x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
სექსის ფსიქოლოგია - საქართველო
image

გაცვეთილი თემაა, მაგრამ ისეთი ისტორიები მესმის ქართული წყვილების, რომ ვერ ავცდი მაინც ამ თემას.

პირველ რიგში, ალბათ, უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ სექსი არის ორი დამოუკიდებელი ადამიანის კავშირი, განა პირუტყვული სურვილების დაკმაყოფილება, არამედ ადამიანური კავშირი.სექსის პროცესშიც, ისევე, როგორც იქამდე და მას შემდეგ, ადამიანი განიცდის სხვადასხვა ემოციას.ანუ, პირველ რიგში არ უნდა დავაყენოთ საკუთარი სურვილების დაკმაყოფილება, რადგან თქვენ კავშირს ამყარებთ მეორე ადამიანთან, რომელსაც აქვს გრძნობები და ამ კავშირს შესაძლოა პროცესის შემდეგ მოჰყვეს უარყოფითი ემოციები(გრძნობა თითქოს გამოგიყენეს, დანაშაულის გრძნობა, სიცარიელის შეგრძნება პროცესის შემდეგ, იმედგაცრუება და ა.შ).

image


სანამ გადავწყვეტთ ადამიანთან სქესობრივი კავშირის დამყარებას, აუცილებელია, ორივეს ჰქონდეს გააზრებული, რა მოჰყვება/არ მოჰყვება სექსს, რომ არ ჰქონდეთ ცრუ ილუზიები და "არ დადგან "სტენკა" წარმოსახვით "ზალაში"".პატივი უნდა სცეთ პარტნიორის გრძნობებს, მიუხედავად იმისა, გიყვართ ადამიანი თუ არა. მიუდექით სექსს, როგორც ურთიერთობის ფორმას და არა როგორც მოთხოვნილების დაკმაყოფილებას.

ტრადიცია, რელიგია, 21 საუკუნე-ეს ყველაფერი მეც ბევრჯერ გამიგია ამ თემის განხილვისას და არ დავიწყებ იმაზე საუბარს, რომ ტრადიცია ცუდია და რელიგია გვზღუდავს ან 21 საუკუნე თუა, რომ უნდა ჩამოვანგრიოთ ყველა ჩარჩო და ბარიერი.არც იმას ვიტყვი, რომ სექსი არ უნდა გვქონდეს.

დავიწყებ იმის მტკიცებით, რომ ქალიშვილობის ინსტიტუტი არის კარგი, პირველ რიგში, ურთიერთობისთვის.ეს არის, ასე ვთქვათ, პირველი და ყველაზე სერიოზული გამოცდა ურთიერთობის.სექსის გარეშეც რომ უნდა შეგეძლოს და გინდოდეს ადამიანთან ყოფნა, ეს ხომ ლოგიკური და გასაგებია.ტრადიციებს და ქართველობას რომ თავი დავანებოთ, ადამიანთან გრძნობა რომ გინდა გაკავშირებდეს, მისი გაცნობა უნდა იყოს შენი უპირველესი ამოცანა, მისი დანახვა როგორც პიროვნების, როგორც პარტნიორის.გაცნობის პირველივე დღიდან საწოლში კი არ უნდა წარმოიდგენდე და საძინებლისკენ კი არ უნდა ექაჩებოდე.გასაგებია, ჰორმონები, მაგრამ ადამიანი უნდა აკონტროლებდეს სხეულს და არა პირიქით.დიდი განსხვავებაა იმას შორის, თუ რა გინდა და რა უნდა გააკეთო.

ყველამ ვიცით, ვისაც სექსუალური პარტნიორი ჰყოლია, რამდენად დამოკიდებული ხდები სექსზე;რომ მერე ნამდვილად არ გაქვს არანაირი სურვილი პარტნიორის სულის სიღრმეებს ჩასწვდე, თუ აქამდე არ იცნობ საკმარისად .ამიტომაც, ქალიშვილობის ინსტიტუტი ერთგვარი მექანიზმია, რომ ხელი შეუწყოს წყვილის ურთიერთობაში გრძნობების და სიყვარულის მთავარ პლანზე წამოწევას.სულ ესაა, ალბათ, ეკლესიის განზრახვაც ამ მხრივ..ლოგიკურად რომ ვიფიქროთ, ყველა ქალისთვის, რომელიც ოცნებობს სიყვარულზე და ოჯახზე ქალიშვილობის ინსტიტუტის დაცვა ძალიანაც მომგებიანი და ხელსაყრელი.

