x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
გარდაიცვალა იური გაგარინის მეუღლე
image

84 წლის ასაკში გარდაიცვალა ვალენტინა გაგარინა, ლეგენდარული საბჭოთა კოსმონავტის, იური გაგარინის ქვრივი. ამის შესახებ იტყობინება რუსეთის კოსმონავტების მომზადების ცენტრი.




ЦПК- ის ცნობით, ვალენტინა ივანოვნა გარდაიცვალა სამშაბათს, 17 მარტს.

”დღეს ვალენტინა ივანოვნა გაგარინა გარდაიცვალა, ” - ციტირებს ცენტრის განცხადებას სააგენტო ТАСС-ი


გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

image

ვალენტინა და იური გაგარინი 1957 წლის ოქტომბერში, ქალაქ ორენბურგშუ დაქორწინდნენ და მათ რამდენიმე წლის შემდეგ ორი ქალიშვილი შეეძინათ - ელენა და გალინა.

image

შემდეგ მოხდა მოვლენა, რომელმაც შეცვალა არა მხოლოდ ამ ოჯახის ცხოვრება, არამედ მთელი მსოფლიო ისტორიაც, 1961 წლის 12 აპრილს - საბჭოთა კოსმონავტი გახდა მსოფლიო ისტორიაში პირველი ადამიანი, რომელიც კოსმოსში გაფრინდა.

1968 წელს, მეუღლის ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ ვალენტინა გაგარინა აღარ გათხოვილა.

კოსმონავტისგან ოჯახს მემკვიდრეობით ერგო ორი ბინა - ერთი "ვარსკვლავთა ქალაქიდან", ხოლო მეორე მოსკოვში, იუგოსლავიური ავეჯით გაწყობილი და "ვოლგა"21.

ბოლო წლებში ვალენტინა გაგარინა სწორედ მოსკოვის ბინაში ცხოვრობდა.

4
795
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
795
  
2020, 18 მარტი, 16:24
ამბობენ რომ დაწვავენ და შემდეგ მის ფერფლს კოსმოსში გაფანტავენ მისი მეუღლის საპატივცემულოდ.
2020, 18 მარტი, 16:11
სად მარხავენ?
2020, 18 მარტი, 13:19
ვგიჟდები იუგოსლავიურ ავეჯზე, მათში არის რაღაც განსაკუთრებული, ბალკანური....
2020, 18 მარტი, 13:17
უღრმესი მადლობა ავტორს ასეთი ამომწურავი და საინტერესო სტატიისთვის.
ხომ არ იცით როდის გეგმავენ საბრალო მოხუცის დაკრძალვას?
0 1 4