x
3 სასარგებლო და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროდუქტი
imageდამეთანხმებით, ჯანმრთელობა და სწორი კვება თითოეული ადამიანის უმნიშვნელოვანესი საზრუნავია, ვინაიდან კარგად შერჩეული კვების რაციონი პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს მდგომარეობაზე.
ხშირად, ინტერნეტ სივრცესა თუ რეალურ ცხოვრებაში, ვხვდებით რჩევებს: "ამოიღეთ თქვენი მენიუდან პიცა, ტკბილეული, ცომეული..." და როგორც წესი, ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია. თუმცა, როგორც ამბობენ, ზოგჯერ საუკეთესო არჩევანი არა ამოღება, არამედ პირიქით, აუცილებლად მისაღები პროდუქტების დამატებაა.

ამიტომაც გადავწვიტე, რომ შემოგთავაზოთ ის ოთხი პროდუქტი, რომლებსაც ოქსფორდის უნივერსიტეტის წამყვანი პროფესორები უწევენ რეკომენდაციას და გვეუბნებიან, რომ მათი მიღება საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

1.ორაგული

imageეს თევზი, რომელიც სკმაოდ ცნობილია თავისი მოვარდისფრო შეფერილობით, გარდა იმისა, რომ გემრიელია, ასევე შეიცავს უამრავ ვიტამინს. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ომეგა 3, რომელის დეფიციტიც ორგანიზმში ბიოქიმიურ და ბიოლოგიურ დარღვევებს იწვევს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ვიტამინი, რომელიც აჩქარებს და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, შესაბამისად გვიცავს ზედმეტი წონისგან და ავსებს ორგანიზმს ენერგიით. ასევე ხელს უწყობს როგორც გულის, ასევე ტვინის მუშაობას. ორაგული მდიდარია ძვლებისთვის უმნიშვნელოვანესი D-ვიტამინით, რომელიც უშუალოდ მოქმედებს ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბებასა და ზრდაზე.
შესაბამისად, ექიმები გვირჩევენ, რომ კვირაში, სულ მცირე, ერთხელ მაინც მივიღოთ ორაგული, რათა მაქსიმალურად შევავსოთ ჩვენი ორგანიზმი ენერგიითა და უამრავი ვიტამინით.


2.მოცვი
imageამ მუქ ლურჯ, პატარა მარცვლებში საოცრად მაღალია ანტიოქსიდანტების შემცველობა, რომელთა დახმარებითაც ორგანიზმი თავისუფლდება მავნე, ზედმეტი ნივთიერებებისგან. მოცვი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინ C-ს, რომელიც აუმჯობესებს ჩვენს იმუნიტეტს და ებრძვის ვირუსებს, ავსებს ორგანიზმს ენერგიით, ხელს უწყობს სისხლძარღვების კედლის გამაგრებას. იგი აუცილბელეია უჯრედული სუნთქვისთვის. C ვიტამინის გარდა, მოცვი მდიდარია A ვიტამინითაც, რომელიც აუცილებელია ბავშვების ზრდისა და განვითარებისთვის. ამ ჯადოსნური კენკრის მიღება კვირაში სულ მცირე ერთხელ მაინც აუცილებელია და მიუხედავად იმისა, რომ იგი სეზონურია, რეკომენდირებულია მისი გაყინვაც, რაც სულაც არ ცვლის მის გემოსა თუ შემცველობას.

3.ნუში, თხილი, არაქისი, კაკალი
imageთხილი, ნუში, კაკალი და არაქისი დაუყოვნებლივ უნდა შეიყვანოთ თქვენს მენიუში! ვინაიდან, მათი მიღება აუცილებლად დადებითად იმოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე, რადგან ისინი აუმჯობესებენ ტვინის მუშაობას, შეიცავენ ისეთი ვიტამინებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ხორცის შემცველობაში შედიან, შესაბამისად მათი კვების რაციონში დამატება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვეგეტარიანელებისთვის. თხილი, კაკალი, ნუში და არაქისი მდიდარია მცენარეული ცხინებით, პროტეინებითა და E ვიტამინით, რომელთა გარეშეც ჩვენი ორგანიზმი უენერგიო და ძალიან გამოფიტული იქნება.

ამრიგად, გირჩევთ, რომ კარგად დაიმახსოვროთ აღნიშნული სამი პროდუქტი და რაც შეიძლება მალე დაიწყოთ მათი მიღება, რადგან საუკეთესო ცხოვრების შეუცვლელი წინაპირობა, რა თქმა უნდა, რომ ჯანმრთელობაა.

0
67
4-ს მოსწონს
ავტორი:ანი ბალიაშვილი
ანი ბალიაშვილი
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0