x
მეტი
  • 20.05.2024
  • სტატია:134760
  • ვიდეო:351973
  • სურათი:509116
არასწორად შერჩეული ბიუსტჰალტერი ჯანმრთელობას ვნებს !!
imageარასწორად შერჩეული ბიუსტჰალტერი არა მარტო უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს, არამედ ჯანმრთელობაზეც უარყოფით ზეგავლენას ახდენს.
სტატიაში მოყვანილია რამდენიმე სასარგებლო რჩევა, რომელიც ლიფის შეძენინსას აუცილებლად უდნა გაითვალისწინო.









მოუხერხებელი ლიფი, შეიძლება გულმკერდის ოსტეოქონდროზის მიზეზი გახდეს: ორთოპედები ირწმუნებიან, რომ ზურგის არეში ტკივილის შეგრძნების მიზეზი, შემთხვევათა 70%-ში, არასწორად შერჩეული ბიუსტჰალტერია. დისკომფორტი თავიდან რომ აიცილო შემდეგი რჩევები გაითვალისწინე:


1. ლიფის შეძენისას ზომა ზუსტად აარჩიე! არ დაუჯერო გამყიდველს, რომელიც გეტყვის: ''ხმარებაში მოგერგება''-ო. იცოდე, რომ ზომაში სულ მცირე ცდომილებაც კი დისკომფორტს შეგიქმნის.


2. თუკი სავსე, დიდი მკერდი გაქვს, შედარებით ფართობრეტელებიანი ლიფის ჩაცმაა რეკომენდებული. ასე მკერდს უკეთ დააფიქსირებ და თან მხრებზე დატვირთვა კარგად გადანაწილდება, რითაც თავიდან აიცილებ მხრებზე ულამაზო ჩანაჭდევებს.


3. გაცილებით უკეთ იგრძნობ თავს, თუკი ლიფს ჩაცმამდე უხეშად გამოშვერილ ეტიკეტს მოაჭრი.



4. თუკი პერიოდულად ზურგის კუნთების ტკივილი გაწუხებს, უპირატესობა ისეთ ლიფს მიანიჭე, რომელიც წინ იკვრება. ასე ზურგის კუნთებიც ნაკლებად დაიტვირთება და ტკივილიც გაგივლის.


5. დასვენების დღეებში მჭიდრო ბიუსტჰალტერის ჩაცმისგან თავი შეიკავე. უპირატესობა რბილ, ელასტიკურ ტოპს მიანიჭე, რომელიც

მკერდსაც ეფექტურად დაიჭერს და მოძრაობასაც არ შეგიზღუდავს.


6. ზაფხულში ერიდე სქელი, ღრუბლებიანი ლიფების ტარებას. წინაარმდეგ შემთხვევაში მკერდი ჩახურდება და შსაძლოა, დროთა განმავლობაში სიმსივნე განვითარდეს.


7. ძილის დროს ბიუსტჰალტერი აუცილებლად გაიხადე, როგორი მოსახერხებელიც არ უნდა იყოს ის და დისკომფორტს არ გიქმნიდეს, მკერდისთვის მაინც ზიანის მომტანია რადგან, როდესაც ლიფს მუდმივად ატარებ მკერდის კანს სუნთქვის საშუალებას ართმევ.


8. არასოდეს გააკეთო ეკონომია ლიფის შეძენისას. უხარისხო მატერია, რომლისგანაც ის შეიძლება იყოს შეკერილი შენს ლამაზ მკერდზე უარყოფითად იმოქმედებს. განსაკუთრებით ზაფხულში როდესაც ოფლიანდები.

2
255
5-ს მოსწონს
ავტორი:sweet one
sweet one
255
  
2012, 13 აგვისტო, 23:06
+1+1+1+1
2012, 8 აგვისტო, 19:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2