ბევრი მამაკაცისგან გამიგია, რომ ქალიშვილი ცოლი უნდა იმიტომ, რომ მისი ქმარი იყოს მისთვის ერთადერთი მამაკაცი.როგორ ფიქრობთ, ქუჩაში რაც არ უნდა დიდი და ძვირფასი განძი იპოვოს ადამიანმა, დაიწყებს მის დაფასებას მხოლოდ თუ დაიწყებს იქაურობის დათვალიერებას, იქნებ კიდევ რამე ძვირფასი ვიპოვოო?) თქვენ როგორ მოიქცეოდით განძი რომ გეპოვათ ქუჩაში?)) ცნობისმოყვარეობა და სიხარბე სრულიად ბუნებრივი ადამიანური გრძნობებია და გაგიკვირდებათ და ქალებსაც აქვთ სმგავსი ემოციები.

ცალკე პრობლემაა განათლების ნაკლებობა, სექსუალური განათლების.პოზების სახელწოდებების დამახსოვრება და პორნოების ყურება კი არა, ელემენტარული განათლება იმის შესახებ, თუ რატომ აქვს/არ აქვს წყვილს სექსი ქორწინებამდე ან ქორწინების შემდგომ, რატომ არის მნიშვნელოვანი ქალიშვილობის ინსტიტუტი, რატომ არის საჭირო თუნდაც თავდაცვა ქორწინების შემდეგ და ორსულობის დაგეგმვა, რატომ არის საჭირო ექიმთან ვიზიტი და გამოკვლევა პირველ ღამემდე და ა.შ. უნდა ისწავლებოდეს მორალი, პატივისცემა პარტნიორის მიმართ, მისი აღქმა არა საგნად ან შესაძლებლობად, არამედ დამოუკიდებელ ადამიანად.

განათლელბის არქონის და ინფორმაციის არარსებობის გამოა, ახალგაზრდები რომ ვერ სცემენ პასუხს თავისსავე კითხვებს, არ უნდათ, ბრმად დაემორჩილონ წესებს და ნორმებს და მიდიან იქამდე, რომ თავიანთ თავზე ატარებენ ექსპერიმენტებს. შედეგად მივიღეთ დაზიანებული, დაკომპლექსებული თაობა.ერთხელ რომ შეცდება, მეორედ გაფრთხილებას უკვე აზრი არ აქვს, ჰგონია-სახელი გატეხილია, აკრძალული ხილი შეჭმული.კითხვებს პასუხი კი გასცა, მაგრამ უკვე გვიანი აღმოჩნდა.რეალურად გვიანიც არაა, ასეც ვერ იტყვი.ერთ ადამიანთან ურთიერთობისას თუ შეცდი ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეორესთანაც უნდა შეცდე.ერთი პრეცენდენტი არაა სტატისტიკა.და სადაც იქნება გრძნობა, იქ როგორმე პატიებას და შენდობასაც ისწავლით.

ასევე გაუნათლებლობის გამო ხდება, რომ ქალიშვილობა ასე აუცილებელი გახდა ქალებისთვის, როცა კაცები არაფერს იკლებენ.ურთიერთობა არის ერთმანეთის პატივისცემა, თუ ქალი ითმენს, რომ გრძნობებში გაერკვეს და უკეთ გაგიცნოს, შენ საქონელი ხარ, თუ ადამიანი, მოითმინე რა!

ქალიშვილობის ინსტიტუტი მარტო, ჩვენთან, საქართველოში ნუ გგონიათ.ბევრი ერი, რომელსაც მკვეთრად გამოხატული თავისი საკუთარი კულტურა აქვს ეთანხმება ქალიშვილობის ინსტიტუტს;ასევე ეს დაკავშირებულია რელიგიასთან.ქრისტიანობაც და მუსულმანობაც კრძალავენ სექსს ქორწინებამდე, უკვე განვიხილეთ, სავარაუდოდ რატომაც.

