x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
7 საინტერესო ფაქტი ჩვენი სხეულის შესახებ, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ

ადამიანის სხეული ბევრ საიდულოს მალავს და ხშირ შემთხვევაში, ადამიანს, რომელსაც მედიცინასთან და ზოგადად, ბიოლოგიასთან შეხება არა აქვს, შეიძლება კითხვები გაუჩნდეს სხეულის ცალკეული ორგანოს საჭიროების შესახებ. მაგ., რატომ არის კანი თმით დაფარული და ეს კითხვა ყოველთვის ჩნდება, ეპილაციის დროს. არა და, იყო დრო, როდესაც შარვლები ჯერ კიდევ არ არსებობდა და სწორედ თმა ეხმარებოდა ჩვენს წინაპრებს ორგანიზმის ტემპერეტურის შენარჩუნებაში.

აქ ჩვენი სხეულის სწორედ იმ ორგანოებზე გვექნება საუბარი, რომლებიც, ერთი შეხედვით, უფუნქციოდ და ზედმეტადაც კი გვეჩვენება.



სიბრძნის კბილები


image


სიბრძნის კბილები – სინამდვილეში, კბილების მესამე წყებაა, რომლის ჩანასახი პირის ღრუში 3-5 წლის ასაკში იწყებს განვითარებას. ოდესღაც, ჩვენი წინაპრებისთვის ეს კბილები საჭირო იყო, რადგან ისინი, რთულად დასაღეჭ, მაგარ საკვებს იღებდნენ (ხორცი, ჩირი, ფესვები). ხოლო, ეს კბილები მათთვის დამატებით შესაძლებლობას იძლეოდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სხვა კბილები აღარც კი ჰქონდათ.

რაც შეგვეხება ჩვენ, უნდა აღინიშნოს, რომ სიბრძნის კბილები დღეს მხოლოდ ადამიანების 30 პროცენტს ამოსდის და მოუხერხებელი მდებარეობის გამო, მათი მოვლა ადვილი არ არის. კბილის ჯაგრისით გახეხვა მოუხერხებელია და ხეხვის პროცესში, რბილი ქსევილები ზიანდება. ამიტომ, ყველა ცდილობს, რომ ზედმეტ ტკივილს თავი აარიდოს და სიბრძნის კბილის ერთი გვერდი მოუვლელი რჩება. ამის გამო, ყველაზე ადრე სწორედ ეს კბილები ფუჭდება.

გავრცელებული აზრი, იმის შესახებ, რომ სიბრძნის კბილის მკურნალობა არ შეიძლება (უმრავლესობა სწორედ ამის გამო არ მიმართავს ექიმს, რადგან ფიქრობს, რომ მაინც ამოსაღებია), სიმართლეს არ შეესაბამება. სიბრძნის კბილი, თუ ის სწორად ამოვიდა და კბილების რიგში კუთნილი ადგილი დაიკავა, ისეთივე კბილია, როგორც ყველა დანარჩენი. რაც შეეხება მოვლას, არსებობს სპეციალური სავლები საშუალებები, რომლებიც ამ კბილებზე ზრუნვას ამარტივებს.



ჭორფლი


ჭორფლს გაჩენას შეიძლება გენეტიკური საფუძველი ჰქონდეს ან მზის ზემოქმედების შედეგად გაჩნდეს. ის უფრო ხშირად, შედარებით ღია ფერის კანის მქონე ადამიანებს უჩნდებათ და კიდევ მათ, ვისაც დიდი ხნის მანძილზე მზეზე ყოფნა უწევთ. მაგ., ვისი საქმიანობაც ღია სივრცეებს უკავშირდება ან ვინც ცხელი კლიმატური პირობების მქონე რეგიონებში ცხოვრობს.

ჭორფლი ორგანიზმის დამცავი რეაქციაა და ის ისევე მოქმედებს, როგორც მზისგან დამცავი კრემი.



ფრჩხილები


ხელები ძალიან აქტიურად მონაწილეობს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამიტომ, მას დაცვა ესაჭიროება და ამ ფუნქციას ფრჩხილი ასრულებს, – ის ჩვენი თითის დაბოლოების ნაზ კანს იცავს. გარდა ამისა, ჩვენს ყოველდღიურ აქტივობებში, ფრჩხილებსაც აქვს საკუთარი ფუნქციები, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე დახვეწილ ქმედებებს ეხება.

