x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
15 საინტერესო ფაქტი ბეღურებზე, რომელიც ცოტამ თუ იცის. «პატრიოტები», თუ «ზარმაცები» — რატომ არ მიფრინავენ ეს ფრინველები თბილ ქვეყნებში?

ამ ფრინველებს ჩვენი სახლის მახლობლად ყოველდღე ვხედავთ. ისინი ჩვენი მეზობლები არიან და ქალაქში, თუ სოფლად, მათი სიახლოვე ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს. მაგრამ, ამის მიუხედავად, უმრავლესობამ, მათ შესახებ, ბევრი არაფერი ვიცით!

აქ 15 ფაქტს წარმოგიდგენთ ამ პატარა და საყვარელი ფრინველევის შესახებ, რომლებიც ზფხულში ჩვენთან არიან და არც ზამთარში გვტოვებენ.


image


1. ფრენის დროს, ფრინველის გულისცემა წუთში, დაახლოებით, ათასი დარტყმის ტოლია. შედარებისთვის, ჩვენი გულისცემა, სირბილის დროს, წუთში მხოლოდ 140 დარტყმაა.


2. მოკრძალებული ზომის მიუხედავად, ბეღურას კისერში, ჟირაფზე 2-ჯერ მეტი –14 მალა აქვს!


3. გასული საუკუნის შუა პერიოდში, იმ მოტივით, რომ ბეღურები მარცვლეულის ნათესებს ანადგურებდნენ, ჩინეთში ეს ფრინველები საერთოდ ამოწყვიტეს. მაგრამ, მათი გაქრობის შემდეგ, მწერები გამრავლდნენ და მხოლოდ მარცვლეულს კი არა, ყველა სახის ნათესს შეესივნენ. შედეგად, ჩინეთმა მოსავლის დიდი ნაწილი დაკარგა. ამან კი, თავის მხრივ, შიმშილი გამოიწვია და უამრავი ადამიანი დაიღუპა.


4. ბეღურა, საშუალოდ, 30 გრამს იწონის. ხოლო, მისი ტვინის მასა 1 გრ-ს ტოლია. რაც იმას ნიშნავს, რომ ფრინველებს შორის, სხეულის მასასთან თანაფარდობით, ბეღურას ყველაზე დიდი ზომის ტვინი აქვს!

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არსებობენ ჯუჯა ბეღურებიც, რომელთა მასა 10-12 გრ-ს არ აღემატება.


5. სქესის მიხედვით, ბეღურას ბუმბულის განსხვავებული შეფერილობა აქვს: თუ ფრინველს კისრის მიდამოში მუქი ლაქები აქვს და ნაცრისფერი «ქუდი ახურავს» — ის მამრია, ხოლო ერთნაირად ნაცრისფერ-ყავისფერი შეფერილობის ფრინველი — მდედრია.


image
6. ბეღურას 2 დღეზე მეტ ხანს შიმშილი არ შეუძლია, რადგან ფრენა და სხვა აქტივობები დიდი რაოდენობის ენერგიას მოითხოვს.


7. ზამთარში ხშირად გვინახავს მობუზული ბეღურა და ალბათ ბევრს გასჩენია შეკითხვა, თუ რატომ არ მიფრინავენ ისინი თბილ ქვყნებში?

საქმე იმაშია, რომ ამ ფრინველებს ჰაერში დიდი ხნის მანძილზე ყოფნა არ შეუძლიათ. ბეღურებისთვის ფრენის კომფორტული დროის პერიოდი 15-20 წთ-ს შეადგენს. ამის შემდებ, მათ დასვენება და ამოსუნთქვა ესაჭიროებათ.

24 სთ-ში ბეღურას, ფრენით, 50-100 კმ-ს დაფარცა შეუძლია. მაგრამ, ჩვეულებრივ, ბინადრობისთვის ის პატარა, მყუდრო ადგილებს ირჩევს, სადაც საკვების შოვნის შანსი ექნება.


8. ფრინველის ფრენის სიჩქარე — 32-40 კმ/სთ არის.


9. პლანეტაზე, დაახლოებით 1 მლრდ-მდე ბეღურა ცხოვრობს. ასეთი რიცხოვნობის და ფართო გავრცელების მიზეზი კი, იმ პროდუქტების ფართო სპექტრია, რომლითაც ეს ფრინველები იკვებებიან. და კიდევ, მათ ნებისმიერ გარემო პირობებთან მარტივად შეგუების უნარი გააჩნიათ.


10. თეორიულად, ამ ფრინველის სიცოცხლის ხანგრძლივობა 9-10 წელია. მაგრამ, ბეღურების უმრავლესობა, ზამთრის სუსხს ვერ უძლებს და იღუპება.


11. ბეღურის დაღუპვის მიზეზი, შეიძლება შიშიც გახდეს – ძლიერი სტრესის და შიშის შემთხვევაში, მას გული უსკდება.


12. ბეღურები, მტრედებივით და გედების მსგავსად, ხშირ შემთხვევაში, მთელი ცხოვრების მანძილზე წყვილდებიან.


13. ბეღურებს, კაჭკაჭების მსგავსად, პატარა ნივთების მოპარვისკენ აქვთ მიდრეკილება.


14. ეს ფრინველები სამყაროს ვარდისფერ ტონებში ხედავენ, რაც ძალიან უჩვეულო ფაქტია, არა მარტო ორნითოლოგიაში, არამედ ზოგადად, ცხოველთა სამეფოში.


15. ჩვენ უფრო ხშირად, «სახლის» ბეღურებს ვხედავთ. მაგრამ, სამეცნიერო კლასიფიკაციის მიხედვით, ბეღურების 30-მდე სახეობა არსებობს. მათ შორის, შეფერილობის მიხედვით, აღსანიშნავია:


თოვლის ბეღურა, რომელიც ზღვის დონიდან 5 კმ-ს სიმაღლეზე ბინადრობსimage


ყავისფერიimage


ოქროს არაბულიimage



უდაბნოს ბეღურაimageimageimageimage

იცით როგორ გამოიყურება მტრედის ბარტყი?

«ტალღოვნებს» გავრცელების არეალი, მოვლა და გამრავლება

25 საინტერესო ფაქტი ღამურების შესახებ

სახალისო ფაქტები ცხოველების შესახებ
15 საოცარი და სახალისო ფაქტი კატების შესახებ


0
576
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
576
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0