x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
რომელი ჩირი რისთვისაა სასარგებლო?! – ამის ცოდნა აუცილებელია!
სხვადასხვა ხილის ჩირი მეტად სასარგებლოა ორგანიზმისათვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მისი დამზადებისას არ დარღვეულა ჰიგიენის ნორმები და მომზადების წესი. კერძოდ, ნებისმიერი ხილის ჩირი მაქსიმალურად ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს, თუ ის მზის ზემოქმედების შედეგადაა გამომშრალი და არა რაიმე აპარატის მეშვეობით, ამასთან, ბუნებრივი გამოშრობის დროს ყურადღებამისაქცევია ჰიგიენის დაცვა, რაც ხილის მწერებისგან დაბინძურების თავიდან აცილებას გულისხმობს.

image

ჩირის დამზადების ტრადიცია საქართველოში უძველესი დროიდან არსებობს, თუმცა მოხმარების მხრივ ევროპას ვერ შევედრებით, იქ კარგად იციან გამომშრალი ხილის ფასი. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, ურიგო არ იქნება უფრო მეტი იცოდეთ სხვადასხვა სახეობის ჩირის სასარგებლო თვისებებზე.

საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია შავი ქლიავის, გარგარის, ლეღვის და ვაშლის ჩირი, ასევე ქიშმიში, საზღვარგარეთიდან შემოტანილ ჩირებს შორის ყველაზე პოპულარულია ფინიკის ჩირი.


მაშ ასე, უფრო კარგად გავერკვეთ, რომელი ჩირი რისთვისაა სასარგებლო:

1. შავი ქლიავის ჩირი.image

შავი ქლიავის ჩირი კარგი საშუალებაა კუჭ-ნაწლავის, გულისა და თირკმლების პრობლემების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. ის ასევე უებარი საშუალებაა შეკრულობის დროს.მისი გემოვნური თვისებების გამო, ხშირად გამოიყენებენ შავი ქლიავის ჩირს სამზარეულოში, სხვადასხვა კერძის მომზადებისას, როგორც დანამატს.

2. გარგარის ჩირი, იგივე კურაგა.image

გარგარის ჩირი, იგივე კურაგა კარგი საშუალებაა გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადებისათვის. ის ასევე ხელს უწყობს ცხიმების წვას ორგანიზმში და ჰემოგლობინის მომატებას.

3. ვაშლის ჩირი.image

ვაშლის ჩირი კარგია კუჭის მოქმედებისათვის, მადის მოსამატებლად, თუმცა გასათვალლისწინებელია, რომ ის ბევრად უფრო მეტ კალორიას შეიცავს, ვიდრე იგივე წონის ცოცხალი ვაშლი, ამიტომ ჭარბი წონის მქონე ადამიანებს მასთან ცოტა სიფრთხილე მართებთ.

4. ქიშმიში.image

ქიშმიში კარგი საშუალებაა გულის გამართული მუშაობისათვის. ასევე ცნობილია, რომ ქიშმიშის რეგულარული მიღება ხელს უშლის ორგანიზმში სიმსივნის გაჩენას.

5. ლეღვის ჩირი.image

ლეღვის ჩირი კარგი საშუალებაა ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის და ასევე ხელს უშლის სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნას.

6. ფინიკის ჩირი.image

ფინიკის ჩირი ყველაზე მდიდარია ვიტამინებით. ის კარგად მოქმედებს ორგანიზმში იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

7. მსხლის ჩირი.image

მსხლის ჩირი საქართველოში შედარებით ნაკლებადაა გავრცელებული, თუმცა სასარგებლო თვისება მასაც გააჩნია, კერძოდ, ორგანიზმში მას ანტიტოქსიკური მოქმედების უნარი გააჩნია.


როგორც ზემოგანხილული ჩირების სასარგებლო თვისებები გვიჩვენებს, მათი მიღება ნამდვილად აუცილებელია ორგანიზმისათვის.

ჯანმრთელობას გისურვებთ!


თქვენთვის საინტერესოა:

image

რატომ და როგორ უნდა მიირთვათ ვაშლი?! რა იშვიათი სასარგებლო თვისებები აქვს მას?!

როდის და რომელი ჯიშის ვაშლი უნდა მიირთვათ?! -სასარგებლო რჩევები

image

რატომ უნდა მიირთვათ ქლიავი?! -ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

1
2799
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
2799
  
2020, 1 თებერვალი, 3:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1