x
23 თებერვალი-იუნკერთა ხსოვნის დღე

imageდღეს 23 თებერვალია და ამ დღეს საქართველოში რატომღაც ორ რადიკალურად განსხვავებულ მნიშვნელობას ანიჭებენ.ქართველი ქალების ნაწილი მეუღლეებს, ძმებსა თუ შვილებს "კაცების დღეს" ულოცავს და საჩუქრებს ჩუქნის, ხოლო ნაწილი კი 1921 წლის 23 თებერვალს გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალთან ყვავილებით მიდის ან უბრალოდ პატივს სცემს მათ ხსოვნას. დასაწყისშივე მინდა აღვნიშნო, რომ ამ თარიღს არანაირი კავშირი არ აქვს ე.წ "კაცების დღესთან", ვინაიდან მისი ისტორიული დატვირთვა სრულიად სხვაა.
ამ დღეს პატივს მიაგებენ 1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ ახალგაზრდა იუნკერებს. მას შემდეგ რაც საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა(1918 წლის 26 მაისი), სამი წლის თავზე საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დაპყრობა და მისი იძულებით 'გაწითლება" განიზრახა. რუსეთის არმია პროვოკაციების საფუძველზე 1921 წლის 12 თებერვალს ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრა, აღნიშნულმა იუნკერებმა კი მე-11 არმიას ქართულ ჯართან და მოხალისეებთან ერთად მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს. სამწუხაროდ, ქართველები კოჯორთან ბრძოლაში დამარცხდნენ და გმრიულად დაღუპული იუნკერები ბრძოლის ადგილთან ახლოს, ერთ-ერთი ტაძრის ეზოში დიდი პატივით დაკრძალეს. 1921 წელს საქართველომ ნანატრი დამოუკიდებლობა დაკარგა და დაიწყო 70 წლიანი მონობა, რომელმაც დიდი, შავი კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
ამრიგად, 23 თებერვალი არის დღე, რომელიც ეძღვნებათ თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირებს, შესაბამისად მისი გაბანალურება იმ სტერეოტიპით რომ ეს არის საყოველთაო "კაცების დღე", ნაწილობრივ შეურაცხყოფს კიდეც დაღუპული ვაჟკაცების ხსოვნას, რადგან თუ ყველა გმირი კაცია, განა ყველა კაცი არის კი გმირი?

1
34
1-ს მოსწონს
ავტორი:ანი ბალიაშვილი
ანი ბალიაშვილი
34
  
2020, 23 თებერვალი, 16:46
უფალმა დაგლოცოთ ამ სტატიის დადებისათვის.
დიდება გმირებს
0 1 1