x
მეტი
  • 01.06.2020
  • სტატია:100965
  • ვიდეო:346190
  • სურათი:464461
სიჩუმის სპირალი
სიჩუმის სპირალი

პირველად 1974 წელს გერმანელი პოლიტოლოგის ე.ნოელ-ნოიმანის მიერ შემოთავაზებული ტერმინი, სიჩუმის სპირალი აღნიშნავს ტენდენციას ადამიანებში, რომ შეინარჩუნონ სიჩუმე, როცა გრძნობენ რომ მათი შეხედულება ეწინააღმდეგება უმრავლესობის თვალსაზრისს საგანთან მიმართებაში.

თეორია ამტკიცებს, რომ ისინი ინარჩუნებენ სიჩუმეს რამდენიმე მიზეზის გამო:

1)შიში იზოლაციაში დარჩენისა, როცა ჯგუფი ან საზოგადოება ხვდება, რომ ინდივიდს არსებული მდგომარეობისგან საწინააღმდეგო(განსხვავებული) აზრი გააჩნია.


2)შიში საპასუხო მოქმედებისა (რეპრესალია) ან უკიდურესად უარყოფითი შედეგი(დაკარგვა სამსახურის, სტატუსი და ა.შ.), რაც სცილდება მარტივი იზოლაციის ფარგლებს.

დამაჯერებლობისთვის ეს თეორია ეყრდნობა იმ აზრს, რომ მოცემულ სიტუაციაში ჩვენ, ყველანი ვფლობთ გარკვეულ ინტუიციურ ცოდნას თუ რა შეიძლება მოჰყვეს გაბატონებულ აზრს. სპირალი იქმნება ან ძლიერდება მაშინ, როცა ვინმე დამაჯერებლად გამოხატავს უმრავლესობაში გაბატონებულ აზრს მათივე მხარდაჭერის იმედით. ამიტომ უმცირესობა უფრო და უფრო დისტანციურ პოზიციას იკავებს და იწყება აღნიშნული შიშის განცდაც.

მედია მნიშვნელოვან როლს თამაშობს პროცესებში, განსაკუთრებით მითითებით ან უმრავლესობის აზრის შემეცნებით კარნახში. ეს თეორია მეტად ეყრდნობა იმ იდეას, რომ აზრს უნდა გააჩნდეს მკაფიო მორალური კომპონენტები(მაგ:აპორტი, ლეგალიზაცია), არავინ განიცდის სიჩუმის სპირალს პირადი სამზარეულოს სააშკარაოზე გამოტანით.

ამ თეორიას გააჩნია გარკვეული სისუსტეებიც, საკამათო საკითხებიც.ორი მათგანი მეტად თვალშისაცემია-ხმოვანი უმცირესობა და ინტერნეტი. ინტერნეტი სადაც ჩანს, რომ არ იგრძნობა უმცირესობის აზრი პიროვნების მიერ, როგორც უმცირესობა და შეიძლება გაახმოვანოს მან ის არენა, სადაც თავად ინდივიდი არ იმყოფება ეს ადგილი იქნება თუ სახალხო კამათი.მეორე უმცირესობის აზრის გამომხატველნი-იცით თქვენ ეს ადამიანები, ისინი შეიძლება იყვნენ ერთადერთი, რომლებიც ფიქრობენ, რომ კატასაც სჭირდება ხმის მიცემის უფლება, თუმცა ამას არ გაამჟღავნებენ და სპირალური სიჩუმის მიღმა დარჩებიან.

თეორია გაკრიტიკებულია გაურკვევლობისა და მეთოდოლოგიური სისუსტის გამო, მაგრამ იდეა გრძელდება. სპირალის ეფექტის მტკიცებულება, როგორც წესი, მცირეა, მაგრამ მნიშვნელოვანია.

საზოგადოებრივი აზრი შეზღუდულია დროისა და ადგილის მიხედვით, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, დუმილის დინამიკა, მხოლოდ, შეზღუდულ პერიოდს მოიცავს.საზოგადოების გარკვეული ნაწილი აზრის ვერ დაფიქსირების შედეგად, რთულ ფსიქოლოგიურ პროცესებამდე მიდის, ექმნებათ ფსიქიკური პრობლემებიც.

