x
მეტი
  • 10.07.2020
  • სტატია:101369
  • ვიდეო:346639
  • სურათი:465288
ისლამურმა სახელმწიფომ კორონავირუსს "ალაჰის ჯარისკაცი" უწოდა
image

საერთაშორისო ტერორისტულმა ორგანიზაცია "ისლამურმა სახელმწიფომ"(ISIS)რომელიც აკრძალულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, გამოსცა პლაკატები, სადაც კორონავირუსს "ალაჰის ჯარისკაცი" უწოდეს და რითაც ემუქრება დასავლეთის ქვეყნებს, იუწყება ბრიტანული გამოცემა The Sun-ი.


ეს განცხადება ხელმისაწვდომია ტერორისტული ორგანიზაციის პროპაგანდისტული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული პლაკატის ორივე ვერსიაზე.


"წმინდა ომის" მონაწილეების მიმართ მოწოდებაში აღნიშნულია, რომ მტერს იმ დროს უნდა დაესხნენ თავს, როდესაც ამას ყველაზე ნაკლებად ელის. პლაკატებზე ფონად არის გამოყენებული ბრიტანეთის დედაქალაქი- ლონდონი და ამერიკის ჩიკაგო.


image


ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტერორისტებმა პანდემიის თემას მიმართეს: 24 მარტს, მათ გამოაცხადეს, რომ ეს არის მსოფლიოს დასჯა კერპთაყვანისმცემლობისთვის და ყოვლისშემძლე ალაჰს მოუწოდეს, რომ "გააძლიეროს ურწმუნოთა ტანჯვა" კორონავირუსით გამოწვეული დაავადებისაგან.


15 მარტს "ისლამურმა სახელმწიფომ" თავის ბოევიკებს მოუწოდა, რომ მოერიდონ ინფიცირებულ ადამიანებს, ჭამის წინ დაიბანონ ხელები და ინფიცირებულ ადგილებში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

1
494
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
494
  
14 აპრილი, 1:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1