x
საქართველო და მსოფლიო: აშშ-ის ყოფილი ჯარისკაცი ტრანსგენდერი მოდელი გახდა
imageაშშ-ის არმიის ყოფილი ქვეითი ჯარისკაცი ტრანსგენდერი მოდელი გახდა. ამის შესახებ, ინფორმაციას პრორუსული და ანტიდასავლური გაზეთი "საქართველო და მსოფლიო" ავრცელებს.

"მან არმიაში 30 წელი იმსახურა, დათხოვნის შემდეგ საზოგადოებას ტრანსგენდერდ მოევლინა 52 წლის ანდრეა ჰალილი ჯარიდან 2015 წელს დაითხოვეს. სამხედრო ტანსაცმელი გახდილი არ ჰქონდა, რომ მეუღლეს ახალა ტრანსგენდერობა თვისი. ცოლი არ გადარეულა. ფაქტი ფაქტად მიიღო და ნაქმარევის გაქათმება დასავლეთის თანამედროვე ზნეობის მატერიალიზაციის ნიმუშად აღიქვა" - ვკითხულობთ გაზეთში.

ტრანსფობიური ტონი აღნიშნულ სტატიას მთელი ტექსტის განმავლობაში მიჰყვება.

image


"რაღა დაგიმალოთ და "ნაცმოძრაობის" განაზებულ ხმაზე მომკივან თვალჟუჟუნა მამაკაცებს რომ ვუყურებ, ვფიქრობ: ბიუსტჰალტერები და ბიკინები ხომ არ აცვიათ ამ პიჯაკ-ჰალსტუხიან უფლებადამცველებს მეთქი?" - ვკითხულობთ სტატიაში.

თუ კი თქვენ სიტყვა-გასაღებებს: "ანდრეა ჰალილი" "52 წლის ჯარისკაცი ანდრეა ჰალილი", "მოდელი ენდი ჰალილი" და უამრავი სხვა ვარიაციით შეეცდებით მოძებნოთ და გადაამოწმოთ აღნიშნული ინფორმაციის სიზუსტე, აღმოაჩენთ, რომ "გუგლის" საძიებო სისტემაში მსგავსი არაფერი იძებნება. მაშინ, საინტერესოა ვინ ან რა იყო გაზეთის "საქართველო და მსოფლიო" წყარო, მით უფრო, არც ტექსტის ბოლოშია მითითებული წყარო. დასკვნა თქვენთვის მომინდია.

0
111
შეფასება არ არის
ავტორი:გეორგ დვალი
გეორგ დვალი
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0