x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
სექსი დუბლიორების გარეშე. ვარსკვლავები, რომლებიც თამამ სცენებში ყოველთვის თავად მონაწილეობენ

image


გამოცდილმა მაყურებელმა კარგად იცი, რომ ინტიმურ სცენებში ცნობილ მსახიობებს როგორც წესი, ძირითადად დუბლიორები ცვლიან. თუმცა, არა ამ კონკრეტული სელებრითების შემთხვევაში: მაგალითად, ტომ კრუზის კუნთებით აღფრთოვანებულებმა მისმა ერთგულმა თაყვანისმცემელმა ზუსტად იცის, რომ თამამ სცენებში მონაწილეობაზე ის უარს არასდროს ამბობს და მსგავს ეპიზოდებში მთელი თავისი სხეულის დემონსტრირებას ყოველთვის, ყოველგვარი მორიდების გარეშე ახდენს.





მონიკა ბელუჩი


image


55 წლის ულამაზესი იტალიელი კინოვარსკვლავის - მონიკა ბელუჩის წინაშე ასაკიც კი უძლურია. შავგვრემანი ლამაზმანი მოკრძალებული ასაკის მიუხედავად, საკუთარი სხეულით კვლავაც უწინდებურად ამაყობს და როგორც წესი, თამამ სცენებსა და "ნიუს" სტილის ფოტოსესიებში ყოველთვის თავად მონაწილეობს.


ქეით უინსლეტი


image


ქეით უინსლეტმა მაყურებელთა გულები ჯერ კიდევ "ტიტანიკით" დაიპყრო. მიუხედავად იმისა, რომ ჯეიმზ კამერონის ამ ისტორიულ - რომანტიკულ დრამაში ყველა თამამი სცენა ასახული საკმაოდ მოკრძალებულად იყო, ინტიმურ სცენებში მიღებული ეს გამოცდილება მსახიობმა, რეჟისორ სტივენ დალდრის 2008 წელს გადაღებულ დრამაში "მკითხველი" კიდევ უფრო "დახვეწა".



ნიკოლ კიდმანი


image

ყველა რეჟისორი, რომელსაც ამ ავსტრალიელ ვარსკვლავთან ცხოვრებაში მუშაობა ერთხელ მაინც მოუწია, მის საოცარ სექსუალურ ენერგიას, ერთხმად აღიარებს.



ანჯელინა ჯოლი


image

სწორედ ანჯელინა ჯოლის წყალობით, კინემატოგრაფი სულ მცირე, რამდენიმე ინტიმური სცენით, რომელიც ისტორიაში სამუდამოდ შევიდა, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ნამდვილად გამდიდრდა.



შერონ სტოუნი



image


სულ არ აქვს მნიშვნელობა ჰოლივუდის ეს ვარსკვლავი რამდენი წლის არის - მას დუბლიორი უბრალოდ არ სჭირდება.



ემილია კლარკი


image


ალბათ დამეთანხმებით, რომ მსოფლიოში ერთ - ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი "სამეფო კარის თამაშები"- ერთი უწყვეტი, თამამი სცენაა, თუმცა ფაქტია, რომ სერიალის ვარსკვლავმა ემილია კლარკმა ყველა ინტიმურ სცენაში დუბლიორის გარეშე, თავად ითამაშა.



ტომ კრუზი

image


57 წლის ცნობილი ამერიკელი მსახიობი საკუთარ ფიზიკურ ფორმაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავდა, ასე რომ მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს ინტიმურ სცენებში საყვარელი მსახიობის ხილვისას შეუძლიათ 100 % დარწმუნებულები იყვნენ რომ - ის ნამდვილად - ტომ კრუზია.





რაიან გოსლინგი


image


რაიან გოსლინგი რეჟისორთა მხრიდან კადრში გაშიშვლების შეთავაზებას ყოველთვის დადებითად ხვდება, ვინაიდან კარგად ესმის, რომ სამუშაო - სამუშაოა, 39 წლის ცნობილი კანადელი მსახიობი თვლის, რომ მისი პროფესიული ვალია მაყურებელი იმაში დააჯეროს, რაც ეკრანზე ხდება, ეს კი მისი აზრით, ყველა არსებული საშუალების გამოყენებით მიიღწევა.

0
1164
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0