ნორმალური, განვითარებული ადამიანები ევროპაშიც ასწავლიან შვილებს, რომ ქორწინებამდე სექსს მოერიდონ.რა თქმა უნდა, უფრო ქალიშვილებს ეხებათ ეს, რადგან მოულოდნელი ფეხმძიმობა, შესაძლო მარტო დარჩენა და ბევრი სხვა შესაძლო ზიანი დიდ საფრთხეს შეუქმნის გოგონასპერსპექტიულ და ნათელ მომავალს.

შევეშვათ ქალიშვილობის ინსტიტუტს- საქართველოში პრობლემა აქვთ წყვილებს ქორწინების შემდეგაც.ლოგიკას " ცოლს ყველაფერს ვერ აკადრებ" ეწირება ჯანმრთელი ოჯახის სექსუალური ცხოვრება, ქალის სურვილები სექსის მხრივ, რადგან ამ თემაზე ზოგადად ცოლ-მარი არ საუბრობს და მით უმეტეს ერთამენთს ემოციებს არ უზიარებენ-თემა არის ტაბუდადებული.გაქვს და მორჩა.

უკვე დაქორწინებულები საზოგადოებაშიც ერიდებიან ერთმანეთის მიმართ ელემენტარული სითბოს გამოვლინებას, თითქოს სითბოს გამომხატველი ჟესტი, ან ჩახუტება და კოცნა მათ შორის სექსის აფიშირებას ახდენს .ანუ, ეს თემა იმდენად ტაბუდადებულია, რომ ამაზე არც ოჯახში საუბრობენ, არც ფსიქოლოგთან, არც თავიანთ თავებს უმხელენ, რომ პრობლემა არსებობს- არსებობს მოთხოვნილებები, სიახლოვის წყურვილი, თავგადასავლების სურვილი, ახალი რამის ერთად გაზიარება-აღმოჩენის სურვილი...გასაგებია, რომ სექსის აგიტაცია არც ქორწინების მერე გინდათ და არც ეკლესიას მოსწონს ეს იდეა, მაგრამ ერთმანეთთან ხომ შეიძლება ამაზე საუბარი, ერთად როცა რჩებით, ხომ შეიძლება, უფრო მეტად ენდოთ ერთმანეთს, ერთმანეთში ცხოვრების პარტნიორი დაინახოთ და არა ადამიანი იარლიყით: "ცოლი" ან "ქმარი".

image

ფიზიკურმა სიახლოვემ ერთამენთთან უფრო უნდა დაგაახლოვოთ, ამიტომ ეცადეთ ამ მხრივ არ შეიქმნათ გამოგონილი ჩარჩოები.ადამიანი ბევრი მიმართულებით ვითარდება;ცოლი შეიძლება იყოს სიყვარულის სუბიექტი, შენი შვილების დედა, სექსუალური პარტნიორი და უახლოესი მეგობარი ერთდროულად.ასე რომ, ცოტა უფრო სხვა კუთხითაც შეხედეთ ერთმანეთს ქორწინების შემდეგ და ისიამოვნეთ))



2
210
შეფასება არ არის
ავტორი:მერეოლეონა
მერეოლეონა
210
  
2020, 6 დეკემბერი, 9:01
Გარეგნული Ფიზიკა არ არის მთავარი თუმცა მნიშვნელოვანია არამედ სხეულია ენერგეტიკა და შიგთავსია მთავარი
2020, 6 დეკემბერი, 8:53
Ძვირფასო ავტორი მე ვიტყოდი ასე არაფერს ააქვს მნიშვნელობა სექსში თუ ქალის სხეულის და შიგთავსის სუნს შენი ქვეცნობიერი არ მიიღებს რადგან სექსი ერთადერთი ფენომენია, რომელიც ადამის გონიერებას არ ემორჩილება ბატონო
0 1 2