x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
როგორ მოქმედებს ფიქრები ადამიანზე?

image

ფსიქოლოგები დიდი ხანია დაინტერესებულნი არიან ცნობიერების შესაძლებლობებით. ცნობიერ დონეზე მიმდინარე აზრთა ნაკადი მართავს ადამიანის ყოველდღიურ მოქმედებებს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი ცხოვრება სურვილისამებრ წარმართოს. ადამიანი, რომელიც ნეგატიური აზრებით არის აღსავსე ვერანაირ დადებით მოვლენას ვერ აღიქვამს სრული ოპტიმიზმით და ის აუცილებლად ურევს მას ნეგატივს. ადამიანი, რომლის ცნობიერებაც სავსეა შიშითა და ეჭვით, ნებისმიერ წარმატებულ შესაძლებლობას შემდეგი ფრაზებით აფერხებს: „ეს ხომ ცუდად დამთავრდება"; " ეს ყველაფერი მხოლოდ წარუმატებლობას მომიტანს“; "მე ეს არ გამომივა, მრავალი მიზეზის გამო" და სხვა. აზროვნების ასეთი ტიპის მქონე ადამიანები ცხოვრებაში ნამდვილ წარმატებას ვერ მიაღწევენ, რადაგნ მათ არ ჰყოფნით თავდაჯერებულობა იარონ წინ და ამიტომ მათთვის პატარა დაბრკოლებაც კი გადაულახავ პრობლემად რჩება, უქრებათ მოტივაცია და ისევ ნეგატიურ აზროვნებას უბრუნდებიან. არ სწამთ თავიანთი შესაძლებლობების, არ სჯერათ საკუთარი თავის და მართლაც ასეთი ფიქრები ვერ დაეხმარება მათ შეცვალონ ცხოვრება უკეთესობისკენ.
როგორ შეუძლია ფიქრებს ცხოვრების მართვა?
ფიქრები ადამიანის ცხოვრების საჭეა, რომელიც მას მართავს ყოველდღიურად მთელი ცხოვრების მანძილზე.
გემზე კაპიტანია მთავარი, კაპიტანი გასცემს ბრძანებებს რა მიმართულებით უნდა იაროს გემმა და რამდენი ხანი. ნებისმიერ ორგანიზაციაში ამავე ორგანიზაციის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია მთავარი, რომელიც ბრძანებებს გასცმეს თუ ვინ რა და როდის უნდა გააკეთოს; ხოლო ადამიანის შემთხვევაში ბრძანებების გამცემი ფიქრებია. მხოლოდ თავად ადამიანი განაგებს თავისსავე აზრებსა და გრძნობებს. ჯოზეფ მერფი საკუთარ წიგნში " თქვენი ქვეცნობიერის ძალა " წერს: "როგორც მილი აძლევს ფორმას მისგან გამოდენილ წყლის ჭავლს, ისევე თქვენთვის ჩვეული აზრების ნირი თქვენს ცხოვრებას აძლევს მიმართულებას და მიზანს."
ფიქრები იზიდავს ენერგიას, რომელიც შემდგომ რეალურ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენების სახით იჩენს თავს. იფიქრეთ კარგზე და ის აუცილებლად განხორციელდება. იფიქრეთ თქვენთვის სასურველ მოვლენებზე, წარმოიდგინეთ ისინი ისე როგორც უკვე აქ, ამჟამად არსებული და ის აუცილებლად რეალობად იქცევა. იფიქრეთ სასიამოვნო მოვლენებზე; წარმოიდგინეთ ის რაც მთელი გულით გსურთ რომ რეალურად განხორციელდეს; იფიქრეთ პოზიტიურად, როგორ რთულ სიტუაციაშიც არ უნდა იყოთ, როგორი ცუდი შედეგებიც არ უნდა იყოს კონკრეტულ დროს . იფიქრეთ დადებითად, წარმოიდგინეთ როგორ აღწევთ წარმატებას თქვენს პროფესიაში; იფიქრეთ როგორი ბედნიერია ყველა თქვენს გარშემო; როგორ იცვლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ და მართლაც ასე მოხდება, ფიქრები რეალურ ცხოვრებაში გადმოინაცვლებს. ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა და ფილოსოფოსმა რალფ უოლდო ემერსონმა თქვა: "ადამიანი-ეს ისაა, რაზეც ის მთელი დღე ფიქრობს".
ხშირად ადამიანები წარუმატებლობას მხოლოდ გარემო ფაქტორებსა და არახელსაყრელ პირობებს აბრალებენ, მაშინ როცა მათი წარუმატებლობის მთავარი წყარო მათივე აზრთა ნაკადია. ფიქრები ბუმერანგის პრინციპით მოქმედებს, რაზეც ერთ დროს უბრალოდ ფიქრობთ ახლა ის ხილულია, რეალურ სამყაროში არსებულია. მართლაც რომ ადამიანი თავისივე აზრების შედეგია.

1
87
2-ს მოსწონს
ავტორი:შენგელია თეკლა
შენგელია თეკლა
87
  
2020, 12 თებერვალი, 6:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1