x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ინტერპრეტაცია

image

ფსიქოანალიტიკური დაშვება ეფუძნება მოსაზრებას, რომ ანალიზანტის ყოველი ქცევისა და მონათხრობის უკან მისი რეალური, ჭეშმარიტი მნიშვნელობა იმალება და ამ ჭეშმარიტი მნიშვნელობის მანიფესტირება ინტერპრეტაციის დახმარებით არის შესაძლებელი. ფსიქოანალიტიკოსი ცდილობს არაცნობიერი იდეებისა და შინაარსების ეტაპობრივად გამოაშკარევება მოახერხოს ინტერპრეტაციის აქტის დახმარებით. თავის მხრივ, ანალიზანტსაც აქვს წარმოდგენა იმის შესახებ, რომ საკუთარი სიპტომებისა და ჩივილების პასუხი ფსიქოანალიტიკოსის უკან იმალება და მისი ჩუმად ყოფნაც კი ანალიზისა და ინტერპრეტაციის ნაწილია. აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსი ყურადღებას ამახვილებს და ცდილობს შესაბამის დროს სწორი ინტერპრეტაცია მოუძებნოს ანალიზანტის მონათხრობს და დაეხმაროს იმის გაცნობიერებაში, რაც მანამდე დაფარული იყო.

ფსიქოანალიტიკოსებისთვის ინტერპრეტაციის აქტის ასეთი სახით წარმოდგენის შემდეგ, ფსიქოანალიზი განიხილება როგორც მოთხრობილი მასალიდან ლატენტური, დაფარული მნიშვნელობის გამოტანა. როგორც ჩანს, სხვადასხვა ფსიქოანალიტიკოსი განსხვავებულ დეფინიციას გვთავაზობს ინტერპრეტაციისა. სენდლერი, დეარი და ჰოლარდი გვთავაზობს ინტერპრეტაციის განსაზღვრებას, როგორც სპეციფიკური კომუნიკაციის ფორმა, რომელმაც განზრახული ეფექტი უნდა მოახდინოს პაციენტზე. ამ ავტორების მიხედვით, ნებისმიერი კომენტარი თუ სიტყვიერი ჩარევა ემსახურება, რომ ანალიზანტმა დაუყონებლივ გააცნობიერის ყველა ის ფსიქოლოგიური ფუნქციონირება, რომელიც მისთვის უცნობი და დაფარული იყო. აქედან გამომდინარე, ნათლად ჩანს, რომ ინტერპრეტაცია არის ვერბალური სახის და მას გააჩნია თავისი მიზანი, მაქსიმალურად გაუმარტივოს და გაზარდოს პაციენტის ინსაიტი და არა ის, რომ ანალიტიკოსს კარგად ესმის და იგებს რასაც ანალიზანტი ესაუბრება მას. ახლა უკვე ნათელია, რომ ინტერპრეტაციის ძირითადი მიზანი ინსაიტის მიღწევაა პაციენტთან. თუმცა, ფსიქოანალიტიკოსებს განსხავავებული მოსაზრება აქვთ თუ როდის უნდა მისცენ ინტერპრეტაცია ანალიზანტს. შესაძლოა თერაპევტს ყველაფერი ესმოდეს და იგებდეს თუ რას ესაუბრება პაციენტი, თუმცა ჩათვალოს, რომ თერაპიის ამ ეტაპზე ინტერპრეტაციის მიცემა პაციენტისთვის საზიანოა და იგი გარკვეული დროით გადაწევს მას, იქამდე სანამ პაციენტი მზად არ იქნება. შესაძლებელია აგრეთვე გაკეთდეს ინტერპრეტაცია, თუმცა იგი მცდარი, არაზუსტი და შეუსაბამო დროს იყოს გაკეთებული, რა შემთხვევაშიც იგი თავის მიზანს ვერ მიაღწევს, ანუ ვერ გაზრდის ინსაიტს პაციენტში. ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებაა, რომ ინტერპრეტაცია უნდა გაკეთდეს ნელა, რათა არ შეშინდეს პაციენტი, ამ მოსაზრების საპირისპიროდ ზოგიერთი ფსიქოანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ინტერპრეტაცია თავიდანვე უნდა იყოს რაც შეიძლება ღრმა, რათა პაციენტმა გაიგოს, რომ მის შფოთვას შესაძლოა სხვა სახელი ეწოდოს. რაც შეეხება კლასიკური ფსიქოანალიზის წარმომადგენლებს, მიაჩნიათ, რომ ეტაპობრივად, საფეხურეობრივად უნდა მოხდეს დაფარული დაცვების გამოვლენა, რათა უსაფრთხოდ/ფრთხილად მოხდეს მის უკან მდებარე შფოთვების იდენტიფიცირება. კლაინიალები აქცენტს აკეთებენ პირდაპირ შფოთვებთან მუშაობაზე და ამტკიცებენ, რომ ცვლილებები ეგოში ცოდნის მომატების გზით კი ვერ ახდენს გავლენას ეგოს გაძლიერებაზე და მის უკეთესად და ეფექტურად კონტროლზე არსებული კონფლიქტებისა, არამედ არაცნობიერ დონეზე გაყოფილის შეკეთებით/შესწორებით ხდება ამ შედეგის მიღება. კლაინიალები ნაკლებად ამახვილებენ ყურადღებას პაციენტის წარსულ გამოცდილებაზე/ისტორიაზე, (თუმცა ეს უკანასკნელი მათთვის საკმაოდ ღირებულია), სამაგიეროდ მეტად ჩერდებიან და ინტერესდებიან თუ როგორ იქცევა პაციენტი სეანსის დროს. ამასთან განსხვავებით, არიან ასევე ისეთ ფსიქოანალიტიკოსები (მაგალითად, ლაკანიანელები), რომლებიც უგულებელყოფენ ინტერპრეტაციის იდეას. მათი შეფასებით რეალური ან ნამდვილი იდენტიფიცირდება სამუშაო პროცესში და მოიაზრება პაციენტის ლაპარაკის “ქვეშ/უკან.“ ლაკანიანელები მეტად ამახვილებენ ყურადღებას იმ ინტერპრეტაციაზე, თუ როგორ აიძულებს პაციენტს დაიწყოს ახლებურად აზროვნება, ამ ყველაფერს კი არანაირი კავშირი არ აქვს პაციენტის საუბრის უკან არსებულ “ჭეშმარიტ ცოდნასთან.“

ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ დიდ დავას იწვევს ფსიქოანალიტიკური ინტერპრეტაცია, თუ როგორი სახით უნდა იქნეს წარმოდგენილი ან მიწოდებული და როგორ არის დაკავშირებული ის პაციენტთან თერაპიულ სეანსის დროს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ინტერპრეტაცია მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ინტერპერსონალურ კონტექსტზე ანუ ინტერპრეტაციის ეფექტს განსაზღვრავს ფსიქოანალიტიკოსსა და ანალიზანტს შორის ურთიერთობა. მაგალითად: თუ ვინმეს არ მოსწონხართ და ამბობს, “შენ შეძელი, რომ შენი თავი კარგად წარმოგეჩინა დღეს“. ეს ფრაზა შესაძლოა სარკასტულად გაიგოს ადამიანმა და უარყოფითად იქნას აღქმული. თუმცა, თუ ზუსტად იმავე სიტყვებს ამბობს ის ადამიანი, რომელსაც მოვწონვართ და ზრუნავს ჩვენზე, ამ შემთხვევაში ეს ფრაზა შესაძლოა გაგებულ იქნას, როგორც დამამშვიდებელი და მხარდამჭერი ხასიათის. აქედან გამომდინარე, თერაპიის დროს სწორედ იმაზეა დამოკიდებული ანალიტიკოსსა და ანალიზანტს შორის ურთიერთობა, თუ როგორ იგებს და აღიქვამს პაციენტი ფსიქოანალიტიკოსის ნათქვამს, რადგან ამას ემყარება თერაპიული კონტექსტი. მაგალითად: თუ პაციენტი პოზიტიურად არის განწყობილი საკუთარი თერაპევტის მიმართ, მაშინ ფრაზა “თქვენ გიჭირთ ჩემთან საუბარი“, გაგებული იქნება როგორც შესაძლებლობა, რომ ესაუბროს ანალიტიკოსს საკუთარი პრობლემებისა და სირთულეების შესახებ. თუმცა, თუ საპირისპირო ან უარყოფითი სახის დამოკიდებულება აქვს პაციენტს ანალიზანტის მიმართ, ამ შემთხვევაში ეს ფრაზა გაგებულ იქნება, როგორც თავდასხმა და დამსჯელობითი ხასიათის შენიშვნა პაციენტის მიმართ. ამგვარი სახის ურთიერთობები ფსიქოანალიზში ცნობილია როგორც “ტრანსფერი“.

არსებული საუბრიდან გამომდინარე, ფსიქოანალიტიკოსი საუბრის და პაციენტის ცხოვრებისეული წარმართველი კი არ არის ან რაიმე მოსაზრებას ახვევს თავს ანალიზანტს, არამედ ეხმარება ინტერპრეტაციის საშუალებით დააწყებინოს ახლებურად აზროვნება და თავში ახალი იდეები და მოსაზრებები დაბადოს. მისი მუშაობაც სწორედ იმას ემსახურება, რომ ანალიზანტმა მოახერხოს წვდომა სხვადასხვა შინაარსებთან, რაც მანამდე მისთვის გაუცნობიერებელი იყო. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასცამ, რომ ფსიქოანალიტიკოსის ყოველი ჩარევა სეანსის დროს არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც ინტერპრეტაციის აქტი. ხშირად ანალიტიკოსი ჩუმად ზის და ყოველ პაციენტის მოთხოვნას არ პასუხობს, რადგან თერაპიული სეანსი ტრივიალური სახის ურთიერთობად არ გადაიქცეს.

0
33
შეფასება არ არის
ავტორი:ზურა სალამაძე
ზურა სალამაძე
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0