გარდა ამისა, ფრჩხილები ადამიანის ჯანმრთელობის სარკეც არის. მაგ., ზედმეტად ამობურცული ფრჩხილის ფირფიტები და ფრჩხილების ძირში ღია ფერის ზოლები, შეიძლება, ტუბერკოლიოზის ნიშანი იყოს, თეთრი ლაქები კი – ნახშირწყლების, მეტაბოლიზმის დარღვევის ან დიაბეტზე მიანიშნებდეს. ხოლო, ფრჩხილების სილურჯე – სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემების ანასახია.



პატარა ენა


image


პატარა ენა – რომელიც ყელში ჩამოკიდებული წვეთისმაგვარი ქსოვილია, მხოლოდ ადამიანს გააჩნია და როგორც კვლევამ აჩვენა, მისი წყალობით, ჩვენ, დახრჩობის საფრთხის გარეშე, დახრილ მდგომარეობაშიც შეგვიძლია სმა. სწორედ პატარა ენა არ აძლევს სითხეს საშუალებას, რომ ის სასუნთქ გზებში გადავიდეს.

პატარა ენა მნიშვნელოვან როლს მეტყველების არტიკულაციაშიც ასრულებს. ზოგიერთი მომღერალი იმასაც ამტკიცებს, რომ ის, ხმის ვიბრირების ეფექტის წარმოქმნაში ეხმარება.



წარბები


ალბათ, ბევრს წარბებთან დაკავშირებითაც ექნება შეკითხვა. რადგან, ერთი შეხედვით, თითქოს მას განსაკუთრებული ფუნქციური დატვირთვა არ უნდა ჰქონდეს. მაგრამ, ეს ასე არ არის. წარბები თვალებს, წვიმის, ტენისგან და ოფლისგან იცავს და მხედველობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, 2003 წ. ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ წარბები სახის ამოცნობისთვის არის აუცილებელი. შეიძლება ეს დაუჯერებლიც იყოს, მაგრამ წარბების გადაპარსვის შემდეგ, ექსპერიმენტში მონაწილეთა მხოლოდ 46%-მა შეძლო ფოტოზე ყველასთვის ცნობილი ადამიანების ამოცნობა.



ხალი


ხალი მაშინ ჩნდება, როდესას კანის უჯრედების გარკვეული რაოდენობა გაბნეულად კი არა, ჯგუფურად იზრდება. ხალი, ზოგადად, სახიფათო არ არის. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ის შეიძლება სიმსივნის ნიშანიც იყოს. ყოველი ახალი ხალი ადამიანს ატყობინებს, რომ მისი ორგანიზმის ევოლუცია სწორი მიმართულებით არ მიდის. ასე რომ, ხალს სიცოცხლის გადააჩენა შეუძლია, თუ მასზე რიაგირება დროულად მოხდება.



აპენდიქსი


image


აპენდიქსი პატარა ტომარისებური ორგანოა, რომელიც მსხვილი და წვრილი ნაწლავების შეხვედრის ადგილზეა განთავსებული. მას ხშირად უსარგებლო ორგანოდაც მიიჩნევენ, მაგრამ ეს მხოლოდ მითია. აპენდიქსის თავისი ფუნქცია გააჩნია ორგანიზმში – მასში «სასარგებლო» ბაქტერიების საცავია და თუ ადამიანს დიარეა დაემართა, ეს ბაქტერიები ეხმარებიან მას ჯანმრთელობის სწრაფად აღდგენაში.

გასული საუკუნის ბოლოს, აშშ-ში, გეგმური ოპერაციებით, ახალშობილებისთვის აპენდიქსის ამოკვეთა დაიწყეს. ბავშვებს, რომლებსაც აღნიშნული ოპერაცია ჩაუტარდათ, დედის რძის მონელების პრობლემა შეექმნათ. გარდა ამისა, ისინი გონებრივი და ფიზიკური განვითარებით, საკუთარი ასაკსის დონეს ჩამორჩებოდნენ, რაც საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევასთან იყო დაკავშირებული. დაკვირვებამ ისიც აჩვენა, რომ ეს ბავშვები უფრო მგრძნობიარენი იყვნენ ინფექციური დაავადებებისადმი, ხოლო ნაწლავური ინფექციების შემდეგ მათ, ხშირ შემთხვევაში, დისბაქტერიოზი ემართებოდათ.

ასე რომ, აპენდიქსი – ორგანიზმის დაცვის და იმუნური სისტემის ერთ-ერთი ელემენტია და მისი ამოკვეთა, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე არ შეიძლება.

imageimageimageimageimageimageimage







0
420
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
420
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0