x
მეტი
  • 02.07.2020
  • სტატია:101201
  • ვიდეო:346527
  • სურათი:465093
ლეგენდარული მომღერლის სიკვდილის საიდუმლო- წლების წინ მის სიმღერებზე მთელი საქართველო ცეკვავდა
image

50 წლის წინ.1969 წლის 13 დეკემბერს დაიბადა მურატ ნასიროვი, ყაზახი მომღერალი, რომელმაც ისეთი ჰიტებით, როგორიცაა «Мальчик хочет в Тамбов», «Кто-то простит», «Я — это ты» —სამუდამოდ დაამახსოვრა თავი მსმენელს .


მურატ ნასიროვს ბედნიერებისთვის ჰქონდა ყველაფერი: დიდება, ფული, საყვარელი ოჯახი. ამ დრომდე, თაყვანისმცმელები და ახლობლები ვერ ხვდებიან, რა ვითარებაში გადავარდა მუსიკოსი აივნიდან და დაიმტვრა სასიკვდილოდ.


დაიბადა 1969 წლის 13 დეკემბერს, ალმა-ატაში, უიღურთა ოჯახში. დედა, ხატირა ნასიროვა (დაიბადა 1937), მუშაობდა პლასტმასის ქარხანაში;ხოლო მამა, ისმაილი სუფი ნასიროვი (1926-2003), მუშაობდა ტაქსის მძღოლად და იყო ამასთანავე პოეტი, მამამისმა ყურანი ზეპირად იცოდა, მღეროდა ხალხურ სიმღერებს და უკრავდა უიღურულ ხალხურ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე.


მურატი ყველაზე უმცროსი იყო ოჯახში, მას ჰყავდა ორი უფროსი და (ფარიდა და მარიტა) და ორი უფროსი ძმა (ნაჯატი და რიშატი).

ჯარის მოხდის შემდეგ, სწავლა გააგრძელა მოსკოვის გნესინსკის მუსიკალურ სასწავლებელში.

მომღერლის პირველი დიდი წარმატება იყო «Ялта-91» სიმღერის კონკურსზე გრან პრი, ( იურმალას მემკვიდრე) სადაც ჯორჯ მაიკლის სიმღერა ”Careless Whisper” შეასრულა და "Волшебник-недоучка" ალა პუგაჩოვას რეპერტუარიდან, რომელმაც უმაღლესი შეფასება მიიღო ჟიურის მხრიდან.


როგორც კონკურსში გამარჯვებულმა, მან შეასრულა საკუთარი სიმღერა "You Are Alone", რის შემდეგაც იგორ კრუტოიმ მას თანამშრომლობა შესთავაზა, მაგრამ ნასიროვმა უარი განუცხადა. იგი თვლიდა, რომ თუ ხელშეკრულებას გააფორმებდა იგი ვეღარ შეძლებდა საკუთარ სიმღერების შესრულებას.

image

1995 წელს ნასიროვმა საკუთარი დემო ჩანაწერი მოასმენინა სტუდია "Союз"-ს, მათ მოეწონათ მომღერლის ხმა, რის შემდეგაც ჩაწერეს სინგლი «Это лишь сон", რომელიც რადიოეთერის ჰიტი გახდა.


მალე პირველი ალბომიც მომზადდა, თუმცა როგორც მისი პროდიუსერი არმან დავლეტიაროვი იხსენებს, ალბომს აკლდა ჰიტი, პოეტმა სერგეი ხარინმა, დაწერა ტექსტი სიმღერაზე ”«Мальчик хочет в Тамбов (ბრაზილიური ჯგუფის Carrapicho- ს სიმღერა ”Tic Tic Tac” - ის რუსული ვერსია ), პოეტმა მიმართა სტუდია "Союз"- ს, რომ მოენახათ მომღერალი, რომელიც შეასრულებდა მას. . ნასიროვმა ყველაზე უკეთ იმღერა და მისდა გასაკვირად, სწორედ ამ სიმღერამ გახადა იგი ცნობადი.

