x
image
მაკა ნიკვაშვილი
უბრალოება და უგემოვნება: როგორ გამოიყურებოდნენ პრეზიდენტების ცოლები ახალგაზრდობაში

image


პირველ ლედად ყოფნა არა მხოლოდ უდიდესი პატივი, არამედ სერიოზული პასუხისმგებლობაცაა, ვინაიდან ისინი საზოგადოების თვალში გავლენიანი მეუღლეების ერთგვარი ანარეკლები არიან. სახელმწიფოს პირველი პირების ზოგიერთი მეორე ნახევარი ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობს და სახელმწიფოს განვითარებაში საკუთარი, მოკრძალებული წვლილიც შეაქვს. მაშ ასე, მოდით ვნახოთ, თუ როგორ გამოიყურებოდნენ პრეზიდენტების ცოლები სანამ საქვეყნოდ ცნობილები გახდებოდნენ.




მელანია ტრამპი, 49 წლის


image


სანამ შეერთებული შტატების რიგით 45- ე პრეზიდენტისა და მსოფლიოს ერთ - ერთი ყველაზე უმდიდრესი ადამიანის დონალდ ტრამპის ცოლი გახდებოდა, წარმოშობით სლოვენიელი მელანია კნაუსი ერთი რიგითი გოგონა იყო, რომელიც ჯერ კიდევ სოციალისტურ იუგოსლავიაში 1970 წლის 26 აპრილს დაიბადა.


image


ადრეულ ასაკში დაწყებული სამოდელო კარიერა გოგონასთვის წარმატებული აღმოჩნდა. 16 წლის ასაკში მელანია უკვე მილანისა და პარიზის მაღალი მოდის კვირეულის ფარგლებში აქტიურად მონაწილეობდა, ხოლო ჟურნალ "Allure" - თან თანამშრომლობის პარალელურად მოდელი ნიუ – იორკში უკვე თავის მომავალ მეუღლეს, დონალდ ტრამპს ხვდებოდა, მოგვიანებით კი, ქვეყნის პირველი ლედიც გახდა.




ელენა ზელენსკაია, 41 წლის



image

ელენა უკრაინის ქალაქ კრივოი - როგის იმავე სკოლაში სწავლობდა, რომელშიც მისი მომავალი ქმარი - ვლადიმ ზელენსკი, თუმცა წყვილმა ერთმანეთი მხოლოდ სკოლის დამთავრების შემდეგ გაიცნო. ელენა დიდი ხნის განმავლობაში იუმორისტულ პროექტებზე მეუღლესთან ერთად მუშაობდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ცნობილი კომიკოსი და შოუმენი ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის რიგით მე-6 პრეზიდენტი გახდა, ელენაც მეუღლის მსგავსად, დღესდღეობით, მხოლოდ პოლიტიკური საქმიანობით არის დაკავებული.


image




ბრიჯიტ მაკრონი, 66 წლის



image


ბრიჯიტისა და ემანუელ მაკრონის გაცნობის ისტორია ალბათ, მთელმა მსოფლიომ უკვე ზეპირად იცის - პედაგოგსა და მის 25 წლით უმცროს მოსწავლეს შორის დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა, ერთი შეხედვით, ფილმის სცენარს მოგაგონებთ, რომელიც საზოგადოების მხრიდან არაერთი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც ოჯახის შექმნით დასრულდა.



image


2007 წელს შეყვარებულმა წყვილმა საბოლოოდ ერთად ყოფნის გადაწყვეტილება მიიღო და დიდი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, საკუთარი ურთიერთობა ოფიციალურად დააკანონა.



image



0
1266
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
1266