x
სტერეოტიპების გავლენა ადამიანზე
სტერეოტიპები შეგვიძლია განვმარტოთ, როგორც ჯგუფთან დაკავშირებული წარმოდგენები, რომლის განზოგადებაც ჯგუფის ყველა წევრზე ხდება. შეიძლება მას ვერ ვამჩნევდეთ და ვერ ვაცნობიერებდეთ, მაგრამ მაინც არსებობდეს ჩვენს ფსიქიკაში. სტერეოტიპმა შეიძლება გაუაზრებლად იქონიოს გავლენა ჩვენს გადაწყვეტილებებზე, ფიქრებზე, ქცევასა და დამოკიდებულებაზე. დიდი რესურსია საჭირო იმისთვის, რომ უკვე კარგად ინტერნალიზებულ სტერეოტიპებს გადავხედოთ და საჭიროების შემთხვევაში შევცვალოთ. მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო სჭირდება მათთან ბრძოლას, ეს შეუძლებელი არ არის, რადგან არსებობს ტექნიკები, რომლებიც გვეხმარებიან მათ რაციონალურ გადაფასებაში.

სტერეოტიპულმა დამოკიდებულებამ შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს იმ ადამიანების, როგორც ფიზიოლოგიურ, ისე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რომლისკენაც მიმართულია იგი. ამის ახსნა მარტივია - სტერეოტიპები ხშირად გვიბიძგებენ დისკრიმინაციისკენ, რაც სტრესის საფუძველი ხდება. სტერეორიპები სამიზნეებზე განსაკუთრებით დესტრუქციულად მოქმედებს. კვლევები აჩვენებს, რომ ხშირად ადამიანები, გაუცნობიერებლად, სტერეოტიპების დამადასტურებელ ქცევებს ახორცილებეენ. ერთ-ერთ ექსპერიმენტში, რომელიც ჩატარდა სტელლის და არონსონის მიერ კარგად ჩანს ამ ეფექტის მოქმედება. კვლევაში მონაწილეობას იღებდნენ თეთრკანიანი და შავკანიანი სტუდენტები. ორივე პირობაში, სტუდენტებს აძლევდნენ იგივე ტესტს, მხოლოდ განსხვავებული განმარტებით. პირველ შემთხვევაში ეუბნებოდნენ, რომ ეს ტესტი ზომავდა აკადემიურ შესაძლებლობებს, ხოლო მეორე პირობაში - განმარტებული იყო როგორც უბრალოდ ლაბორატორიული სავარჯიშო. შავკანიანების აკადემიური მოსწერების შესახებ უარყოფითი სტერეოტიპების გამო მათ ცუდი შედეგები მხოლოდ პირველ პირობაში უნდა ეჩვენებინათ. ასეც მოხდა, პირობაში, სადაც ტესტი ეგონათ რომ აკადემიური შესაძლებლობებს ზომავდა, შესამჩნევად დაბალი ქულები მიიღეს.

აუცილებელია, ამ საკითხს მეორე მხრიდანაც შევხედოთ. მართალია, არსებულმა სტერეოტიპებმა ხშირად შეიძლება არასწორი დასკვნები გაგვაკეთებინოს, მაგრამ მათი მნიშვნელობა ყოველთვის ნეგატიური არ არის და მოქმედებაც არ არის მხოლოდ უარყოფითი შედეგის მომტანი. არსებობს პოზიტიური სტერეოტიპებიც, რომელთა მოქმედებაც კარგად ზემოქმედებს ადამიანებზე. დადებით სტერეოტიპები ძირითადად, პატივისცემის ჩამოყალიბებას ემსახურება. ასევე, მათი გამოყენება გვეხმარება გავამარტივოთ ჩენი სოციალური გარემო, შედარებით მარტივად და მოკლე დროში მივიღოთ გადაწყვეტილებები, მაგრამ არც ამ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განზოგადება რისკის შემცველია და ბევრ უარყოფით უკუკავშირს გვაძელევს.

ერთი წუთით დაფიქრებაც საკმარისია, რომ საზოგადეობაში დამკვიდრებული უამრავი სტერეოტიპი გაგახსენდეთ. მათი გავლენა ჩვენს მოლოდინებზე ისეთი ძლიერი იყოს, რომ გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, შესაძლებელია ადამიანთთან ურთიერთობაზე, რომელიმე ქვეყანაში მოგზაურებოზე ან ცხოვრებაზე, კომპანიაში მუშაობაზე და ა.შ. გვათქმევინოს უარი. ამასთან, როგორც უკვე აღვნიშნე, სტერეოტიპების შეცვლა ძალიან რთულია ჩვენ არ ვაძლევთ ადამიანებს საშუალებას დაგვიმტკიცონ საპირისპირო. მითუმეტეს თუ ჩვენი სტერეოტიპის გასამყარებლად მინიმუმ ერთი ან მეტი დამამტკიცებელი საბუთი მაინც გვაქვს.


არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია სტერეოტიპი. შეიძლება გეგონოთ, რომ არ ექცევით ხოლმე მათი გავლენის ქვეშ, მაგრამ სტერეოტიპების ცოდნამაც კი შეიძლება არაცნობიერ დონეზე რეალობაში განხორციელებისკენ გიბიძგოთ. ისინიც კი ვინც აქტიურად ებრძვიან და ცდილობენ უგულებელყონ სტერეოტიპები, ზოგჯერ ახორცილებენ დაუფიქრებელ ქცევებს და ავლენენ გაუცნობიერებელ დამოკიდებულებებს, რომლებიც განპირობებულია წარსულში და აწმყოში შეძენილი ცოდნითა და გამოცდილებით.




0
128
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ თოლორდავა
მარიამ თოლორდავა
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0