მომღერალმა მოგვიანებით აღიარა: აღიზიანებდა ის ფაქტი, რომ სიმღერა, რომელიც ახლოს არ იყო მის მუსიკალურ სტილთან, გახდა მისი სავიზიტო ბარათი და საკონცერტო პროგრამების განუყოფელი ნაწილი.


1997 წელს გამოდის მისი პირველი ალბომი «Кто-то простит» . კლუბ Метелица» ში პრეზენტაციას დაესწრო ალა პუგაჩავა, რომელსაც ადრე რადიოში მოსმენილი ჰქონდა ამავე სახელწოდების სიმღერა, დაინტერესდა უცნობი მომღერლით, შემდეგ კი ერთ-ერთმა პირველმა დაუჭირა მხარი.


შემდეგ გამოდის ალბომი Моя история(1998), ამავე წელს ნასიროვს გადაეცა "ოქროს გრამაფონი" სიმღერებისთვის Мальчик хочет в Тамбов», და Я — это ты, ты — это я».


2000 წლიდან ნასიროვი ლათინოამერიკულმა რითმებმა გაიტაცა და გამოუშვა მესამე ალბომი - «Всё это было не со мной». ხოლო 2002 წელს გამოუშვა "Разбуди меня».

image

მომღერალმა არ დაივიწყა ეროვნული მუსიკაც, გამოუშვა ალბომი უიღურ ენაზე. გარდა ამისა, მან ითანამშრომლა «Фабрикой звезд-5»–ტან, რომლის ფინალშიც შეასრულა ლეგენდარული სიმღერა "Кто-то простит» იულიანა კარაულოვასთან ერთად. არტსიტის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი იყო საუნდტრეკი ფილმისთვის- «Скалолазка и Последний из Седьмой колыбели».



მომღერალს სამომავლოდ მრავალი გეგმა ჰქონდა: ის აპირებდა ოფიციალურად დაქორწინებას ნატალიასთან, რომელთანაც ქალ-ვაჟი ჰყავდა.

2007 წლის 18 იანვარს ინტერვიუში ნასიროვმა ისაუბრა მარტის თვეში დაგეგმილ კონცერტზე და ახალ ალბომზე. კოლეგები აცხადებდნენ, რომ ნასიროვი ასევე წერდა სიმღერას "ევროვიზიის " კონკურსისთვის.

image

20 იანვრის ღამეს, იგი თავისი ბინის აივნის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა; მომღერალი 38 წლის იყო. დღემდე დაუდგენელია- ეს იყო მიზანმიმართული საქციელი თუ უბედური შემთხვევა?

მომღერლის ქვრივის თქმით, 2000 წელს აკიმის დაბადების შემდეგ, მუსიკოსსს უძილობა დასჩემდა. მუდმივი შფოთვა აწუხებდა, აუხსნელი შიშები გაუჩნდა.

წყვილმა დახმარებისთვის სპეციალისტებს მიმართეს. ექიმები ერთხმად დაჟინებით აღნიშნავდნენ, რომ ეს იყო გადატვირთული გრაფიკის ბრალი, რომ მურატს მხოლოდ მეტი დასვენება სჭირდება და მედიკამენტების მიღება.

”ის იღებდა რაღაც პრეპარატებს, ჰქონდა ჰალუცინაციები. რთული იყო იმის გაგება, თუ რა ხდებოდა მაშინ, მაგრამ ყველაფერი დასრულდა ისე, როგორც მოგეხსენებათ."-ამბობდა ნატალია.


თუმცა არსებობს კიდევ ერთი ვერსია, მომღერალს აივანზე ფოტოს გადაღება სურდა, რაკურსი სწორედ ვერ დაიჭირა, წონასწორობა დაკარგა და გადავარდა(გარდაცვლილს ხელში ფოტოაპარატი და მართლმადიდებული ხატი ეჭირა)






1
3407
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
3407
  
2019, 18 დეკემბერი, 18:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1