x
image
კანონგარეშე
ამერიკული გამანადგურებლის "ნადირობა" დრონზე კამერით იქნა გადაღებული და ვიდეოს სახით ატვირთული

image ამერიკულმა გამანადგურებლებმა F-16, 85-ე საწვრთვნელ-გამომცდელი, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების ესკადრილიიდან განახორციელეს ტესტური სროლები მექსიკის ყურის თავზე.
წვრთვნებისას ესკადრილიის მეთაურმა, მფრინავ-გამომცდელმა გენერალ-მაიორმა ჯეფრი ენტაინმა რაკეტით დააზიანა მცირე ზომის უპილოტო თვითმფრინავი, წერს Defence Blog აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების პრეს-სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ამერიკული გამანადგურებლის "ნადირობა" დრონზე სოციალურ ქსელში იქნა ატვირთული.
იაფი და კომპაქტური დრონები-ყველაზე სწრაფად მოთხოვნადი სამხედრო ტექნოლოგიაა. მათი აღმოჩენა ძალიან რთულია, მისი შეძენა კი ძალიან ადვილი. პატარა დრონების შესაძლებლობებიც სწრაფად იზრდება, ძალიან პატარა ზომის დრონებს, რომელთა აღმოჩენა 300 მეტრ მანძილზეც კი რთულია, კარგად ართმევენ თავს დავალებას-ასრულებენ მზვერავის ფუნქციას, რადიოკავშირს უქმნიან ხარვეზებს, ასევე სანავიგაციო სისტემებს.
გარდა ამისა პატარა ზომის დრონებს "ასწავლეს" პატარა ბომბის ჩამოგდება ობიექტზე, გარდა ამისა პატარა დრონები აქციეს "კამიკაძეებად" მიამაგრეს რა ასაფეთქებელი ნივთიერება.
პატარა ზომის დრონების ჯგუფს შეუძლია კონტროლზე აიყვანოს აეროდრომის გარკვეული მონაკვეთი და ჩაუკეტოს დასაფრენი ზოლი სამხედრო თვითმფრინავებს
ასევე მათ კავშირს დისპეჩერებთან შეუქმნას ხარვეზები.
მაღალი სამხედრო პოტენციალის და ხელმისაწვდომობის გამო პატარა დრონებს შეუძლიათ შეუქმნან პრობლემა აშშ-ს შეიარაღებულ ძალებს-თვლიან ამერიკელი სამხედროები და სამხედრო ექსპერტები.



0
1778
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
1778