x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
სად არის გიორგი არაბიძე?
image

ერთ დროს ქართული ფეხბურთის მთავარი იმედი გიორგი არაბიძე 2019 წლის 11 ოქტომბრის შემდეგ მინდორზე არ გამოჩენილა. ბოლოს მან შვეიცარიის 21-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ამჟამად იჯარის წესით თურქეთის პირველი ლიგის ბინადარ "ადანასპორში" გამოდის, ისე კი პორტუგალიური "ნასიონალის" საკუთრებაა, რომელიც პრიმეირა ლიგაშ გადასვლის მთავარი პრეტენდენტია.


2018 წელს "ნასიონალმა" არაბიძე დონეცკის "შახტარისგან" 700 000 ევროს სანაცვლოდ გადაიბირა, თუმცა ქართველმა მასზე გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და იჯარით თურქეთში გაუშვეს. "ნასიონალის" მაისურით არაბიძემ საერთო ჯამში 11 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა. თურქეთში მას კარგი სტარტი გამოუვიდა და სადებიუტო მატჩებშ გოლებიც გაიტანა თმცა შემდეგ ტრავმა მიიღო და დიდი ხანია მწვანე მინდორზე არ გამოჩენილა.


ასაევე დიდი ხანია არაფერი დაწერილა მისი ტრავმის შესახებ. თურქული მედია, ისევე როგორც კლუბის საიტი არაბიძეზე არაფერს წერს, არადა მარტის თამაშებისთვის ფორმაში მყოფი არაბიძე ჩვენი ნაკრებისთვის დიდი ძალა იქნებოდა, მითუმეტეს იმის ფონზე, როცა მას ნაკრებში კარგად თამაშ და გოლების გატანა უყვარს ( 4 მატჩი, 3 გოლი). სამწუხაროდ, ახლა დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ მარტის თამაშებისთვის ჩვენი ნაკრების სამწვრთნელო შტაბს არაბიძის იმედი არ უნდა ჰქონდეს.



გიორგის "ადანასპორთან" საიჯარო ხელშეკრულება სეზონის ბოლოს გასდის და შემდეგ "ნასიონალს" დაუბრუნდება, ხოლო რა მოხდება ამის შემდეგ და სად განაგრძობს 21 წლის ქართველი კარიერის ზაფხულში გაირკვევა. არაბიძეს პორტუგალიურ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.


იმის მიუხედავად, რომ არაბიძე ჯერ ქართველი გულშემატკივრების იმედ ბოლომდე ვერ ამართლებს, მას ჯერ მთელი კარიერა წინ აქვს, ოღნდ მთავარია სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს. ვფიქრობ, თუ "ნასიონალი" პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში აღზევდა იქაური ჩემპიონატი გიორგისთვის კიდევ ერთი შანსი იქნება, ოღონდ მთავარია ის მწვრთნელის გეგმებში შევიდეს. არაერთი ფეხბურთელი გვინახავს, ვინც პორტუგალიის ჩემპიონატიდან ევროპის წამყვან ლიგებსა თუ კლუბებში გადავიდა. ჩვენ კი იმედი ვიქონიოთ, რომ არაბიძე ტრავმას მალე მოიშუშებს და "ნასიონალის" შემადგენლობაშ მოხვდება. მართალია ჩვენ უფრო მეტის სურვილი გვაქვს, თმცა გიორგის ამჯამინდელი ფორმიდან გამომდინარე "ნასიონალიც" იდეალურთან მიახლოებული ვარიანტია.

3
454
შეფასება არ არის
ავტორი:გურამ მელქაძე
გურამ მელქაძე
454
  
2020, 9 თებერვალი, 13:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 9 თებერვალი, 12:39
კიდევ ერთი დაკარგული ტალანტი.
2020, 9 თებერვალი, 2:48
გსურთ იპოვოთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
0 1 3