x
მეტი
  • 07.07.2020
  • სტატია:101296
  • ვიდეო:346606
  • სურათი:465200
მიირთვით ყოველდღიურად 3 ცალი ფინიკის ჩირი და ნახეთ რა მოხდება თქვენს ორგანიზმში
image
ფინიკის ჩირს ადამიანი 4000 წელიწადზე მეტია საკვებად იყენებს. მიზეზი მარტივია, ის მრავალი სასარგებლო ვიტამინითა და მინერალითაა მდიდარი.

დღესდღეობით ფინიკის პალმა გაშენებულია ჩრდილოეთ აფრიკიდან ავღანეთის ჩათვლით და ექსპორტზე მხოლოდ საუკეთესო პროდუქტი გადის. ახლა კი უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ ფინიკის ჩირის სასარგებლო თვისებებზე:image

ის შაქრის მაღალი შემცველობით ხასიათდება და კალორიულია, თუმცა გამოკვლევებმა დაადგინა, რომ ის ორგანიზმში მნიშვნელოვნად არ უმატებს შაქრის დონეს.

ფინიკის ჩირი შეიცავს ვიტამინებს B და C ვიტამინებს, ასევე რკინას და დიდი რაოდენობით კალიუმს, რაც გულ-სისხლძარღვთა ნორმალურ ფუნქციონირებაზე და არტერიულ წნევაზე დადებითად მოქმედებს.


ის ასევე შეიცავს მაგნიუმსა და კალციუმს, რაც ძილის პრობლემების მოგვარებას უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, 100 გრამი პროდუქტი საშუალოდ შეიცავს:

276 კალორიას

63, 8 გრ. შაქარს

20 გრ. წყალს

1, 9 გრ. ცილას

8, 7 გრ. ბოჭკოვან ქსოვილებს

63 მილიგრამ კალციუმს,

57 მილიგრამ ფოსფატს

35 მილიგრამ ნატრიუმს


გარდა ამისა, ფინიკის ჩირს მაღალი ენერგეტიკული ღირებულებაც გააჩნია. მისი ნიგოზთან ერთად მირთმევა ამ მხრივ, საუკეთესო შედეგს იძლევა, რადგან ნიგოზის ცხიმის წყალობით, ის დიდხანს რჩება ორგანიზმში.image

ეს ტკბილი ნაყოფი კარგია საჭმლის მომნელებელი სისტემისთვისაც, ის თავიდან აგარიდებთ შეკრულობას, მავნე ნივთიერებების ორგანიზმში დაგროვებას და სხვა.

მაგნიუმის შემცველობის წყალობით, ჩირს ასევე აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ანტიბაქტერიული ფუნქცია. ასევე ხელს უწყობს ორგანიზმის ბრძოლას ინფექციების წინააღმდეგ.

მთლიანობაში, ფინიკის ჩირი კარგი საშუალებაა მეხსიერების გაუმჯობესებისათვის, მხედველობისთვის, ღვიძლის ფუნქციის გასაუმჯობესებლად, ორგანიზმიდან შლაკების გამოსადევნად და ა.შ. ეს ყველაფერი კი მხოლოდ და მხოლოდ დღეში 3 ცალი ფინიკის ჩირის მირთმევით მიიღწევა.

გაითვალისწინეთ, რომ მისგან მაქსიმალური დადებითი ეფექტის მიღება შესაძლებელია დღეში მხოლოდ 3-5 ცალი ფინიკის ჩირის მირთმევით, უფრო მეტი რაოდენობა, შესაძლოა, მავნებელიც აღმოჩნდეს ორგანიზმისათვის.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

ასევე საინტერესოა:

1.

გოგრა – სასარგებლო და გემრიელი პროდუქტი

2.

როგორ დავადგინოთ ნატურალურია თუ არა თაფლი?

3.

რატომ უნდა მიირთვათ ქლიავი?! -ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

4.

რატომ და როგორ უნდა მიირთვათ ვაშლი?! რა იშვიათი სასარგებლო თვისებები აქვს მას?!

5.

რომელი ჩირი რისთვისაა სასარგებლო?! – ამის ცოდნა აუცილებელია!


0
786
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
786
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0