მსოფლიო ფილიპინების პრეზიდენტმა პოლიციელებს კარანტინის დამრღვევთა დახვრეტის უფლება მისცა 2020, 2 აპრილი, 14:06 ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ პოლიციელებს კარანტინის დამრღვევებიы დახვრეტის უფლება მისცა. იუწყება Reuters-ი. "ჩემი ბრძანება პოლიციისა და ჯარის მიმართ ასეთია: თუ რაიმე პრობლემა არსებობს და თუ მოხდება ისე, რომ ისინი წინააღმდეგობას გაგიწევენ და თქვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება - სასიკვდილოდ ესროლეთ, ” - ციტირებს Reuters-ი დუტერტეს ტელეგანცხადებას. "გაიგეთ? სასიკვდილოდ. თუ პრობლემებს შეგვიქმნით, დაგმარხავთ, დაგასამარებთ", - დასძინა დუტერტემ. თუმცა დუტერტის პრესსამსახური მის სიტყვებს უწოდებს "ჰიპერბოლას" (გაზვიადება) ფილიპინის პოლიციის უფროსმა განმარტა, რომ პრეზიდენტმა აჩვენა "მისი სიტყვების სერიოზულობას, როდესაც საქმე საზოგადოებრივ წესრიგს ეხება", სინამდვილეში ისინი არავის დახვრეტას არ აპირებენ. ამჟამად ფილიპინებში კორონავირუსისგან დაინფიცირებულია 2, 300 პაციენტი, აქედან დაიღუპა 96 ადამიანი. 304 4-ს მოსწონს
|