სიჩუმის სპირალის თეორია საქართველოშიც, საკმაოდ, აქტუალური იყო, და არის კიდეც... მოცემული თეორია ყველანაირ კონტექსტსა თუ ჭრილში იყო განხილული, გააზრებული.დაწყებული ლიტერატურული გადმოსახედიდან, თვალსაწირეიდან, დამთავრებული მასობრივი პრობლემით.ილია ჭავჭავაძის „სარჩობელაზედ“, პირდაპირ, განსხვავებული აზრის დაფიქსირების შიშია, თუმცა, მოდით, ნუ გადავუხვევთ კონტექსტიდან და ვინაიდან მასობრივ კომუნიკაციებს ვეხებით, სწორედ, ამ ჭრილიდან ვისაუბროთ.(ლიტერატურული მაგალითის მოყვანა, კიდევ უფრო, დამაჯერებელს ხდის ჩვენს ნათქვამს, ოდითგანვე აქტუალური პრობლემა იყო, ლიტერატურამდეც მიღწეული, სატკივარი...).
დღესდღეობით საკმაოდ აქტუალური პრობლემაა ლგბტ საზოგადოებასთან მოპყრობის ფორმა, შეზღუდვები.“ სპირალი აღნიშნავს ტენდენციას ადამიანებში, რომ შეინარჩუნონ სიჩუმე, როცა გრძნობენ რომ მათი შეხედულება ეწინააღმდეგება უმრავლესობის თვალსაზრისს საგანთან მიმართებაში.“- პირდაპირ შეესაბამება ლადო მხეიძის მაგალითს.ლადო როგორც თავად ამბობს, განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანია და არ ჰგავს ყველას.ის ტელეეკრანებთან და სოციალურ ქსელებში ხშირად საუბრობს თავის თავზე.რუსთავი 2 თან საუბრისას, გაიხსენა საკუთრი ბავშვობა.როდესაც 9-10 კლასში იყო აბულინგებდნენ ბიჭები, იმის გამო, არ მოსწონდა მას კონკრეტული გოგო და არ გააჩნდა გრძნობები.ლადო ვალდებული იყო სიჩუმე შეენარჩუნებინა და ვერ გამოხატავდა თავის, რეალურ, მოსაზრებებს, ვერ უზიარებდა ვერავის.ხშირად მისულა ეს საკითხი მშობლების ყურამდეც და მათაც ანალოგიურად, შვილების მსგავსად, გააკრიტიკეს ლადო.ისინი მოითხოვდნენ, არ მოახვიოს ლადომ აზრები თანაკლასელებს და არ იაროს სკოლაში, თუ ივლის ჩუმად და აზრების გაზიარების გარეშე.ასეთი ადამიანები ხმას ვერ იღებენ, უმეტესწილად, მით უმეტეს ამ ასაკში.საზოგადოებას ჭეშმარიტი, სამართლიანი აზრი ჰგონია ის, რაც ყველას მიერაა აღიარებული.განსხავებულის შიში გვაქვს და ვაკრიტიკებთ ყველას და ყველაფერს!მოცემული მაგალითი პირდაპირ კავშირშია თეორიასთან, იზოლაციის შიშით შეპყრობილ ლგბტ თემის წარმომადგენლებს, ხშირად, უწევთ უარი თქვან საკუთრზე, იმის შიშით რომ არ დაკარგონ ვინმე, ან რაიმე- სიჩუმეს ამჯობინებენ... მოცემულ სიტუაციაში ჩვენ განვიხილეთ ლადო მხეიძის მაგალითი, გარდა ამისა, უამრავი ფაქტი დასტურდება, როგორ მალავენ აზრებს, შეხედულებებს, იმის გამო, რომ არ გაირიყონ, ჩუმდებიან და აღარ აგრძელებენ, მათთვის მიღბულ, ჯანსაღი აზრის მტკიცებას. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ლგბტ საზოგადოება პირველია, რაც გვახსენდება მოცემული თეორიის ხსენებისას. ცხადია, მხოლოდ, ამ ორი კონკრეტული მაგალითით არ იხსნება სპირალის თეორია, რაც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, თუმცა ერთ-ერთი ძლიერი მაგალითია. ტელევიზიები, ინტერნეტმედია და ნაწილობრივ ბეჭდურიც ჩართულია, სწორედ, მწვავე დაპირისპირებების გაშუქებაში.რას ვგულისხმობ მწვავე დაპირისპირებებში?! კამათის რეჟიმს. უამრავ სატელევიზიო გადაცემაში იწვევენ ქართველი ტელეწამყვანები ლგბტ თემის წარმომადგენლებს, რომლებიც საუბრობენ, თუ როგორ იჩაგრებიან არ აყავთ სამსახურებში და ა.შ. რატომ ხდება ეს ყველაფერი? განსხვავებული აზროვნების, შეხედულებების მქონე ადამიანები, რომელბსაც უწევთ ფართო მასებთან დაპირისპირება, ზოგ შემთხვევაში, ჩუმდებიან. რა თქმა უნდა, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც არ მალავენ საკუთარ აზრებს და თამამად გამოხატავენ ყველაფერს.თუმცა, ამჯერად, კონკრეტულ მაგალითს დავჯერდეთ.

0
9
შეფასება არ არის
ავტორი:ლევან კაკლიანი
ლევან კაკლიანი
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0