x
ბათუმში სამარშრუტო ტაქსიდან ტელეფონები მოიპარეს
image

ბათუმის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოუტანა მოქალაქეს, რომელმაც სამარშრუტო ტაქსიდან 2 ტელეფონი მოიპარა.

"2019 წლის 26 თებერვალს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. ბათუმში, სამარშრუტო მიკროავტობუსით მგზავრობისას, ი.ს
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მ.პ-ს კუთვნილ “HUAWEIS”-ის ფირმის “P9 LITE”-ის მოდელის მობილურ ტელეფონს. მეორე დღეს, 27 თებერვალს კი, შუადღის საათებში, ქ. ბათუმში, ნონეშვილის ქუჩიდან
თბილისის მოედნისკენ N36 სამარშრუტო მიკროავტობუსით მგზავრობისას, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა დ----- ვ---
–----ის კუთვნილ „აიფონ 6“-ის მოდელის მობილურ ტელეფონს" - აცხადებდა პროკურორი სასამართლო პროცესზე.

ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.


მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა მას 4 წლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა.


2
74
1-ს მოსწონს
ავტორი:გეორგ დვალი
გეორგ დვალი
74
  
2020, 13 თებერვალი, 2:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 13 თებერვალი, 0:10
ოხ რა მოხდა მერე??????? ხომ ბრძანა გრიგოლიჩმა გაგებით მოეკიდეთ კრიმინაკის ზრდასო და ორი ტელეფონის გამო იჭერთ ადამიანს????????? თანაც 4 წელიო. 50 მილიონის გამო 4,5 წელი და ორი მობილურის გამო 4 წელი???????? ფუი შეგირცხვათ ნამუსი
0 1 2