x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
რატომ არის სიშიშვლე ჯანმრთელობისთვის სასარგებლო?
სიშიშვლე


ადამიანები, რომლებიც შიშველი სხეულის კულტს მისდევენ, ამით რაღაც უფრო მეტს ემსახურებიან, ვიდრე ეს არის უბრალოდ სილამაზის და სხეულის ესთეტიკის სიყვარული, რადგან, როგორც უკანასკნელი კვლევებით გახდა ცნობილი, სიშიშვლე ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო ყოფილა.


მაგრამ, მოდით, მაინც უფრო დაწვრილებით განვიხილოთ, თუ რა დადებითი ეფექტები აქვს სიშიშვლეს:


1. თქვენი კანი გაუმჯობესდება



დერმატოლოგმა და “RealSelf”-ის მრჩეველმა, დოქტორმა სეჯალ შაჰმა განაცხადა, რომ მჭიდრო, სინთეზურმა ტანსაცმელმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაუხეშება, რის შედეგადაც ჩნდება გამონაყარი, გახურებული ფორები და გაღიზიანება. ხოლო როდესაც თქვენ ოფლიანდებით, ეს ქმნის გარემოს სოკოვანი დაავადებების აყვავებისთვის.


სეჯალ შაჰი ტანსაცმლის გარეშე ძილს გირჩევთ, რათა თქვენი კანი გამოჯანმრთელდეს და გასუფთავდეს.


ვარჯიში და ფიზიკური დატვირთვაც მინიმალური ტანსაცმლით არის რეკომენდებული, თუმცა არა დიდხანს მზეში, რადგან თუ ხანგრძლივად გექნებათ შეხება ულტრაიისფერ გამოსხივებასთან, ეს გაზრდის იმის რისკს, რომ კანის სიმსივნით დაავადდეთ.


2. ძილის რეჟიმი მოგიწესრიგდებათ


თქვენი სხეულის ღამით გაგრილება უფრო მშვიდი ძილის შესაძლებლობას მოგცემთ. ”სხეულის დაბალი ტემპერატურა ხელს უწყობს ძილის რეჟიმს. სხეული უკეთესად ისვენებს სიგრილეში”, – ამბობს დოქტორი მაიკლ ბრეუსი, რომელსაც მეორენაირად “ძილის დოქტორს” უწოდებენ.


3. უკეთესი სექსი გექნებათ


აშკარაა, რომ სექსი უკეთესია, როდესაც ტანსაცმელი არ გაცვიათ. მაგრამ ღამით შიშველი ძილი ასევე დაგეხმარებათ განწყობის ამაღლებაში. სიშიშვლე ხელს უწყობს ოქსიტოცინის გამომუშავებას, რაც კარგი სექსისთვის აუცილებელია.


სიშიშვლე 2


4. თქვენი სხეული დაისვენებს


ღამით ძილი საცვლების გარეშე კარგია, რადგან საცვლები ინახავს დიდი რაოდენობით სითბოს, რაც გენიტალიების ადგილას ქრონიკული ინფექციების წარმოშობის და განვითარების მიზეზად შეიძლება იქცეს. გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი წინაპრები მრავალი მილიონი წლის მანძილზე სრულიად შიშვლები დადიოდნენ. გენიტალიები ისედაც კარგად არის დაცული სიცივისგან და ამ ადგილების გადახურება კარგს არაფერს არ გამოიწვევს.


5. სიშიშვლე ამცირებს გულის შეტევის რისკს


ვიტამინი დე გამომუშავდება კანის უჯრედების მეშვეობით, მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით. შესაბამისად, რაც უფრო უკეთ ისვენებს სხეული და კანის რაც უფრო მეტი ფართობით ვეფიცხებით მზეს (ოღონდ ზომიერი ხანგრძლივობით, დერმატოლოგთან კონსულტაციის შედეგად), მით უფრო მეტი ვიტამინი დე გამომუშავდება, ხოლო აღნიშნული ვიტამინი აფერხებს გულის იშემიური დაავადებების რისკს.

2
437
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
437
  
2020, 17 თებერვალი, 3:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 16 თებერვალი, 19:50
მეც არ ვთქვი ამ სიცივეში ამდენი შიშველი ქალი რას დატანტალებს ქუჩაში????
0 1 2