x
ჯოჯოხეთის რუკა-ხელოვანთა და მეცნიერთა მრავალსაუკუნოვანი ინტერესის სფერო
ჯერ კიდევ რენესანსის ეპოქაში გენიოსი მწერლის-დანტე ალიგიერის შედევრი „ღვთაებრივი კომედია“ უამრავი ადამიანისთვის ინსპირაციის წყარო გახდა. მართლაც, მისი მისტიკური ხასიათი იმდენად იდუმალი და მიმზიდველი აღმოჩნდა, რომ უამრავი ხელოვანის ყურადღება მიიპყრო და გააჩინა სურვილი, რუკაზე გადაეტანათ ჯოჯოხეთი, მისი დეტალები, თავისებურებანი და სტრუქტურა.

image

ეს ერთ-ერთი ურთულესი გამოწვევა პირველად მათემატიკოსმა ანტონიო მანეტმა მიიღო და გამოთვლების საფუძველზე განაცხადა, რომ ჯოჯოხეთის პირველი გარსის სიგანე, სადაც მეომრები და მწერლები ხვდებიან, 141 კილომეტრი იყო.

-ანტონიო მანეტის გამოთვლები და ილუსტრაციები. 1529 წელი.
imageimageimage


მანეტის კვლევებმა მეცნიერებსა და ხელოვანებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ნელ-ნელა დაიწყო დისკუსიები და გაჩნდა კითხვები: "სად არის ჯოჯოხეთის შესასვლელი?", "რამხელაა მისი ფართობი?", "როგორია ჯოჯოხეთის სტრუქტურა?".

სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით აღორძინების ხანის გენიოსმა მხატვარმა სანდრო ბოტიჩელიმ ძალიან საინტერესო ნამუშევარი შექმნა და 1480-90 წლებში გაჩნდა "ღვთაებრივი კომედიის" ერთ-ერთი შთამბეჭდავი ილუსტრაცია. როგორც მეცნიერები ამბობენ, ბოტიჩელიმ დანტესა და ვირგილიუსის გზა ყველაზე უფრო ზუსტად აღწერა.

image

გთავაზობთ სხვა ხელოვანებისა და მეცნიერების მიერ შექმნილ რუკებს:

-ალდო მანუციო. 1490-1500
image
-ჯოვანი სტრადანო. 1587წ.
image
-ჯაკ კალო. 1612წ.
image
-მიქელანჯელო კაეტანი. 1855წ.
image


-დენიელ ჰილდი. 1994წ.
image
-ლინდსეი მაკკალოჰი. 2000წ.
image
თუმცა, მიუხედავად უამრავი ილუსტრაციისა თუ ვერსიისა, "ღვთაებრივი კომედიის" იდუმალებანი ადამიანებისთვის კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ და საინტერესო თემად რჩება. ვინაიდან "ის, რის ამოხსნასაც ადამიანები ბოლომდე ვერ ახერხებენ, ყოველთვის იწვევს საზოგადოების აღფრთოვანებას."






0
246
2-ს მოსწონს
ავტორი:ანი ბალიაშვილი
ანი ბალიაშვილი
246
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0