x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
როგორ "ებრძვიან" კორონავირუსს რუსეთში (ვიდეო)
image

ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო, როგორ „ებრძვიან“ კორონავირუსს რუსეთში ადგილობრივი მოხუცი ბებიები.


'სანამ "ფესიბუქში" აქ კამათობთ კორონავირუსზე, იქ ხალხი საქმეს აკეთებს, არა და ამბობენ საბჭოთა კავშირში საუკეთესო განათლება იყოო"-წერს ვიდეო ავტორი


„ვიბრძოლებთ კორონავირუსთან, რომ ჩვენთან, რუსეთში არ შემოვიდეს.აი, ასე, სამჯერ მარჯვნივ..სამჯერ მარცხნივ“-ამბობს მოხუცი ქალი ვიდეოში.


ამასობაში იტალიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, კარანტინი დააწესოს ლომბარდიის რეგიონში და ასევე კიდევ 11 პროვინციაში, მათ შორის არის ვენეციაც.

ბრძანების თანახმად, ლომბარდიის (დედაქალაქი მილანი) და ვენეციის გარდა, შეზღდუვები დაუწესდათ შემდეგ პროვინციებს: მოდენა, პარმა, პიაჩენცა, რეჯო ემილია, რიმინი, პეზარო და ურბინო, პადუა, ტრევიზო, ასტი და ალესანდრია .

მითითებულ პროვინციებში კარანტინის მოქმედების პერიოდში დაიხურება სკოლები, მუზეუმები, თეატრები და კინოთეატრები, კულტურული ცენტრები, ასევე სპორტული დარბაზები და სათხილამურო კურორტები.
სავაჭრო ცენტრები ღია იქნება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ხოლო ბარებსა და რესტორნებს შეუძლიათ გააგრძელონ მუშაობა, თუ კლიენტები შეეძლებათ ერთმანეთისგან მინიმუმ ერთი მეტრით დაშორება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაწესებულება დაიხურება.
ამ მომენტისთვის იტალიაში კორონავირუსით 233 ადამიანი გარდაიცვალა, 5883 კი დაინფიცირებულია.
0
456
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
456
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0