიქრდით. კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე ჯერ არ დაბადებულა ისეთი ადამიანი, როგორიც თქვენ ხართ და მთელ ამ უსასრულო სამყაროში ასეთი რამ უკვე არასოდეს იქნება.

თქვენ ხართ სრულიად განსაკუთრებული. რამდენი სხვადასხვა მოვლენა მოხდა, თქვენ რომ ამ ქვეყანას მოვლინებოდით! მხოლოდ იფიქრეთ, ათობით მილიონი სპერმატოზოიდი მონაწილეობდა სიცოცხლისათვის შეჯიბრში, გაიმარჯვა კი ერთმა –თქვენმა! ეს იყო ბრძოლა ერთადერთი ადგილისთვის პაწაწინა კვერცხუჯრედში. მიზანი, რომლისკენაც ისწრაფვიან სპერმატოზოიდები, უაღრესად მცირეა. ის რომ დაინახოთ, საჭიროა რამდენიმე ათასჯერ გადიდება. ასეთ მიკროსკოპულ დონეზე მოხდა თქვენთვის ყველაზე გადამწყვეტი ბრძოლა. ამ მილიონობით სპერმატოზოიდის ყოველ თავში ჩადებულია მნიშვნელოვანი ტვირთი 24 ქრომოსომისაგან და ზუსტად ასეთივე 24 ქრომოსომა ჩადებულია კვერცხუჯრედში. ყოველი ქრომოსომა შედგება მჭიდროდ შეკრული ჟელეს მსგავსი მძივის მარცვლისგან. ყოველი მძივის მარცვალი შეიცავს ასოებით გენს, რომლებიც მეცნიერთა აზრით, გადასცემენ მემკვიდრეობით ნიშნებს.

სპერმატოზოიდის ქრომოსომები თან ატარებენ მთელ მემკვიდრეობით მასალას და განვითარების ტენდეციებს, რომლებიც გამომუშავებულია მამათქვენისა და მისი წინაპრების მიერ, დედის კვერცხუჯრედი კი –დედისა და მისი წინაპრების თვისებებს. მამათქვენი და დედათქვენი თავითავად არიან არსებობისათვის ბრძოლის კულმინაცია, რომელიც წარმოებდა ორი მილიარდი წლის მანძილზე. შედეგად მხოლოდ ერთი ყველაზე მეტად სწრაფი და ჯანსაღი სპერმატოზოიდი შეერწყა მის მოლოდინე კვერცხუჯრედს, ცოცხალი ორგანიზმის ჩანასახი რომ ჩამოეყალიბებინა.


თქვენ გახდით გამარჯვებული ბრძოლაში, რომლის მაშტაბების წარმოდგენაც კი ძნელია. თქვენი მიზნების მისაღწევად პრაქტიკული საჭიროებებისათვის წარსულის უზარმაზარი რეზერვუარიდა მემკვიდრეობით მიიღეთ ყველა პოტენციური შესაძლებლობა და უნარი.

თქვენ ჩემპიონად დაიბადეთ. რაოდენ ბევრი დაბრკოლება და სირთულეც არ უნდა შეგხვედროდათ თქვენს ცხოვრებისეულ გზაზე, ისინი არ შეადგენენ იმის მეათედ ნაწილსაც კი, რისი გადალახვაც უკვე მოგიწიათ თქვენი ჩასახვის მომენტში.

იმისდა მიხედვით, თუ წარმატებების მიღწევის რომელი პრინციპებით ხელმძღვანელობთ, რაიმე ღირებულს ცხოვრებაში დადებითი ფსიქოლოგიური განწყობის გარეშე ვერ მიაღწევთ. ნუ დაუშვებთ აზრს, რომ ყველაფერი დაკარგულია. როცა თქვენთან მოვიდა წარმატება, შემდეგ კი უცებ კრიზისი გაჩაღდა ან გამოვლინდა სხვა უსიამოვნობები, რომელმაც დაგაქციათ და გაგანადგურათ, ჩართეთ თქვენი მოტივაცია. წარმატება მიდის იმასთან, ვინც არ იღლება თავისი დადებითი ფსიქოლოგიური განწყობის გამოყენებით. ამაშია თქვენი ხსნა!

მიიღეთ ფასდაუდებელი საჩუქარი –შრომის სიხარული. შეიცანით ცხოვრების ყველაზე დიდი ფასეულობა –ადამიანების სიყვარული და მათი მსახურება. სამყაროსგან ვიღებთ იმას რასაც გავცემთ.

წარმატება გქონოდეთ ყველა მიმართულებით... ჰაფი დეი

2
118
2-ს მოსწონს
ავტორი:თათია ჯიჯიეშვილი
თათია ჯიჯიეშვილი
118
  
გამარჯობათ ჩემო საყვარელო მეგობრებო! ის რაც დღეს ხდება მთელს მსოფლიოში აქედან გამომდინარე გუგლში დავიწყე ძებნა როგორ გამოვიმუშავო თანხა ინტერნეტით საქართველოში მყოფი ფინანსურად გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად ჰოდა მეც მივაგენი ერთერთ საიტს www.intermedia.ge აქ განთავსებული სტატიით შესაძლებელია თანხის გამომუშავება თქვენ უბრალოდ უნდა დარეგისტრირდეთ უმარტივესია, შეხვიდეთ მოიწონოთ, დააკომენტაროთ და გააზიაროთ. 5 წუთში ჩვეულებრივად ხდებით სიკეთის მკეთებელი!
ჰუმანური ფასეულობების სია გრძელია, მაგრამ დღეს მინდა ერთ მეტად მნიშვნელოვან ასპექტზე გავამახვილო ყურადღება. ესაა სხვისი დახმარების სურვილი.
სხვისი დახმარების სურვილი მოდის სოლიდარობიდან. სოლიდარობა არის ერთ-ერთი ჰუმანური ფასეულობა,რომელიც ნიშნავს სუბიექტის მიერ ობიექტის სასარგებლოდ ჩადენილი უანგარო ქმედებების აქტს.
სხვებისთვის გაწეული დახმარება შენში იწვევს კმაყოფილების, კარგად ყოფნის და ბედნიერიების შეგრძნებას. როდესაც აცნობიერებ, რომ შენზე სუსტს,მიუსაფარს თუნდაც მცირედით გაუწოდე ხელი,ეს შიგნიდან გავსებს სიკეთით.
ჩვენი ყოველდღიური საზრუნავის, პირადი პრობლემების მიღმა, როცა დგახარ ვინმეს წინაშე და მის თვალებში მადლიერებას ხედავ, ისეთი შეგრძნებაა,რომ სხვას ვერაფერს შეადარებ. შეიძლება ითქვას, სხვისი დახმარების სურვილი ეს ის შეუდარებელი იმპულსია, რომელიც ჩაგადენინებს სრულიად ალოგიკურ საქციელს შიშველი ენთუზიაზმით, ემპათიით, სოლიდარობით და უპირობო სიყვარულით. ესაა ზოგადჰუმანური პასუხისმგებლობა გააკეთო რამ, რაც გევალება როგორც გონიერ არსებას. სიყვარულით ემიგრანტი თათია ჯიჯიეშვილი
0 1 2