x
ქალაქი ალასკაზე, სადაც გუშინ დაღამდა და 23 იანვრამდე არ გათენდება – "პოლარული ღამე“ და თვითმკვლელობების სერია
image

უტქიაგვიკი, წარსულში ცნობილი, როგორც ბარროუ – პატარა ქალაქი ჩრდილოეთ ალასკაზე, რომლის მოსახლეობაც 2005 წლის მონაცემებით სულ რაღაც 4, 6 ათასს შეადგენს.


თითქოს არაფრთ გამორჩეულ ქალაქში, გუშინ 18 ნოემბერს დაღამდა და 2021 წლის 23 იანვრამდე აღარ გათენდება.


პოლარული ღამე ბაროუში 66 დღეს გასტანს, ადგილობრივებს კი ნერვების გამოცდა ელით, რადგან დადგენილია, რომ ამ ორი თვის მანძილზე ქალაი თვითმკვლელობების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა.
თუ სიბნელის მოყვარული არ ხართ და ღამე გაშინებთ, მაშინ ეს ქალაქი თქვენთვის ნამდვილად არ არის.



66 დღიანი ღამე და თოვლი, ყინვა და აუტანელი სიცივე.
ალბათ ყველამ კარგად იცის ის ფაქტი, რომ „ზამთარში დღეები მოკლეა“, ბარროუს კი განსაკუთრებული რამ ერგო, ქალაქში დღე საერთოდ არ არის დიდი ხნის მანძილზე.


ნომებრის პირველი რიცხვიდან ქალაქში მხოლოდ 5 საათიანი დღეები დგება, 18 ნოემბერს კი მზე მხოლოდ 34 წუთით ამოდის.

0
1915
შეფასება არ არის
ავტორი:გეორგ დვალი
გეორგ დვალი
1915
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0