x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134537
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
სტრესი
სტრესის ცნების უამრავი განმარტება არსებობს. სტრესის ზუსტი და ნათელი განსაზღვრების პრობლემა ფსიქოლოგიაში აქტუალურია, არსებობს პრინციპული წინააღდმეგობები სტრესის სხვადასხვა მოდელებს შორის. პირველი მიდგომის მიხედვით, სტრესი განისაზღვრება როგორც რეაქცია, შედეგი. მეორე მიდგომის მიხედვით კი, როგორც გარემოს ობიექტური თვისება.

სტრესი ადამიანის შეფასების პროცესების შედეგია: ადამიანის რესურსები რამდენად საკმარისია
გარემოს მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ლაზარუსის აზრით, სტრესი, რომელსაც ინდივიდი
გრძნობს რაიმე მოვლენაზე საპასუხოდ დამოკიდებულია ინდივიდსა და გარემოს შორის
შესაბამისობაზე, რომელიც ადამიანის მიერ საკუთარი რესურსების შეფასების შედეგს წარმოადგენს.

სტრესის გამომწვევი უამრავი ფაქტორი არსებობს. ამ ფაქტორებს სტრესორებს უწოდებენ. ერთი და იგივე სტრესორი სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვანაირ გავლენას ახდენს – ის, რაც ერთისთვის სტრესის წყაროა, მეორისთვის შესაძლოა უბრალოდ “ძალების მოსინჯვის” შესაძლებლობა იყოს, ამიტომ ცალკეულ შემთხვევებში ძნელი სათქმელია, რამ გამოიწვია სტრესი.

სელიეს ზოგადი ადაპტაციური სინდრომის მიხედვით სტრესი არის არასპეციფიკური ფიზიოლოგიური პასუხი;
– ორგანიზმი ერთნაირად რეაგირებს ნებისმიერი სახის სტრესორზე.
– არასპეციფიკური პასუხი გამოწვეულია გარემოში მოცემული სტრესორებით;
– სტრესის დაძლევა 3 ეტაპად ხდება


1. განგაშის რეაქცია - რესურსების მობილიზაცია
2. წინააღმდეგობა - სტრესის გადალახვა ან სტრესთან შეგუება
3. გამოფიტვა - რესურსების გამოფიტვა.



0
4
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე სამუშია.
სალომე სამუშია.
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0