x
image
თამილა გურაშვილი
სულისშემძვრელი ვიდეო: დედა ვირტუალურ რეალობაში შეხვდა თავის გარდაცვლილ ქალიშვილს
image


მომავალი წარსულს გვიბრუნებს. სამხრეთ კორეაში ვირტუალური რეალობის შემქმნელებმა დედას საშუალება მისცეს შეხვდეს საკუთარ გარდაცვლილ ქალიშვილს VR ტექნოლოგიის გამოყენებით.


შვიდი წლის ნაიონი 2016 წელს განუკურნებელი დაავადებით გარდაიცვალა. სამი წლის შემდეგ, Munhwa -სსამაუწყებლო კორპორაციამ დაიწყო სპეციალური დოკუმენტური ფილმის შექმნა, სახელწოდებით "მე შეგხვდები შენ", რომელშიც ინჟინერებმა და დეველოპერებმა გადაწყვიტეს გოგონას "გაცოცხლება" ისე, რომ დედამ, ჩან ცზი-სენმა შეძლო ქალიშვილთან შეხვედრა მინიმუმ ციფრული რეალობის პირობებში. პროექტის განხორციელებას რვა თვე დასჭირდა.


ინჟინრებმა შექმნეს პარკი, რომელშიც დედა და ქალიშვილი სტუმრობდნენ, როდესაც გოგონა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. შემდეგ მათ გამოიყენეს სპეციალური ტექნოლოგია ბავშვი მსახიობის გადაადგილების ჩასაწერად, რომელიც გახდა ნაიონის ციფრული დუბლის მოდელი.



ჩან ცზი სენს გადაეცა ყურსასმენი და ტაქტიკური ხელთათმანები. დედას შეეძლო ქალიშვილთან საუბარი, ხელით შეხება და დაბადების დღის აღნიშვნაც კი ტორტზე სანთლებით. ძალიან სულისშემძვრელია იმის დანახვა, თუ რა ემოციური შოკი იყო ქალისთვის ეს შეხვედრა.



1
162
3-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
162
  
2020, 13 თებერვალი, 10:42
გადავირიე.... ახლაც ვტირი((
0 1 1